ირაკლი ღარიბაშვილი ლაპარაკობს სიმართლეს, ირაკლი ღარიბაშვილი ლაპარაკობს, რომ მთელ მსოფლიოს ძალისხმევა და ფული რომ მიემართა მშვიდობისკენ, მშვიდობა დამყარდებოდა. მშვიდობა უნდა დამყარდეს, სხვა გზა არ არის, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„დღეს ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ მკაცრ რიტორიკას უნდა დაუწიონო და რატომ?! რამეს არასწორს ვიძახით?! ის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ ამას ხომ უამრავი განცხადება ადასტურებს?!“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიში წარადგინა.