„ფრანკლინის კლუბის“ და თემურ ჭყონიას გზები გადაიკვეთა. „ფრანკლინის კლუბმა“ დაბადების დღის ორი წლის აღნიშვნა „კოკა- კოლას“ ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე გადაწყვიტა და ამით გამოუცხადა თანადგომა ლგბტ პროპაგანდეობისთვის შერისხულ თემურ ჭყონიას.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან „ფრანკლინის კლუბის“ დეკლარირებული მიზანი ახალგაზრდებში ლიბერალური ღირებულებების, ინდივიდუალიზმის სწავლებაა.
ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ფრანკლინის კლუბი“ მავნებლური, ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნის გარედან ფინანსდება ბავშვების და ახალგაზრდების გასარყვნელად, პროვოკაციის მოსაწყობად, მოლოტოვის კოქტეილების სასროლად. ამდენად, შემთხვევითი არაა „ფრანკლინელების“ და კოკა- კოლას დამფუძნებლის გზების გადაკვეთა.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ფრანკლინის კლუბის“ და თემურ ჭყონიას დაახლოება შემთხვევითი დამთხვევა არ უნდა იყოს, რადგან ისინი ერთნაირი იდეოლოგიური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. „მაკდონალდსი“ ეს არის ფრენჩაიზინგი, ამერიკული ორგანიზაცია, რომლის დროსაც მსხვილი ფირმა თავისი პროდუქციის რეალიზაციის უფლებას აძლევს თავის ოპერატორებს, ხოლო „ფრანკლინის კლუბი“ ბენჯამინ ფრანკლინის სახელსაა ამოფარებული, რომელიც ცნობილი და დიდი ადამიანი იყო ამერიკის დამფუძნებელ მამათა შორის. ფრანკლინი უჭკვიანესი, თვითნაბადი ადამიანი იყო, საოცარი გამოგონებები ჰქონდა.
„არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს ბენჯამინ ფრანკლინის ფიგურასთან, მაგრამ „ფრანკლინის კლუბი“ რა იდეოლოგიის გავრცელებასაც ცდილობს, ეს არ მომწონს. ფაქტობრივად, ამ კლუბში ახალგაზრდებს წამლავენ და ამის შემდეგ ახალგაზრდები ყველაზე უფრო პასიონარულები, ემოციურები ხდებიან, მათ დესტრუქციისთვის იყენებენ. ვფიქრობ, ახალგაზრდების უფრო მეტი კონტროლია საჭირო. დაუშვებელია ეს ყბადაღებული თავისუფლება, რომ გიჟი თავისუფალია და ყველაფერი ეპატიება. შექმნეს მთელი კასტა ჟურნალისტების, სათანადო იდეოლოგიური მდგენელით გაამყარეს ეს ყველაფერი, რომ თურმე ჟურნალისტი ხელშეუხებელია, რაც არ უნდა თქვას. ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს. თუ ჩვენ გვინდა არსებობდეს სახელმწიფო, გარკვეული თამაშის წესები უნდა იყოს ამ სახელმწიფოში, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის სახელმწიფოს, არამედ მის სიძლიერეს განაპირობებს. დროა, ამ მიმართულებით იმოქმედონ, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ეროვნულ ინტერესზე ლაპარაკი, პრემიერი ღარიბაშვილი არაჩვეულებრივად გამოდის ხოლმე სხვადასხვა შეხვედრაზე და არგუმენტირებულად გადმოსცემს თავის ნააზრევს. უმაღლესი სასწავლებლები, „ფრანკლინის კლუბი“, ზაფხულის ბანაკები, სკოლები, საბავშვო ბაღები მისახედია. განათლების ახალი მინისტრი დანიშნეს და ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. უფრო გაბედული ნაბიჯებია საჭირო“, - მიიჩნევს თამარ კიკნაძე.
