თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილი საერთაშორისო ფორუმს "რიგის კონფერენცია 2013" დაესწრო. ფორუმში მონაწილეობა ევროპის ქვეყნების სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლებმა მიიღეს. წარმომადგენლობით შეხვედრაზე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და თანამედროვე გამოწვევები, ეკონომიკის, ენერგეტიკის და ტექნოლოგიური განვითარების საკითხები განიხილეს. 

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა ასევე გამართა შეხვედრა ლატვიელ კოლეგასთან იანის სარტსთან.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.