ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავას დანიშვნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის კონტროლის მცდელობა.
„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ეროვნულ ბანკზე აძლიერებს წნეხს და ცდილობს, რომ მაქსიმალური ტოტალური კონტროლი განახორციელოს ეროვნულ ბანკზე. ფულად საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება სწორედ ამ ორგანოზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ფულის მასასთან ხელმისაწვდომობა „ქართული ოცნებისთვის“ ამ შემთხვევაში სრულად გარანტირებულ იქნება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს.