არჩილ თალაკვაძე: იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება

არჩილ თალაკვაძე: იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება

ეს არის ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ხელისუფლების მხარდაჭერის გაგრძელება უკრაინის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საქართველოში უკრაინის ქალაქ ლვივის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეების ვიზიტს.

„იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანი დღეები უკრაინაში მალე დაბრუნდება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

კულტურის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს მოწვევით, საქართველოს უკრაინის ქალაქ ლვივის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.