საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი - ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ევროპელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე მსჯელობდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. შარლ მიშელმა მთავრობის მეთაურს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ლიდერებმა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრეს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სტატუსის მინიჭება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისითაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევის გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.
პირისპირ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურნენ. შარლ მიშელის განცხადებით, „სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე“. ირაკლი ღარიბაშვილი კი წერს, რომ „საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა“ და მოლოდინია, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
ქვეყნის ევროპული დღის წესრიგი იყო საუბრის მთავარი თემა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის დროსაც. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა დადებითი დინამიკა არსებობს ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მხრივ.
„ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ და ვარჰეის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობას უხდის.
„ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“,- წერს პრემიერ-მინისტრი.
„ისტორიული ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ“, – სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო ღარიბაშვილო! ისტორიული ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხისთვის“, – წერს შარლ მიშელი.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები შარლ მიშელთან და გერმანიის კანცლერ შოლცთან ნიშანდობლივია, რადგან საქართველოს ოქტომბერში ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი უნდა ეცნობოს. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთი შეხვედრების დროს, კარს მიღმა უფორ ბევრი ითქმება, ვიდრე საჯარო განცხადებები კეთდება. ამიტომ მიშელის და პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარები ბევრს ვერაფერს გვეტყვის იმაზე, რეალურად მოგცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს.
„სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. ბოლო დროს, როგორც საქრათველოდან ასევე ევროპიდან, ისეთი განცხადებები კეთდება, რომ ოპტომიზმის საფუძველს არ მაძლევს. სამწუხაროდ, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებითაც პრობლემები წარმოიშვა და იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მიმართ სკეპტიკურად არიან განწობილები ევროპაში, უარის თქმის უფრო მეტი საბაბი ექნებათ. სიტუაცია არ არის სახარბიელო, ამიტომ იმედი არ მაქვს, რომ ოქტომბერში დადებითი პასუხი იქნება. ისევ გვეტყვიან იმას, რომ სისტემური ცვლილებებია საჭირო და ჯერ ამისთვის მზად არ ვართ.
ის 12 პუნქტი, რომელიც შესასრულებლად მოგვცეს, ბოლომდე შესრულებული არ არის. აქ ხელისუფლება მიიჩნევს ასე, რომ ასრულებენ, მაგრამ ევროპარლამენტარების განცხადებებს თუ მოვისმენთ, ისინი ამას შესრულებულად სულაც არ მიიჩნევენ. ეს კორდინაცია დარღვეულია და რეალურად რას ჩაგვითვლიან და რას არა, რთული სათქმელია. მე როგორც ინფორმაცია მაქვს, სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მხარს არ დაუჭერს. გერმანიამ გარკვეული კონცეფცია მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით უკვე მიიღო, ხოლო საქართველოს ჯერ მზად არ მიიჩნევს. ვფიქრობ, პრემიერ ღარიბაშვილს შოლცი დახურულ კარს მიღმა სწორედ ამაზე ესაუბრა. ამიტომ არ მინდა რომ ფუჭი მოლოდნი გვქონდეს“, - ამბობს გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, 22 ივნისს არის ევროკავშირი წევრი ქვეყნების შეხვედრა და ზეპირსიტყვიერი განხილვა მოხდება. საქართველოს შესახებ რაზე ისაუბრებენ არ გვეცოდინება და ეს კარს მიღმა მსჯელობა იქნება. გოგოლაშვიცლი ამბობს, რომ იქნება მხოლოდ პატარა პრესრელიზი, სადაც შეხვედრის შესახებ მწირ ინფორმაციას მოგვაწვდიან, თუმცა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ სიტუაცია ისე ვითარდება, არ არის გამორიცხული, პირდაპირ ამ შეხვედრაზევე საქართველოსთან დაკავშირებით უარი ღიად და უხეშად თქვან. მისი აზრით, უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თამარ კიკნაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ის განცხადებები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს მისამართით ისმოდა, არასამართლიანია. კიკნაძე ფიქრობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები უფრო მეტად შეასრულა, ვიდრე ეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წმინდა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მიიღება და საქართველოს შესაძლოა ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არ აპატიონ.
„ამ რამდენიმე დღის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ თუკი უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, ნატოს წევრი ვერ გახდებაო. ეს ყველაფერი კი უფრო მიმყარებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველომ ეროვნული ინტერესებიდაგნ გამომდინარე უნდა იმოქმედოს. კარგად უნდა გავაანალიზოთ ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც ამა თუ იმ ნაბიჯს მოჰყვება. მიმაჩნია, რომ ხელისუფლება სწორედ ასე მოქმედებს. ის კურსი, რომელიც „ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკაში აირჩია, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. ირაკლი ღარიბაშვილი, ამ ნაბიჯებს ძალიან ლოგიკურად ასაბუთებს.
ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ჩვენ თქვენს ომში ჩართვას არ ვითხოვთო, თუმცა რა ქმედებების განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, პირდაპირ საომარი მოქმედებების გამომწვევი შესაძლოა გახდეს. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ამხელა დარტყმებს ვერ აიტანს. ჩემისთანა ადამიანისთვის კანდიდატის სტატუსი, სტაფილოს ტოლფასია, როდესაც სატყუარას სახით წინ უკიდებენ. თურქეთი წლებია კანდიდატის სტატუსს ელოდება, მაგარმ არ აძლევენ. ათასი შემაფერხებელი ბერკეტი არსებობს, სანამ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება“,-ამბობს კიკნაველიძე.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის ჩვეულებრივ მოქალაქეზე გათვლილი, რომელიც ღრმად პოლიტიკურ პროცესებში ვერ ერკვევა. შემდეგ არის საშულება გამოიწვიოს ისეთი არეულობა, რომელიც მარტის დასაწყისში ვნახეთ. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ძალიან დიდი სამუშაო მოსახლეობასთან არის ჩასატარებელი. ხალხს უნად ავუხსნათ საქმე რასთან გვაქვს.
„მე მგონია, რომ ხალხი ბევრ რამეს მიხვდა. როდესაც პრემიერი დადის და დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებს ხვდება, ფაქტია, რომ ის მათ ესაუბრება და საქართველოს სურვილს კანდიდადტობასთან დაკავშირებით ღიად აფიქსირებს. დასავლეთი ამის შემდეგაც გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს და ისევ უარს გვეტყვის, მით უარესი მათთვის. საქართველო რეგიონში ევროპისთვის საკვანძო ქვეყანაა, ამიტომ, ძალაუნებურად, ხალხში ანტიდასავლურ განწყობებს ხელს უწყობენ. პრემიერმა ძალიან ზუსტად უთხრა მათ, რომ თქვენი უარყოფითი პასუხი საქართველოში პოლარიზაციის დონეს კიდევ უფორ გაზრდის. ამიტომ, თუ ევროპელებს საქართველოზე გული ნამდვილად შესტკივათ, საქართველოში მყოფ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც უკვე ღიად ემზადებიან ქვეყანაში დესტრუქციული მოქმედებებისთვის, ამის საბაბი არ უნდა მისცენ“, - ამბობს კიკნაძე.
საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
_ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
_ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს...
_ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
_ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
.....ჯერ მარტო ამ 35 წლის მანძილზე, პირდაპირ ჩვენს თვალწინ, რამდენი უბედურება გადაგვხდა (საქართველოს) და თქვენ წარმოიდინეთ 30 საუკუნის მანძილზე რამდენი ტანჯვა, წამება და უბედურება გამოიარა ამ პატარა საქართველომ?
მუხრანის ლექსი როა ,,შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო,
სად აღარ გხვრეპდა შავი ყორანი,
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
................................................
ჯამიდან ჯამში... ხაპიდან ხაპში
ღვრიდნენ და რყვნიდნენ,
რყვნიდნენ და ღვრიდნენ,,
.................................................
და თქვენ წარმოიდგინეთ მართლა რამდენი ქართული სისხლია დაღვრილი , აწიოკებული და , გაუბედურებული ამ 30 საუკუნეში ?
ადრე ამ ლექსს ესე მძაფრად ვერ ვიგებდი, ვერ შევიგრძნობდი და ეხლააააა????????????....ასე მგონია მეც იქ სადღაც ჩავყევი ისტორიას მეთქი და ....................პირდაპირ ტანი ამეწვება ხოლმე
პირველად აფხაზეთმა ჩამკრა თავში....გამინათა გონება და სამწუხაროდ მას მერე .სუ ,მინათდება,, და ,,მინათდება,, გონება ,,....
და არა მარტო მე --- ჩემნაირები არიან კიდევ ბევრნი
ისე ხუმრობა ხომ არააა,.... მეშვიდე, მეშვიდე იმპერია გვქინძავს ეხლა უკვე, მეშვიდე
მაგრამ არა უშავრა.... ამათაც მოუსავლეთში გაუშვებთ, მოუსავლეთში ..
მაგრამ ვაი რო ძალიან ძვირი უჯდება საქართველოს ამნაირი ჩათლახების თავიდან მოშორება, ძალიან ძვირი
და მაინც ქართველი კაცის გონიერების და ღმერთის იმედი მაქვს--- ვაი ვაგლახით, მაგრამ აქედანაც გავავაღწევთ ...
აი ეგრე..... ... ხანდახან ესეთი ფიქრებით ტვინი ამეწვება ხოლმე და მერე, მერე ძლივს გამოვზვრები ხოლმე იქიდან
---