რაც შეეხება თემურ ჭყონიას, პოლიტოლოგის აზრით, ჭყონია „მაკდონალდსის“ წარმომადგენელია საქართველოში და მას იმავე ღირებულებების გატარებას სთხოვენ, რაც ამ ორგანიზაციის სათაო ოფისშია. შესაბამისად, ჭყონიაც ასრულებს დავალებას, თუ არადა, დაემშვიდობება ,,კოკა- კოლას“. აქ მერკანტილური ინტერესებია, თორემ დაუჯერებელია, ჭყონიას მოსწონდეს ლგბტ პროპაგანდა, ის ამ კონიუნქტურაშია და იძულებულია გაატაროს ეს ღონისძიება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ „ფრანკლინის კლუბი“ ახალგაზრდობის გარკვეული ჯგუფის საწამლავია. ეს საწამლავი არის არა მხოლოდ პოლიტიკურ-რევოლუციური, არამედ ქართული ღირებულებების, ფასეულობების და საქართველოს ისტორიის წინააღმდეგ მიმართული. ასეთივე ფიგურაა თემურ ჭყონიაც. გია აბაშიძის თქმით, ახალი ნამდვილად არ არის, რომ თემურ ჭყონია „ნაცოპოზიციის“ ერთ- ერთი დამფინანსებელია, თავის დროზე მან გამოაცხადა, რომ „მთავარი არხის“ თანასპონსორი იყო, ასევე, სავარაუდოდ, „ტვ პირველსაც“ აფინანსებდა.
„საჯარო განცხადებებს და ქმედებებს თუ დავაკვირდებით, რაც თემურ და სოფო ჭყონიებს აკავშირებთ „ნაცოპოზიციის“ აქტორებთან და სპიკერებთან, ვფიქრობ, „ნაცებს“ აქამდეც უნდა მოეწყოთ ღონისძიებები ჭყონიას ყოფილ ქარხანაში, თუ ამჟამინდელ ოფისში. ჭყონიამ თავისი ბოლო ქმედებებით, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდით თავი მოიჭრა ქართულ საზოგადოებაში. მესმის, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილს პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, მოსწონს „მაკდონალდსის“ პროდუქცია, მაგრამ ჭყონიას სახელი, რომელთანაც ისედაც ნეგატივი იყო დაკავშირებული საქართველოს უახლეს ისტორიაში, კიდევ უფრო ჭაობში ჩაეფლო ამ ლგბტ პროპაგანდით, რაც მერე თვითონვე აღკვეთა“, - აცხადებს გია აბაშიძე.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელია, სააკაშვილის რეჟიმის დროს რომელიმე ბიზნესმენს ოპოზიციური ტელევიზიის დაფინანსება გაებედა, ასეთი სითამამისთვის ის ბიზნესმენი დაისჯებოდა. „ქართული ოცნების“ პერიოდში კი, 20-მდე გაზარდა ჭყონიამ „მაკდონალდსის“ რესტორნები საქართველოს მასშტაბით, გაზარდა „კოკა-კოლის“ წარმოება და, რაც მთავარია, ამ ფსევდო პატრიოტმა ჭყონიამ დაიწყო „კოკა- კოლის“ გატანა რუსეთში მაშინ, როცა ის ამუნათებს საქართველოს ხელისუფლებას და ეუბნება, რომ სანქციებს გვერდს უვლითო.
„ჭყონიას თვითონვე გააქვს „კოკა-კოლა“ აგრესორ რუსეთში, არაფერი არ იმალება ციფრულ სამყაროში. სხვას არ მოვუწოდებ, მაგრამ პირადად მე სამოქალაქო პროტესტი გამაჩნია, „მაკდონალდში“ არ შევალ, არსებობს სწრაფი კვების სხვა ამერიკული და დასავლური ობიექტები, სადაც შეიძლება იგივე პროდუქცია სამოქალაქო დამშვიდებით მივირთვა“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე თვლის, რომ „ფრანკლინის კლუბი“ იგივეა, რაც თავის დროზე „კმარას“ ორგანიზაცია იყო.
„ასეთი ჯიშის ხალხი გამოჰყავთ რევოლუციებისთვის, არეულობისთვის. არც მალავენ, რომ ასე იქცევიან და ღიად ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების დამხობა. რაც შეეხება თემურ ჭყონიას, ისიც მათი თანამოაზრე და თანამონაწილეა“, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.
ანუ, არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. ქართულ საზოგადოებას ვითომ ბოდიში მოუხადეს და თან ჭყონიამ ნამუსი მოიწმინდა თავის ბოსებთან.