რევოლუციური კომიტეტი შექმნილია - ხელისუფლების „აყირავების“ გეგმა ძალაშია

რევოლუციური კომიტეტი შექმნილია - ხელისუფლების „აყირავების“ გეგმა ძალაშია

„გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვარაუდით, ალბათობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, დაბალია. აქედან გამომდინარე, თუ ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს, ეს აღქმული არ უნდა იყოს, არც საქართველოსთვის და არც რუსეთისთვის, რომ დასავლეთის კარი საქართველოსთვის დაიხურა. ჯაფარიძის აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რომ გაგრძელდეს მსვლელობა დასავლეთისკენ, ეს არის ამ ხელისუფლების ცვლილება. „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ დესტაბილიზაციას აანონსებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციის ანტიქართული განცხადებები პირდაპირ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილება არის ოპოზიციის ოცნება. მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია ბევრის ინტერესებშია, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ატარებს.

„სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო კანდიდატის სტატუსზე უარი და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის, დაპირისპირებისთვის. რევოლუციის მცდელობაც იყო, მაგრამ მერწმუნეთ, არავის არაფერი არ გამოუვა. „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, ვინც გვერდში უდგას, რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ითვალისწინებს და ატარებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკას, რომელშიც გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობაა: ჯაფარიძე, ვაშაძე, ხოშტარია, ხაბეიშვილი, რომელებიც ცდილობენ, გარკვეული დისონსანსი შემოიტანონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში. მისივე თქმით, ოპოზიციური ფლანგიდან სუბიექტები ერთმანეთს რევოლუციონერობაში ეჯიბრებიან.

„რევოლუციური კომიტეტი შექმნეს, რომლის მთავარი ამოცანაა, ევროსტრუქტურებში საქართველოს საკითხი პოზიტიურად არ იყოს განხილული. ანუ, მას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. განცხადება, რომ ხაბეიშვილი და სხვები მუშაობენ, რათა ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, სიცრუეა. არ შეიძლება, რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე საუბრობდე და თან სტატუსს ითხოვდე. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე რეკომენდაციები არ შესრულდეს. მათი ამოცანაა, საბოტაჟი შექმნან და შექმნეს კიდეც.

ჯაფარიძის ფიგურა სხვა გარემოებებთან არის ასოცირებული, როგორიცაა საზღვართან მისვლა და უგვანო პერფორმანსების ჩატარება, რაც შეუფერებელია. რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობაა ჯაფარიძე, ვაშაძე, ხოშტარია, ხაბეიშვილი და ნებისმიერი სხვა, ვინც ცდილობს, გარკვეული დისონანსი შემოიტანოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში. დღეს ასეთი ამოცანა აქვთ, მაგრამ მათი მიზანი შეიძლება უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე გადასვლა იყოს. რასაკვირველია, 12 მუხლია სამიზნე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციის აქტიური ფაზის გატარება დაიწყო აშშ-ს ადმინისტრაციაში სწორედ დემოკრატების მოსვლის შემდგომ. მისი თქმით, მანამდე რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი კელი დეგნანი არ შედიოდა ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში და ერიდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერას, რის გამოც ნიკა გვარამია სხვადასხვა ეპიტეთებით ამკობდა.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ამჟამად დესტრუქციულ პროცესებში მისი ფლაგმანის როლი და ადგილი არანაირ ეჭვს აღარ იწვევს. მისი მოქმედებები იმდენად გამჭვირვალეა, რომ უახლოეს თვეებში დეგნანის უშუალო მონაწილეობით მოსალოდნელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები.

„საკუთარი აგენტურის მეშვეობით, აშშ-ს საელჩო აქტიურად შეეცდება საქართველოში ერთმანეთს დაუპირისპიროს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები. იმ ინსტიტუტებში, სადაც საელჩოს ჩასმული ჰყავს საკუთარი გავლენის აგენტები, „სახალხო დამცველის“ აპარატი, სახელმწიფოს არ მიეცემა არანაირი რეფორმის ჩატარების უფლება. იმ სფეროებში, სადაც საელჩოს და მის მიერ კონტროლირებად სექტორებს საფრთხე დაემუქრება გამჭვირვალობის ან დესტრუქციული საქმიანობის ეფექტურად გატარების კუთხით, დაბლოკილი იქნება ნებისმიერი ტიპის კანონშემოქმედებითი ან რეფორმაციის მცდელობა „რუსული კანონების“ სტიგმის ეგიდით. გაგრძელდება ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ფართომასშტაბური და მრავალპროფილური დესტრუქციული შემოტევა ქვეყნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სექტორებზე. გაიზრდება მისი როლი და ადგილი საზოგადოებრივი პოლარიზაციის გაღრმავების კუთხით“, - აცხადებს ქართველიშვილი.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, აშშ-ს საელჩოს პროვოცირებით, ქვეყანაში მოსალოდნელია მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზება ხელისუფლების გადადგომის და გარდამავალი/ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით, რომელიც ჩაატარებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.

