არახამიამ მერაბიშვილისგან პრემიერ-მინისტრად წამოყენების შეთავაზება მიიღო

არახამიამ მერაბიშვილისგან პრემიერ-მინისტრად წამოყენების შეთავაზება მიიღო

დავით არახამია საქართველოს მორიგ ბრალდებას უყენებს და ისევ მტკიცებულებების გარეშე. უკრაინელ მაღალჩინოსანს

ბოლო პერიოდში უკრაინული მედია არ წყალობს და იგი ძირითადად, სოციალური ქსელით აქტიურობს. საქართველოს მორიგი ბრალდებაც მან სწორედ სოციალური ქსელით წაუყენა:

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა. თუმცა, ვიცით, რომ ამ ეტაპზე ამის მოლიდინი არ უნდა გვქონდეს. კარგად გვესმის, რომ თუ მჭიდრო ურთიერთოებს დავამყარებთ კანადასთან, რომელშიც ფართოდ არის განვითარებული წარმოება, ეს საქართველოსთვისაც კარგი მაგალითი იქნებოდა ისეთი საზოგადოების ფორმირებისთვის, რომლებშიც ადამიანებს აქვთ კეთილდღეობა, საუკეთესო განათლება და სამედიცნო მომსახურება. იმედი მაქვს, დასკვნებს გამოვიტანთ როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის“, - წერს დავით არახამია.

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მთავრობაში ფასიანი ქაღალდები არ აქვს შეძენილი, ამ სახის აქტივები არ არის. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია რას გულისხმობდა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე.

„გააჩნია, რა იგულისხმა დავით არახამიამ. საუბარი თუ არის რუსეთის ცენტრალური ბანკისა და მთავრობის აქტივებზე, რომელიც განთავსებული იყო დასავლეთის ფასიან ქაღალდებში, დასავლეთის ცენტრალურ ბანკებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ, მსგავსი აქტივები საქართველოში არ არის. რუსეთს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მთავრობაში ფასიანი ქაღალდები შეძენილი არ აქვს. ამ სახის აქტივები არ არის და თუ სხვა რამ იგულისხმა, არ ვიცი. 300 მილიარდი დოლარის აქტივი, რომელიც გაიყინა, ეს იყო ცენტრალური ბანკების და ფასიან ქაღალდებში განთავსებული აქტივები, რაც კანადაში, ამერიკასა და ევროპაში გაიყინა. მსგავსი აქტივები ფასიან ქაღალდებში და ჩვენს საბანკო სისტემაში რუსეთის სახელმწიფოს არ აქვს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

არახამიას განცხადების საპასუხოდ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიას აქტივები და შემოსავლები ახსენდება შალვა პაპუაშვილს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ კუთხით ვინმეს რაიმეს გაკეთება თუ სურს, ხოშტარიას საკითხით უნდა დაიწყონ.

„მგონი, ერთმანეთს იცნობენ, დაუკავშირდნენ და გაყინონ რუსეთიდან გადმორიცხვები, ელენე ხოშტარიას ჯიბეში აქვს რუსული ფული. ვინმეს რაიმეს გაკეთება თუ უნდა, პირველი ეს საკითხია და ამით დაიწყონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არახამიამ, მშვენივრად იცის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან როგორ ფინანსდება ხოშტარია და არა მარტო ის, ისევე როგორც იცის როგორ გადასცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და რომ არა აშშ, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, რუსეთის მოქალაქის, კახა ბენდუქიძის წყალობით სწორედ რუსეთის მმართველობაში გადავიდოდა გაზსადენიც. მაგრამ არახამია, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გეგმავს შემოსვლას, ამ თემებს არ იმჩნევს.

როგორც ირკვევა არახამიას პოლიტიკური დღეები უკრაინაში იწურება. მას ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს და დაპირისპირება აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი იერმაკთან, რომელიც უკრაინაში საკამოდ გავლენიანი ფიგურაა. ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილის ინფორმაციით, ეს ორი ოდიოზური ფიგურა დაუფარავად ებრძვის ერთმანეთს. გასული წლის სექტემბერში თავისი ამერიკელი ბიზნეს-პარტნიორის, უკრაინული წარმოშობის კონგრესმენის ვიქტორია სპარცის მეშვეობით, არახამიამ საჯაროდ დაადანაშაულა ერმაკი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რასაც მოჰყვა ერმაკის საპასუხო სვლა და არახამიაზე მედიაში გაჟონა სკანდალურმა ინფორმაციამ მისი ქვანახშირის ბიზნესში მაქინაციების თაობაზე. მაგრამ, მისი თქმით, ეს შიდა ბრძოლა დროებითი ზავით სრულდება ყოველ ჯერზე, სადაც საქართველოს წინააღმდეგ მათ ერთობლივი დავალება აქვთ შესასრულებელი. როგორც ანალიტოკოსი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ წრეებში აქტიურად განიხილება დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში შემოყვანის საკითხიც. მასთან კონსულტაციები გაიარა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც მისი ქართულ პოლიტიკაში ხილვის სურვილის გარდა, სურს კეზერაშვილის ნაცვლად სწორედ მას გადააბაროს პარტიის დაფინანსების საკითხიც.

