ეხმარება თუ არა ამერიკა ჩვენს ოპოზიციას საქართველოს ხელისუფლების „აყირავებაში“?! „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლის აქტიური ფაზა ამერიკის ადმინისტრაციაში დემოკრატების მოსვლის შემდეგ დაიწყო, თორემ მანამდე რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი კელი დეგნანიც კი არ შედიოდა ამ ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში. ქართველიშვილის მოლოდინით, აშშ-ის საელჩო შეეცდება, ერთმანეთს დააპირისპიროს საქართველოს მოსახლეობა და მთავრობა, რომ ქვეყანაში არეულობა და ხელისუფლების შეცვლა განხორციელდეს.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლების „აყირავების“ პროცესი ამერიკის ადმინისტრაციაში დემოკრატების მოსვლის შემდეგ დაიწყო. მისი აზრით, როცა აშშ-ში პრეზიდენტის ადმინისტრაციის დონეზე მიიღება გადაწყვეტილება რომელიმე ქვეყანაში რეჟიმის შეცვლასთან - „Regime change“-თან დაკავშირებით, სულ სხვა რესურსების გამოყენებით მოქმედებენ ამერიკელები. საქართველოში კი მსგავსი სცენარი არ ჩანს, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დემოკრატების დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მოადგილედ დაინიშნა ცნობილი დიპლომატი ვიქტორია ნულანდი, რომელიც არ იყო წინა ადმინისტრაციაში. ვიქტორია ნულანდმა მსოფლიოს გააცნო თავისი სახე, როდესაც უკრაინაში მაიდანზე ფუნთუშებს არიგებდა, მერე მისი სკანდალური სატელეფონო საუბრები გავრცელდა კიევში ელჩთან, რომელიც ამერიკელებმაც დაადასტურეს, რომ დიახაც, ვიქტორია ნულანდის ხმა არისო.
„ვიქტორია ნულანდს უთქვამს ჩვენი დიპლომატებისთვის, იცოდეთ, მიშა სააკაშვილი ჩემი პირადი მეგობარიაო. მას შემდეგ, რაც სააკაშვილზე გავრცელდა ინფორმაცია, როგორც შეშლილ დიქტატორზე (ეს უცხოელების განმარტებაა), როგორც ადამიანზე, რომლის დროსაც წლების განმავლობაში ხდებოდა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, ქონების წართმევა, სადისტური მოპყრობა ციხეებში და ეს ყველაფერი იწერებოდა ევროპის ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, ამის შემდეგ როცა ადამიანი ამბობს, რომ სააკაშვილი მისი მეგობარია, ბუნებრივია, ისმის კითხვა, „მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი, მე გეტყვი, ვინა ხარ შენ“. ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში რეჟიმის შესაცვლელად, საკმაოდ დიდი მანძილია“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც საქართველიდან კრიტიკა ისმოდა ამერიკის წარმომადგენლების მისამართით და „ხალხის ძალა“ გამოდიოდა, ამაზე კელი დეგნანმა კი არა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა პასუხი სპიკერის დონეზე, რომ „იცოდეთ ჩვენი ელჩი საქართველოში ამბობს და აკეთებს მხოლოდ იმას, რა დავალებასაც ვაშინგტონიდან ღებულობს, როგორც ელჩი“.
