ხელისუფლების აყირავების გეგმა, რომ ამოქმედებულია და შესაბამისი რევოლუციური კომიტეტიც შექმნილია, ამის შესახებ for.ge სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომლის ინფორმაციით, ამ კომიტეტის ხელმძღვანელი არის „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე, რომლის ინიციატივით და ხელმძღვანელობით გრძელდება ახალგაზრდების გადამზადება იარაღის დაშლა-აწყობისა და ასევე პროცესების რადიკალიზაციის კუთხით. ამ ახალგაზრდების მეორე ნაწილი უკრაინაში გადის გადამზადებას.
ხმაური და დაპირისპირება იყო ბორჯომში, სადაც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები სემინარის გამართვას გეგმავდნენ. ზურა გირჩი ჯაფარიძის პარტიას მოქალაქეებმა სემინარის ჩატარების უფლება არ მისცეს და მათი მიერ ბოლო პერიოდში პატრიარქზე, ქართულ ეკლესიაზე გაკეთებული განცხადებები შეახსენეს. ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიერ დაგეგმილი სემინარი ჩაიშალა.
ბორჯომში მიმავალ ზურაბ ჯაფარიძეს მოქალაქე სოსო მაისურაძე თავს დაესხა, რა დროსაც ჯაფარიძემ დაზიანება თვალის არეში მიიღო. მოგვიანებით, სოსო მაისურაძემ სოციალური ქსელით აღიარა, რომ თავდამსხმელი სწორედ ის არის. მიზეზად კი ჯაფარიძის ბოლოდროინდელი განცხადებები დაასახელა, რომელიც, მაისურაძის თქმით, ახალგაზრდების კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ემსახურება. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, თავდამსხმელი დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
თავად ჯაფარიძე აცხადებს, რომ ფულის გულისთვის ყველაფერს არ უნდა მოაწერო ხელი - ამას ოჯახში ასწავლიან და არა ბანაკში. მისი თქმით, არ იცის რას ასწავლიან ბანაკებში ისეთს, რომ რუსები მზად არიან უტვინო, უვიცი, უნებისყოფო და ცხოვრებისგან გაფარჩაკებული ბრბო დაიქირაონ და ქვები ასროლინონ ახალგაზრდებისთვის.
„ვასწავლით იმას, რომ ერთი სიცოცხლე აქვთ, ეს სიცოცხლე მათია, უნიკალურია, უნდა გაუფრთხილდნენ და ისე გახარჯონ, როგორც თავად ჩათვლიან სასურველად, რომ თავისუფლების გარეშე სიცოცხლეს ფასი არ აქვს - როცა შენი გონებითა და ნებით განკარგავ სიცოცხლეს, მხოლოდ მაშინ ხდება ის ღირებული. სხვა შემთხვევაში მონა ხარ და შენს სიცოცხლეს სხვა ხარჯავს; რომ მეტი თავისუფლების მოპოვებას მუდმივი ბრძოლა სჭირდება, ხოლო არსებული თავისუფლების შენარჩუნებას - მუდმივი დაცვა.
არ არსებობს მანდ „შესვენებაზე გასვლა“ და, რომ საზოგადოებები რომლებიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ყველაზე ახლოს თავისუფლების იდეალების დაცვასთან, დღეს არიან ყველაზე წარმატებული, ყველაზე პროგრესული, ყველაზე ადამიანური და ყველაზე მდიდარი საზოგადოებები. და პირიქით, რომ ჩვენც უნდა გამოვიდეთ საბჭოთა საქართველოდან და ვიქცეთ ასეთ საზოგადოებად - თავისუფალი ადამიანების საზოგადოებად, სადაც ნებისმიერის სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება დაცულია, ამას ვასწავლით“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ბორჯომის პარალელურად, დაპირისპირება იყო თსუ-ში, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თსუ-ს ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
თსუ-ის მე-2 კორპუსთან სტუდენტთა ნაწილმა თსუ-ს ლექტორის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. როგორც სტუდენტებმა განაცხადეს, ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თსუ-ში დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მას უფლება არ აქვს უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდეს.
„ის, რაც ირაკლი კობახიძემ და მისმა ზონდერ ჯგუფმა ჩაიდინა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს „რუსული ოცნების“ ისტერიას, რომ მათ მიწა ფეხქვეშ ეწვით, იმიტომ, რომ კობახიძე მართლაც რომ უსამშობლოა, რადგან ის ყოველდღიურად ყიდის ქვეყანას თავისივე გადაწყვეტილებებით. ამიტომ არ მოსწონთ, როდესაც სტუდენტები სიმართლით ხვდებიან.
