ჰერმან საბო: ევროპა ტექნიკურად შესრულებული ხალხის ადგილი არ არის, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილი და მარტო მაგის იმედით ვარ, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ

ჰერმან საბო: ევროპა ტექნიკურად შესრულებული ხალხის ადგილი არ არის, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილი და მარტო მაგის იმედით ვარ, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ

ევროპა ტექნიკურად შესრულებული ხალხის ადგილი არ არის, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილი და მარტო მაგის იმედით ვარ, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ მაინც გვაქვს ჯერ კიდევ შანსი იმისა, რომ დღეს დაწერილი სამიანი, სამი პლუსით მაინც გავაძლიეროთ, თუკი ქვეყნის საგარეო კურსი ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის ბევრად გასაგები იქნება და კითხვებს არ დატოვებს“, - განაცხადა საბომ.

ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიში წარადგინა.