„მაკდონალდსის“ ქსელში ლგბტ პროპაგანდის შემცველი წიგნის გამოჩენას, რომელშიც ელტონ ჯონის სასიყვარულო ურთიერთობებია აღწერილი, საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულეს.
როგორც ჩანს, ბიზნესმენ ჭყონიას ვიღაცამ ურჩია, რომ ევროპაში კარგი ტონია ლგბტ-ობა და მანაც ასეთი ბროშურა „გამოაცხო“. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ აღნიშნული ბროშურები ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და „მაკდონალდსის“ რესტორნებში საბავშვო მენიუს „Happy Meal“-ს სასაჩუქრედ მოჰყვება. ბროშურა მოგვითხრობს, თუ როგორი მოწყენილი იყო ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი, სანამ არ შეხვდა მამაკაც პარტნიორ დევიდ ფერნიშს, რომელთანაც დაქორწინდა და დღეს უკვე მასთან ერთად შვილებს ზრდის.
„მაკდონალდსის“ ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნების გავრცელებას ყალბი ღირებულებების პროპაგანდად მიიჩნევს საპატრიარქო და მოზარდების წინაშე ჩადენილ ვერაგულ და შეფარულ საქციელს უწოდებს, რადგან მსგავსი პროპაგანდა ორიათასწლოვანი ქრისტიანული და კულტურული მემკვიდრეობით მცხოვრები საქართველოსთვის დაუშვებელია.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ 2,3,7 და 10 წლის ასაკში ბავშვს არ სჭირდება ლგბტ უფლებების დაცვის სწავლა, ეს არის ამ თემის შემოპარვის მცდელობა და ამაზრზენია.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეების ამოცანაა დაპირისპირების ახალი კერების შექმნა და ძალიან სამწუხაროა, თუკი „მაკდონალდსი“ ამ ბრძოლაშია ჩართული.
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ თემურ ჭყონიას მიმართა, დაანებოს თავი სხვის შვილებს, მოაშოროს ეს სისაძაგლე საკუთარი ქსელიდან, „თორემ სადაც მიხვალ, დაგასხამთ თავზე მაგ შენს „კოკა-კოლას“.
ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მიიჩნევს, რომ თავად რაც უნდა, ის აკეთოს ჭყონიამ, გათხოვდეს, სქესი შეიცვალოს, ნაწნავები გაიკეთოს, მაგრამ სხვის შვილებს და შვილიშვილებს შეეშვას, თანაც გაითვალისწინოს, რომ ასეთი საქციელისთვის მარტო კოკა-კოკას არ დაასხამენ თავზე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თემურ ჭყონია არაკორექტულ საქციელში ამხილეს. ერთი თვის წინ ჭყონიამ მის მიერვე გაკრული ბანერები ჩამოხსნა და შეცდომა აღიარა, რომ არასწორი იყო მის მიერ გამოკრულ ბანერებზე წარწერა, თითქოს საქართველოში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი შიმშილობს. მაშინ ჭყონიამ თქვა, რომ კალაძე მისი მეგობარია და არ სურდა, კალაძისთვის დისკომფორტი შეექმნა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იცის, რის გამო გაავრცელა თემურ ჭყონიამ ეს ბროშურები და რა ხდება ჭყონიას სამზარეულოში, მაგრამ გამორიცხული არ არის, ეს იყოს ელემენტარული მიბაძვა, „მაკდონალდსის“ ანალოგიური ქსელი თუკი უცხოეთში ავრცელებს მსგავს მასალას, ჭყონიამაც გადმოთარგმნა და გაავრცელა. ასეთი რამ მომდინარეობს უცხოეთის სათავო ოფისებიდან, ბიზნესმენებს გადმოაქვთ ხოლმე უცხოეთში დამზადებული რეკლამები, ბროშურები ქართულ ენაზე, ტელევიზორშიც შეიმჩნევა ასეთი უცხოური რეკლამები.
„ქართულ მენტალობას მსგავსი ბროშურები არ მოერგება. თუკი ქართველი ახალგაზრდები და მათი მშობლები გაჩუმდებიან, ე.ი. ასეთი ბროშურები მათ მენტალობას მოერგო და, თუკი გააპროტესტებენ, მათი გავრცელება შეწყდება. ჭყონიას უარი რომ ეთქვა უცხოეთიდან მოწოდებულ სარეკლამო მასალაზე, მაშინ იქაური პარტნიორები გაიკვირვებდნენ და მათთვის უნდა აეხსნა, რა ხდება საქართველოში. საპატრიარქოს რეაქცია უკვე დაფიქსირდა, პოლიტიკურ წრეებშიც იყო რეაქცია, ამდენად, ველი, რომ მოიხსნება ეს ბროშურები დღის წესრიგიდან. ამა თუ იმ გავლენის ტალღა ყოველთვის მოადგება საქართველოს საზღვრებს. თუკი ამას ჩვენი საზოგადოების მხრიდან მკაფიო პასუხი მოჰყვება, პრობლემა დარეგულირდება“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე და განმარტავს, რომ მშობლებმა უნდა მოუარონ ამ ასაკის ბავშვებს, რათა ასეთმა ბროშურებმა მათზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.
უფრო მეტიც, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ მშობლებს შეუძლიათ, იჩივლონ, რომ მსგავსი შინაარსის წიგნი რყვნის მათ ბავშვებს.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოშია აკრძალული. ასე რომ, საქართველოშიც უნდა მიიღონ ამკრძალავი ზომები და უნდა გადაიდგას რადიკალური ნაბიჯები.
„აბა, გაბედონ და პოლონეთში ან უნგრეთში გამოუშვან ასეთი ბროშურები, ან კიდევ სამხრეთ იტალიასა და ესპანეთში. ამერიკაშიც ვნახეთ, მშობლები როგორ გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ. თემურ ჭყონია, უბრალოდ, ჭყონიაა, ერთუჯრედიანი ტიპაჟია, წესიერად ლაპარაკიც არ შეუძლია. პითეკანტროფს რა უნდა ელაპარაკო. ეს მიმართულება ჩემთვის მიუღებელია, ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა მიუღებელია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე განმარტებით, მშობლებს შეუძლიათ გააპროტესტონ, ასეთ ბუკლეტებს რომ ურიგებენ მათ შვილებს, მაგრამ მთავარია სახელმწიფომ მიიღოს ამის საწინააღმდეგო ზომები. ტყუილია, თითქოს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის გამო ევროკავშირში არ მიგვიღებენ, ევროკავშირი მარტო ამაზე რომ იყოს აგებული, ლგბტ პირების უფლებებს ჩვენ ვზღუდავთ თუ არა, მაშინ იქ რა გვინდა?! ლგბტ პირთა პრობლემას უნგრეთიც კარგად უმკლავდება და სხვა სახელმწიფოებიც. ადამიანის უფლებების შებღალვა სხვა რამეა, მაგრამ ის, რომ სხვა ადამიანების უფლებები დაარღვიონ ამ ბროშურების დაბეჭდვით, ეს დაუშვებელია.
ყველაზე რეალრი პროტესტი, ამის პროდუქციის ყიდვის შეწყვეტა იქნება.
არ ვიყიდოთ ამის საწამლავი სასმელები და რასაც გაავრცელებს ნახავს.
---------------პეპსის ვამდიდრებ