ამ ქმედებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კობახიძის მსგავს კოლაბორაციონისტებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ თსუ-ს კედლებში, სადაც პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდნენ ლექციები იკითხონ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის მდივანმა, თსუ-ს სტუდენტმა იგორ ნარმანიამ.
როგორც ჩანს, ცხელი პოლიტიკური ზაფხული დაწყებულია და როგორც მოვლენები აჩვენებს, ტემპერატურა კიდევ აიწევს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ცუდია და საგანგაშო, როდესაც ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ, როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე და ამას მაღალი მატერიებით ამართლებს, რა დარჩენია მეორე მხარეს?
ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არის ერთი ტენდენციის გამომხატველი, რომ საზოგადოების უმრავლესობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა პასიონარულ და აგრესიულ უმცირესობას რაღაცები დაანახოს და აგრძნობინოს მეთოდით fight fire with fire (ცეცხლთან ბრძოლა). „როდესაც ამ დილით სტატუსი დავწერე ფასეულობათა კონფლიქტზე, ჯერ კიდევ არ მქონდა გაგებული გირჩი ჯაფარიძის გალახვაზე, ბორჯომში ხალხის პროტესტზე „დემოკრატიის სასწავლად“ დაგეგმილ ახალგაზრდების ტრენინგის გამო, ასევე თსუ-ში სტუდენტების დაპირისპირებაზე, რუბლების მსროლელებთან, თითქოს მათი „შეფინია“ არ იღებდეს მილიონობით ტკიცინა რუბლებს, პირდაპირ მოსკოვიდან. ეს ყველაფერი არის ერთი ტენდენციის გამომხატველი, რომ საზოგადოების უმრავლესობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა პასიონარულ და აგრესიულ უმცირესობას რაღაცეები დაანახოს და აგრძნობინოს მეთოდით fight fire with fire. ცუდია და საგანგაშო, რომ ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე და ამას მაღალი მატერიებით ამართლებს, რა დარჩენია მეორე მხარეს?! კონფლიქტოგენური სიტუაცია მწიფდება და შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, გირჩი ჯაფარა რევოლუციის მოსამზადებლად ბორჯომისკენ მშვიდობიანად მიემგზავრებოდა, სადაც „მოლოტოვის კოქტეილებზე და შარფი-აკერმანის ტექნოლოგიების დემოკრატიულად გამოყენებაზე უნდა ესაუბრა ილიაუნით შარიკოვის სტადიაში მყარად დაფიქსირებულ ახალგაზრდებთან. ამასთანავე, უკანალის მრავალფეროვანი სექსუალური, პოლიტიკური და სამხედრო გამოყენების საკითხებზეც უნდა ემსჯელათ, ისევე როგორც კიდევ ერთხელ უნდა განმტკიცებულიყვნენ რწმენაში, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, ხოლო ეკლესია იტყუება, როცა ამბობს, რომ სული უკვდავია.
გზაზე გირჩი სცემეს. აღშფოთდა სრულიად დემოკრატიული სისხლისღვრის მომხრე ევროგაშმაგებულთა ლეგიონი! როგორ, ნუთუ ჯერაც ვერ გაიგო ქართველმა ხალხმა, რომ ძალადობის და კანონზე მაღლა ყოფნის უფლება მხოლოდ იმათ აქვთ, ვისაც ნებას დართავენ აშშ-დან და ევროპიდან?! სასჯელის უმაღლესი ზომა რომ არსებობდეს, იმასაც მოითხოვდნენ მაისურაძისათვის! ისე, შარიკოვების გახსენებაზე. მოძალადე იყო პროფესორი პრეობრაჟენსკი, შარიკოვი ძაღლის მდგომარეობაში რომ დააბრუნა? ბოლოს თავის შემქნელს უკბინა.
დააკვირდით ჩვენს შარიკოვებს - არანაირი ლოგიკა, რეფლექსია, სიმართლის გაგების სურვილი. მხოლოდ აგრესია და ჩანერგილი პროგრამების დაუფიქრებელი ტრანსლაცია, თანაც ღრმა დარწმუნებულობით, რომ საკუთარ აზრებს გადმოსცემენ. ჰოდა, ოცნებავ! თქვენ მოგეცათ ამ ქვეყნის ცოდვა ამ შარიკოვების ხელში კულტურის და განათლების ჩაგდებისათვის! თუ გინდა, რომ ერი გაანადგურო, უნდა გაანადგურო განათლების სისტემა. სამწუხაროდ, გამოგირჩებულია ნახევარი ახალგაზრდობა და რაც კიდევ უფრო ტრაგიკულია, საკმაოდ ბევრია ძველგაზრდაც“, - წერს სოცქსელში სოსო მანჯავიძე.