პეტრე მამრაძის შეფასებით, ცხადია, ელჩიც ადამიანია, შეიძლება, შეცდომაც დაუშვას, ისიც ყოფილა, რომ შეცდომის შემდეგ ელჩი გაუწვევიათ ხოლმე, გვახსოვს ისიც, ელჩი დეგნანი ავტოპარკინგის საქმეს როგორ გულშემატკივრობდა, მაგრამ ეს არ ჩაეთვალა შეცდომად, ეს ჩაეთვალა იმად, რომ ამერიკის ელჩი ყველგან ადევნებს თვალს საკუთრების უფლების დაცვას და ამაზე დეგნანს საყვედური არ მიუღია.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ მიიჩნევს, რომ
საქართველოს ხელისუფლების აყირავების პროცესი დაგეგმილია ამერიკაში რესპუბლიკელების ან დემოკრატების მხრიდან. მისი აზრით, არც არავინ აპირებს საქართველოს ხელისუფლების აყირავება-გადაყირავებას. ეს არ არის ლათინური ამერიკის სახელმწიფო და განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მნიშვნელობის არეალი, რომ ამერიკამ სახელმწიფო გადატრიალება განახორციელოს, როგორც ეს ხდებოდა ჩილეში, ნიკარაგუაში, სალვადორში, ჰონდურასში და ა.შ.
„ბოლო პერიოდში ლათინური ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში ამერიკელები მაინცდამაინც არ ერევიან და მადუროს რეჟიმსაც კი არ უპირისპირდებიან ასეთი მეთოდებით. უბრალოდ, ამერიკას თავისი პრინციპები აქვს და საქართველოშიც ახორციელებს ამ პრინციპებს რბილი ძალის ფორმატში. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული უსარგებლო იდიოტი მოსამართლეების წინააღმდეგ ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა დასჯილიყვნენ დამნაშავე მოსამართლეები, მე მაქვს ამის თქმის უფლება, მე ვიყავი მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი და არა ღარიბაშვილი და სხვები. ამ კუთხით ამერიკა ახორციელებს იმას, რასაც არ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ აირჩია დაშოშმინების, თუ ნეიტრალიტეტის საგარეო პოლიტიკური კურსი, აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ეს ამ ხელისუფლების და მისი მომხრეების არჩევანია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.
.....ჯერ მარტო ამ 35 წლის მანძილზე, პირდაპირ ჩვენს თვალწინ, რამდენი უბედურება გადაგვხდა (საქართველოს) და თქვენ წარმოიდინეთ 30 საუკუნის მანძილზე რამდენი ტანჯვა, წამება და უბედურება გამოიარა ამ პატარა საქართველომ?
მუხრანის ლექსი როა ,,შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო,
სად აღარ გხვრეპდა შავი ყორანი,
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
................................................
ჯამიდან ჯამში... ხაპიდან ხაპში
ღვრიდნენ და რყვნიდნენ,
რყვნიდნენ და ღვრიდნენ,,
.................................................
და თქვენ წარმოიდგინეთ მართლა რამდენი ქართული სისხლია დაღვრილი , აწიოკებული და , გაუბედურებული ამ 30 საუკუნეში ?
ადრე ამ ლექსს ესე მძაფრად ვერ ვიგებდი, ვერ შევიგრძნობდი და ეხლააააა????????????....ასე მგონია მეც იქ სადღაც ჩავყევი ისტორიას მეთქი და ....................პირდაპირ ტანი ამეწვება ხოლმე
პირველად აფხაზეთმა ჩამკრა თავში....გამინათა გონება და სამწუხაროდ მას მერე .სუ ,მინათდება,, და ,,მინათდება,, გონება ,,....
და არა მარტო მე --- ჩემნაირები არიან კიდევ ბევრნი
ისე ხუმრობა ხომ არააა,.... მეშვიდე, მეშვიდე იმპერია გვქინძავს ეხლა უკვე, მეშვიდე
მაგრამ არა უშავრა.... ამათაც მოუსავლეთში გაუშვებთ, მოუსავლეთში ..
მაგრამ ვაი რო ძალიან ძვირი უჯდება საქართველოს ამნაირი ჩათლახების თავიდან მოშორება, ძალიან ძვირი
და მაინც ქართველი კაცის გონიერების და ღმერთის იმედი მაქვს--- ვაი ვაგლახით, მაგრამ აქედანაც გავავაღწევთ ...
აი ეგრე..... ... ხანდახან ესეთი ფიქრებით ტვინი ამეწვება ხოლმე და მერე, მერე ძლივს გამოვზვრები ხოლმე იქიდან
---