ყველა სახელმწიფომ უნდა მიხედოს თავის შიდა პოლიტიკას, ეს ჩვენი საქმე არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის შიდა პოლიტიკა. ეს შეიძლება იყოს ხაზარაძის, გახარიას და „ნაცების“ საქმე, მაგრამ ჩვენი საქმე არ არის რუსეთის შიდა პოლიტიკა, ამიტომ კომენტარების გაკეთებაც კი არასწორია ჩვენი მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.