თინა ხიდაშელის კომისიის მიერ დასაკითხ პირთა სია

თინა ხიდაშელის კომისიის მიერ დასაკითხ პირთა სია

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, მიმდინარე თვეში, დაახლოებით, 30 პირის დაკითხვას გეგმავს.

კომისიის საქმიანობის ფარგლებში, პირველი დაკითხვის პროცედურა 16 სექტემბერს გაიმართება.

For.ge კომისიის მიერ დასაკითხ პირთა სიას ექსკლუზიურად გთავაზობთ, რომელთა შორისაც არიან - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი, მოქმედი კომისიონერი სოფიო ბრიტანჩუკი, მოქმედი კომისიონერი აკაკი სიხარულიძე, მოქმედი კომისიონერი ირაკლი მოსეშვილი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი არველაძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, ყოფილი კომისიონერი ზურაბ ნონიკაშვილი, ყოფილი კომისიონერი გიორგი ფრუიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი ნინო ნიჟარაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი იოსებ ხარებავა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი რატიშვილი, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, შპს ტელეკომპანია „საქართველო“-ს წარმომადგენელები ბექა პაატაშვილი და თამარ სტეფანიშვილი, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი რეზო ჭარბაძე.

აღნიშნული პირების გარდა, თინა ხიდაშელის კომისიის მიერ დაკითხული იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილიც.

კომისიის საქმიანობის ფარგლებში, ყოფილი ჩინოვნიკების თუ, მოქმედი თანამდებობის პირების გარდა, მედიის წარმომადგენლების დაკითხვაც იგეგმება.

კერძოდ, კომისია გეგმავს შემდეგ პირთა დაკითხვას - შპს ტელეკომპანია „საქართველო“ კახაბერ ნინუა, შპს „ალანია“ - მამუკა თათოშვილი, შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“ - გიორგი დეკანოსიძე, შპს ტელეკომპანია „თვალი“ - გია ნაცვლიშვილი, შპს „ობიექტივი“ - ირმა ჭკადუა, ააიპ „სტუდია მონიტორი“, ფილმის „ქართული მედია ვარდების რევოლუციის შემდეგ“ ავტორი ნინო ზურიაშვილი, ააიპ „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედიაექსპერტი მამუკა ანდღულაძე, შპს „მადი“ ავთანდილ დევიძე, შპს „გლობალ მედია ჯგუფი“-ს წარმომადგენლები ლევან ყუბანეიშვილი და მამუკა გამყრელიძე.

Fორ.გე-ს ინფორმაციით, კომისიის მიერ ასევე იგეგმება იმ პირთა დაკითხვაც, რომელთაც კომისიას სარჩელებით მიმართეს.