იქნება თუ არა საქართველოსთვის წამოყენებული მოთხოვნა, რომ ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა იქნას მხარდაჭერილი?

იქნება თუ არა საქართველოსთვის წამოყენებული მოთხოვნა, რომ ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა იქნას მხარდაჭერილი?

ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ესტონეთის პარლამენტმა მიიღო. თავდაპირველად კანონს ულტრანაციონალისტური პარტია EKRE ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ახლა კანონს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ალარ კარისმა ხელი უნდა მოაწეროს. ძნელი მისახვედრი არ არის, რას იზამს ალარ კარისმა.

ესტონეთამდე გასულ წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს სლოვენიამ დაუჭირა მხარი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა ერთნაირი სქესის ადამიანთა ქორწინებებს 2014 წელს დაუჭირა მხარი. მიუხედავად ამისა, ამ საკითხის მიმართ ევროპის ქვეყნებში ერთიანი პოზიცია არ არის. უნგრეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონებული არ არის, პოლონეთში და ჩეხეთში ამ საკითხის წინააღმდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდის.

30 ქვეყანაში ჩატარდა კვლევა, ვინ თვლის თავს ლგბტ თემის წარმომადგებლად და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 18-დან 25 წლამდე ასაკის მოსახლეობის 22% თავს ლგბტ-დ აცხადებს, რაც შეეხება აშშ-ს აქ 20% ამბობს, რომ ლგბტ-ს წარმოადგენენ. არიან ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. მიუხედავად სკეპტიკოსების განცხადებისა, რომ პროპაგანდას გავლენა ვერ ექნებოდა ადამიანის ორიენტაციაზე, პირიქით აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ პროპაგანდას ძალიან დიდი გავლენა აქვს.

რაც შეეხება საქართველოს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატები არიან ბავშვები. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში უკვე ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს. მთავრობის მეთაური პირობას დებს, რომ ეს ჩვენთან არ მოხდება.

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი უფლება აქვს, საერთოდ, ყველა ადამიანის უფლებაა ცხოვრების როგორ წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობაში არ ვერევით, არავის პირად ცხოვრებაში ვერევით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებში უკვე და სკოლებში უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმიტომ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა. აი, ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბავშვებში ლგბტ-ს პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისათვის, რომლის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ლგბტ პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს და იმედი აქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა იქნას მხარდაჭერილი.

„ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, იგივე ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია - ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიები და ეს რეალობაა.

ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა. ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლების პოზიციას, რომ არ დაუშვებენ ქვეყანაში ლგბტ-ს პროპაგანდას, საარჩევნო კამპანიას უკავშირებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, პუტინის და ორბანის დროშა აიტაცა „ქართულმა ოცნებამ“ და უმცირესობების დევნის ლოზუნგით იწყებს საარჩევნო კამპანიას. გოცირიძეს აინტერესებს ლგბტ პროპაგანდით რომელიმე მინისტრმა ორიენტაცია შეიცვალა თუ არა.

„კონფრონტაციას აღვივებს „ქართული ოცნება“, შუღლს თესავენ, პრემიერ-მინისტრი აბსურდულ რაღაცებს ამბობს, თურმე საფრანგეთში გამოკითხვა ჩაუტარებიათ და 22% თავს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანად მიაკუთვნებსო. პუტინის და ორბანის დროშა აიტაცა „ქართულმა ოცნებამ“ და იწყებს უმცირესობების დევნის ლოზუნგით საარჩევნო კამპანიას. ისე, მაინტერესებს თუ 22% განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არიან, რამდენი გამოდის 88 დეპუტატიდან? 88-ის 22% ძალიან ბევრია. მაინტერესებს ლგბტ პროპაგანდით რომელიმე მინისტრმა ორიენტაცია შეიცვალა?! პროპაგანდის შედეგების ერთი მაგალითი მოიყვანონ! უზნეო კამპანიას იწყებს „ქართული ოცნება“ და პირდაპირ იმეორებს პუტინის გზას, რომელმაც სწორედ მსგავს ლოზუნგებზე ააგო თავის პოლიტიკა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასე არ ფიქრობს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომლის განცხადებით, ლგბტ-ს პროპაგანდა პრობლემური არის არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსათვს და ასევე არის ძალიან დიდი პრობლემური ზნეობისათვის და იმ რელიგიისათვის, რომელისაც ჰქვია ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა.

„უმთავრესი პრობლემურია იმ ტრიადისათვის, რომელსაც ჰქვია მამული, ენა, სარწმუნოება. ახლა როგორც ვიბრძვით იმისათვის, რომ საქართველო არ ჩაებას მიმდინარე ომში და საქართველომ თავიდან აიცილოს ის უბედურება, რომელისაც ჰქვია უკრაინის პარალელურად ჩვენი რუსეთთან ომში ჩაბმა, ასევე უნდა ეცადოს ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო, რომ თავიდან ავიცილოთ ეს უბედურება რომელსაც ლგბტთა მასობრივი შემოსევა ჰქვია.

