რუსეთში მოქმედი Raiffeisenbank საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაში ევროს გადარიცხვებს წყვეტს

რუსეთში მოქმედი Raiffeisenbank საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაში ევროს გადარიცხვებს წყვეტს

რუსეთში მოქმედი Raiffeisenbank, რომელიც ავსტრიული Raiffeisen Bank International-ის (RBI) შვილობილია, 3 ივლისიდან საქარათველოსა და სხვა ქვეყნებში ევროს გადარიცხვებს წყვეტს. მიზეზად საკრედიტო ორგანიზაცია კორესპონდენტი ბანკების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს. ამის შესახებ Raiffeisenbank-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

Raiffeisenbank აცხადებს, რომ „2023 წლის 3 ივლისიდან ევროში გადახდებს ვეღარ განახორციელებს, თუ მიმღები პირის ბანკი მდებარეობს რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, იორდანიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ახალი პირობები ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე და ინდმეწარმეებზე.“

თუმცა „ახალი წესი არ ვრცელდება რუსეთში Raiffeisenbank-ის კლიენტებს შორის ევროს გადარიცხვებზე. ისინი კვლავ შეძლებენ ევროს გადარიცხვას როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ასევე, ბანკის სხვა კლიენტების ანაგარიშებზე.“

Raiffeisenbank-ში განმარტავენ, რომ მსგავსი ცვლილებები კორესპონდენტი ბანკების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.