შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ბადრი ქ. ცეცხლსასაროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბადრი ქ. მემედ აბაშიძის და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას რევოლვერის ტიპის ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინაორეობს ( სსკს-236 მუხლის მე-2 ნაწილით) .