რატომ? - იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ყოველივე ადამიანურს, ვინაიდან, ადამიანი არის გაჩენილი დედამიწაზე იმისათვის, რომ მან მოახდინოს კვლავწარმოება, ანუ კვლავ პროდუქტიული იყოს. ამით ყველაფერია ნათქვამი. არსებობდნენ ჰომოსექსუალები, მამათმაველები, სულ მუდამ იყვნენ და იქნებიან, მაგრამ ამის პროპაგანდირება არასდორს არ ხდებოდა“, - აცხადებს გვენეტაძე.

მისივე თქმით, თუკი, რომელიმე იმპერიამ მოახდინა ლგბტ-ს პროპაგანდირება, მაშინვე დაემხო. იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირიდან იქნება მითითება, რომ უკვე კანონის დონეზე იქნას მიღებული ლგბტ პროპაგანდა, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს.

„ამიტომ, ვინც პროპგანადირებას ახდენს, მიდის დასასრულისაკენ, განადგურებისაკენ და ჩვენი საქართველო, დარწმუნებული ვარ, ამ გზას არ დაადგება. თუ ეს ევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნა იქნება და ამის გამო ჩვენ ევროკავშირისაკენ გზას დაგვიბლოკავენ, აიფარონ ის მოთხოვნა ერთ ადგილზე და იარონ თავიანთ ევროკავშირში. საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართულ ტრადიციებს და ქართულ სახელმწიფოს ასეთი მოთხოვნები და ასეთი უმსგავსოები არაფერში არ სჭირდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ პროპაგანდის კანონმდებლობის საფუძველზე მიღება დამოკიდებული იქნება კანონმდებლებზე და ბუნებრივია, რომ ძალიან ხშირად სწორედ მათი, ანუ ამა თუ იმ ქვეყნის მმართველი ელიტა წყვეტს ამ საკითხს და არა მოსახლეობა.

„კარგად გვახსოვს, რამდენად განსხვავებული იყო მოსახლეობის და ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ საფრანგეთში, სადაც მრავალათასინი აქციები ეწყობოდა, მაგრამ პრეზიდენტმა მაინც თავისი გაიტანა. ასე რომ, ელიტას გააჩნია და არის კიდევ მეორე მომეტი, საქართველოში საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ქრისტიანული პრინციპიების დამცველები გაცილებით ჭარბობენ. მით უმეტეს, რომ ჩვენ დემოგრაფიული საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყანა ვართ და თუკი ეს ფაქტორიც დაემატება ჩვენი ქვეყნის პირობებში, შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს ქვეყანა სამომავლო პერსპექტივაში. დემოგრაფიული გამოსწორების გზები არაა ჯერ მოძებნილი. აი, ახლახანს მინისტრის მოადგილეების დონზე პროექტების შედგენა გადაწვიტეს სწორედ იმიტომ, რომ ეს პრობლემა საქართველოსთვის ძალიან მწვავე სახეს იღებს“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თავი რომ დავანებოთ იმას ევროპელები ვართ, თუ ევროპაში გვინდა, თუნდაც ამ პრობლემიდან გამომდინარე, სახიფათოა ქვეყნისთვის ამ გზაზე დადგომა და სწორედ, მაგიტომაც არის მთელ რიგ ქვეყნებში პრობლემა ის, რომ ახალი თაობის გენერირებას ბლოკავს ის წესები, რომლებიც აკანონებენ სქესთა შორის არატრადიციულ ურთიერთობებს.

„ეს ქვეყნის და კულტურის განვითარებისთვის სახიფათო ტენდენციაა. ამას აცნობიერებენ თუ არა ევროპაში, არ ვიცი, იმიტომ, რომ ევროპელებმა ძალიან აითვისეს ასეთი მეთოდი - რაღაცა გადაწყვეტილებას იღებენ და მერე იძახიან უი, შეგვეშალაო. ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებშიც ჩანს, მაგის მოწმე ვართ.

მაგრამ ეს არაა ვიწრო პოლიტიკური საკითხი და აქ მომხდარმა შეცდომამ შეიძლება ძალიან ღრმა კვალი დატოვოს მთლიანად ქვეყნის ბედზე. ამიტომ, ჯერ ევროპელებმა გაარკვიონ რისი მომცემი არის ეს პოლიტიკა და მერე ჩვენ, როგორც პატარა და მძიმე დემოგრაფიის მქონე ქვეყანა, მერე დავფქირდეთ იმაზე ავყვეთ, თუ არა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

მიშა რომან გოცირიძეს და მაგის მსგავსებს რომ ვინმე აზრს ეკითხება, იმიტომაა ამ ქვეყნის საქმე კარგად.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ზრედასრულებში შეიძლება პროპაგანდა თუ უკვე ვსიო, აღარ არის საჭირო, ყველა შინაგანად შევეგუეთ?!
1 წლის უკან