„ამ კონტექსტში, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს 2022 წლის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუცია და 2023 წლის მარტის „რუსული კანონი“ მსგავსი პროცესების ინიცირების მცდელობას, სადაც წამყვან ძალად წინ წამოწეული იქნება სხვადასხვა „საზოგადოებრივი“ თუ „ახალგაზრდული“ ორგანიზაციები. მაღალი ალბათობით, აღნიშნული პროცესები უნდა განხორციელდეს და დასრულდეს აშშ-ის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ამ ეტაპზე, ჩვენ ვიცით ვინ, რას და რა პერიოდზე გათვლით აპირებს და გეგმავს საკუთარი განზრახვების ხორცშესხმას. ერთია მცდელობა, მეორე შესრულება და მესამე წარმატებით დაგვირგვინება. თუ რა ძალები და საშუალებები იქნება მობილიზებული მოწინააღმდეგის მიერ ამ მიზნების მისაღწევად - ამის მოთხრობის დროც აუცილებლად დადგება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ოპოზიციის პოლიტიკური მიზანი, რომ პროცესების რადიკალიზაცია და ამ გზით ხელისუფლების ქუჩიდან ცვლილებაა, ამის შესახებ საუბრობს პოლიტიკური მკვლევარი ლუკა ეხვაია, რომლის განცხადებით, ეს ჯგუფები ცდილობენ ყველა შესაძლო მექანიზმით და ინსტრუმენტით, ეს შეიძლება იყოს ძალადობრივი და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა, ძალა-უფლების დაბრუნებას და შემდეგში უკვე იმ რეჟიმის აღდგენა.

„მთელი ერთი დეკადის მანძილზე რაც იყო, არ შეიძლება მის იდეალიზაციას მივყვეთ - რომ ეს არიან გულანთებული ახლაგზრდები, - არა, ესენი არიან კარგად ორგანიზებული, რევოლუციური სცენარით, რასაც ერთი ძალიან მარტივი მიზანი აქვს - მოხდეს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება, რომ ძალა-უფლება ხელში ჩაიგდონ.

ოპოზიციას დღეს-დღეობით შინაარსი აღარ გააჩნია და როდესაც შინაარსი არ გაგაჩნია და იდეებზე საუბარი არ შეგიძლია, ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ დესტრუქციულ მექანიზმებს მიმართო და რაღაცნაირად თავი დაიფიქსირო ამ დესტუქციით და ამიტომ, მუდმივად, კონფლიქტით და კონსტუქციული პროცესის უარყოფით ცდილობენ თვითდამკვიდრებას“, - აღნიშნა for.ge-სთან სუბრისას ლუკა ეხვაიამ.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის პოლიტიკას, ანალიტიკოსი დავით ბარათაშვილის განცხადებით, ჯაფარიძემ დაინახა, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებიც ჩაფლული არიან ციფრულ სამყაროში, შეეძლო აეღო და მიიღო ამაზე დაფინანსება, რაც საკამოდ წარამტებითაც განახორციელა და არჩევნებზე მიიღო 8%.

„მაშინ ზურაბ ჯაფარიძემ იცოდა რას აკეთებდა და ახლაც იცის რას აკეთებს. მაგრამ, ახლა რა პრობლემებიც მას აქვს, არის ის, რომ ცოტათი შეიცვალა ქართველების დამოკიდებულება იდეოლოგიური მდგენელის მიმართ და ახლა ერთადერთი მომენტი აქვთ გამოიყენონ თითოეული პატარა შანსი დესტუქციისთვის, არეულობის შეტანისთვის და მერე უკვე ეცოდინებათ რას აკეთებენ.

ახლა შეიძლება ჩანს, რომ რაღაცა ნაბიჯები შეიძლება იყოს უფრო მეტად დამაზიანებელი, ვიდრე რეალურად რამის გამკეთებელია, მაგრამ აი, როცა შევა პროცესები არეულობის ფაზაში, მერე ნამდვილად იციან რა უნდა აკეთონ და ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ აქითკენ წავიდეს პროცესები. ხელს უწყობენ იმას, რომ რაც შეიძლება დიდი იყოს პოლარიზაცია საზოგადოებას შორის, რომ რაც შეიძლება მეტი ძალა იყოს მათკენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ბარათაშვილი.

 

ცუგო- მაგარი სურათი შეურჩიეს, ეჭვი მაქვს რომ სპეციალურად, ამ სურათის დანახვაზე საზღვარზე შარვალჩახდილი გირჩი ჯაფარიძე გამახსენდა :))) დიდი მსგავსებაა წინხედსა და უკანხედს შორის :)))
1 წლის უკან