„გაკეთდა მისი პრემიერ-მინისტრად წამოყენების შეთავაზება. ეს ინფორმაცია ერთი მხრივ იქნებოდა აბსურდული, მაგრამ მეორე მხრივ, დავით არახამიამ დაიწყო ქართული ენის ინტენსიური შესწავლა და შექმნა ქართულენოვანი „ფეისბუქ-პროფაილი“, რომლითაც პირდაპირ მიმართავს ქართველ ამომრჩეველს, რითაც, პრაქტიკულად, აკეთებს განაცხადს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტისგან მოსალოდნელ სიურპრიზებს, შესაძლოა, ამას არა იმდენად სააკაშვილის შეწყალების, არამედ არახამიასთვის საქართველოს მოქალაქეობის მოულოდნელი მინიჭების კუთხით ველოდოთ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, არახამია, რომლის განათლების დონე საკმაოდ დაბალია, დამოუკიდებლად ვერ ლაპარაკობს, ამას ლაპარაკობენ ის ძალები, რომლებიც ქართულ ოპოზიციას აცხადებინებენ, რომ საქართველოდან შავი ხვრელი გადის. მისი თქმით, ზუსტად იგივე ნარატივიდან არის ის, რასაც არახამია ლაპარაკობს.

„მოგეხსენებათ, რომ არახამაია დიდი განათლებით ვერ დაიკვეხნის. ამავე დროს ის არის უსამშობლო კაცი, რომელიც სხვათა დავალებების შემსრულებელია. სწორედ, არახამიასთანა კაცუნები სჭირდებათ დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკოსებს, რომ აკეთებინონ ის შავი საქმეები, რომელსაც აკეთებენ უკრაინაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დარწმუნებული ვარ, რომ ამას არახამია არ ლაპარაკობს. ამას ლაპარაკობენ ის ძალები, რომელი ძალებიც აქ მყოფ დეკანოიძეებს აცხადებინებდნენ, რომ საქართველოდან შავი ხვრელი გადის, რომელიც აქ მყოფ შარვალჩახდილ გირჩ ზურაბას აცხადებინებს, რომ ძალიან კარგი იქნება 10 ათასი რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს საქართველოში, ამით უკრაინას შვება მიეცემააო. ზუსტად იგივე ნარატივიდან არის ეს ნარატივი, რასაც ლაპარაკობს არახამია.

არახამია რაც არის და ვინც არის, ვიცით, მაგრამ ვაი, მის პატრონებს უბედურებს, რომლებმაც არ იციან ფული სად დახარჯონ, ვის მისცენ და ალაპარაკებენ ისეთ ვირთაგანს, როგორიც არის დათო არახამია. რაც შეეხება მის პოლიტიკაში შემოსვლას, ასეთ შედარებას გავაკეთებდი, როგორც ბაბუაჩემი შემოვა და დადგება ახლა დიდ პოლიტიკოსად, აი, ასე იქნება არახამიაც“, - აცხადებს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი არახამია-ერმაკის დაპირისპირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დაპირისპირების მიზეზია ბიზნესფერობის გადანაწილება.

„არ მითხრას ვინმემ, რომ უკრაინის, როგორც ქვეყნის ინტერესების გამო არის მათ შორის დაპირისპირება. არა ბატონო, მხოლო და მხოლოდ იმ წანაგლეჯი, ნაძარცვი ქონების გამო, რომელსაც ისინი ძარცვავდნენ მშვიდობიანი უკრაინის დროს და ძარცვავენ დღეს, როდესაც შემოდის ასეთი უზარმაზარი დახმარებები უკრაინის სახელმწიფოსადმი. როგორც იტყვიან, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გასწორდება არახამია და ძმანნი მისნი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს, როგორიც არის ის ჭიჭე ვაშაძე, პატიკო მანჯგალაძე და სხვები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ არხამიას, ისევე როგორც თვითონ ერმაკს და ზელენსკის, სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და იმ პოლიტიკური გუნდის მოყვანა, რომელთაც თვითონ მფარველობენ უკრაინაში. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თუკი საქართველოს ხელისუფლებაში მოვა „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთ შემთხვევაში, ისიც იქნება უკრაინის დღევანდელი ელიტის მფარველი, რადგან ასეთი მფარველი სავარაუდოა, რომ მათ დასჭირდათ.

„ვვარაუდობ, რომ ეს ინტენსიური შეტევები სწორედ ქართულ ხელისუფლებაზე ძირითადად განპირობებულია ასეთი მოტივებით, რომ ხელისუფლებაში ნახონ მათთვის მისაღები ძალა, მით უმეტეს, არახამია, საერთოდ გაუგებარი ძირის, გაუგებარი ორიენტაციის და საქართველოს მიმართ გაუგებარი დამოკიდებულების პატრონი. მისი ანტირუსული რიტორიკა დამაჯერებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, კრიტიკული იყოს „ნაცმოძრაობის“ მიმართ იმ საკითხებში, რაშიდაც „ნაცმოძრაობამ“ დაუთმო რუსეთს თავისი სტრატეგიული ობიექტები. ამ თემას არახამია არ ახსენებს, რატომ? - იმიტომ, რომ რეალურად, რუსეთთან საქართველოს დამოკიდებულება კი არ აწუხებს, მას აწუხებს როგორმე „ქართული ოცნების“ გაშავება უკრაინისა და მსოფლიოს წინაშე. სხვა პრობლემა მას არ აქვს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

არაგველი641 ამ არარაობაზე არ უნდა იხარჯებოდეს დრო და ენერგია!
1 წლის უკან
ლევკოთეა ამან კი დაიწყო ქართული ენის შესწავლა, მაგრამ გუშინ სააკამ რომ თქვა, პოლიტიკაში ვბრუნდებიო, როგორ იქნება მომავალი პრემიერობის თემა? :)
1 წლის უკან