დღეს რა პოლიტიკაში უნდა ჩაერიოს ის? უკრაინის მოქალაქეა, უკრაინულად ლაპარაკობს, არ ვიცი, სიზმრებს რა ენაზე ხედავს... შეწყალებას თურმე არ სთხოვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ეტყობა ნამუსი ჰყოფნის, იმიტომ რომ რაც ნალანძღი ჰყავს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ არ მიესვლება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„სააკაშვილმა ჯერ მოიგონა შიმშილი და ვნახეთ, რომ არ შიმშილობდა. სიკვდილს იგონებდა და ძალიან ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ ადამიანი ამაზე ასაუბრებდა დედას, მამას, მეუღლეს - ერთს, მეორეს, ნათესავებს, მეგობრებს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მილიონი დოლარი დახარჯა ლობისტურ კამპანიაში, რომ ამ ფარსის ირგვლივ ელაპარაკათ გაურკვეველი წარმოშობის ექიმებს. თუ ისინი ნამდვილად ექიმები არიან, ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ვერ დასვეს დიაგნოზი. იმ ევროპელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ აჰყვნენ ამას. მე მათ ვერ ვაკადრებ ამას, მაგრამ, ფაქტია, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და შეიძლება ბევრი ადამიანის მიმართ გაგვიჩნდეს ეს ეჭვები. კიდევ კაი, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამ საოცარ ტრაგიკომედიას წერტილი დაუსვა და სააკაშვილი მიხვდა, რომ არც ყოფილი თავმჯდომარის და არც მოქმედის იმედად ვერ იქნება, იმიტომ რომ მათ არც ცოდნა და არც ცდა და სურვილი არ ჰყოფნით, რომ ხელი შეუწყონ ამ ადამიანის დახსნას. ქართველები ბოროტი ხალხი არ ვართ, ჰუმანურები ვართ, ამიტომ მე მას ვურჩევდი, რომ თუ სააკაშვილს გამოსვლა უნდოდა, უნდა დაწყებულიყო ყველაფერი ბოდიშით, მონანიებით და შემდეგ მიემართა გარკვეული ინსტიტუციებისთვის. დღეს რა პოლიტიკაში უნდა ჩაერიოს ის? უკრაინის მოქალაქეა, უკრაინულად ლაპარაკობს, არ ვიცი, სიზმრებს რა ენაზე ხედავს... შეწყალებას თურმე არ სთხოვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ეტყობა ნამუსი ჰყოფნის, იმიტომ რომ რაც ნალანძღი ჰყავს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ არ მიესვლება“, - აცხადებს ბექა ოდიშარია.