ბათუმს ნატო–ს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2–ის გემები ეწვევიან

ბათუმს ნატო–ს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2–ის გემები ეწვევიან

დღეს ბათუმს ე.წ „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, ნატო-ს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2–ის გემები – ორი გერმანული და ერთი თურქული გამნაღმველი ფრეგატი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, გემის ეკიპაჟები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალების საზღვაო მყვინთავებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ზღვის ფსკერზე ჩაატარებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი „საპორტო ვიზიტი“ საქართველო - ნატო -ს პარტნიორობის ისტორიის მანძილზე პირველად ხორციელდება და მიზნად ნატო -ს პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას ისახავს.