"მე ფსონს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბა­ზე დავ­დებ­დი"

პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა და კი­დევ ერ­თხელ გან­მარ­ტა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის მი­ზე­ზე­ბი. ამის თა­ო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­სპერ­ტი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

- ეს ღია წე­რი­ლი არის უაღ­რე­სად სა­ყუ­რადღ­ე­ბო დო­კუ­მენ­ტი და ის სა­თა­ნა­დო ად­გილს და­ი­კა­ვებს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის მა­ტი­ა­ნე­ში, რად­გან ასე­თი არას­ტან­დარ­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი არა მგო­ნი­ა, სად­მე კი­დევ გა­დად­გმუ­ლი­ყო. ივა­ნიშ­ვი­ლი კვლა­ვაც თა­ვი­სე­ბუ­რი სტი­ლით აგ­რძე­ლებს მოქ­მე­დე­ბას, აქამ­დე ეს სტი­ლი ამარ­თლებ­და, და­ვე­ლო­დოთ ახ­ლა რა იქ­ნე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, მე კვლა­ვაც ვრჩე­ბი იმ აზ­რზე, რომ ეს ნა­ბი­ჯი ცო­ტა ნაად­რე­ვი­ა, მით უფ­რო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არც პარ­ლა­მენ­ტია არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი, არც დარ­გობ­რი­ვი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი დგა­ნან ფეხ­ზე მყა­რად; არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბი. თა­ნაც იმა­ზე, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ, არც ჩვენს ახ­ლო სა­მე­ზობ­ლო­ში და არც შო­რე­ულ­ში წარ­მოდ­გე­ნა არა აქვთ. ისევ პარ­ლა­მენტს რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ, არ­სე­ბობს საფ­რთხე იმი­სა, რომ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" რო­მე­ლი­მე სუ­ბი­ექ­ტის გა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბად მოგ­ვევ­ლი­ნოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". 

ვა­რა­უდს, რომ კო­­ლი­ცია შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე სუ­ბი­ექ­ტმა და­ტო­ვოს, თვი­თონ ივა­ნიშ­ვი­ლიც გა­მოთ­ქვამს.
- ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრე­მი­ე­რი ასეთ ნა­ბიჯს არ გა­მო­რიცხ­ავს, რომ­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იქ­ნე­ბა ალ­ბათ ხალ­ხის რის­ხვა, რაც შე­იძ­ლე­ბა და­ატყ­დეს იმ პო­ლი­ტი­კუ­რ ძა­ლას, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ასეთ მე­ტა­მორ­ფო­ზას შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის. მე არც იმას გა­მოვ­რიცხ­ავ, რომ თვი­თონ დღე­ვან­დელ­მა პარ­ტნი­ო­რებ­მა შე­უქ­მნან ისე­თი პი­რო­ბე­ბი რო­მე­ლი­მე სუ­ბი­ექტს, რომ ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, კო­ა­ლი­ცი­ი­დან წა­ვი­დეს. და­კონ­კრე­ტე­ბას ნუ მომ­თხოვთ, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით ამის მოქ­მედ პი­რებ­სა და შემ­სრუ­ლებ­ლებს ვერ ვხე­დავ.
თუ მთავ­რო­ბას გა­დავ­ხე­დავთ და წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს შე­ვა­და­რებთ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კუთხ­ით აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა უკე­თე­სო­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დიდ ცვლი­ლე­ბას ვერ ვხე­დავ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ბო­ლო შეხ­ვედ­რი­სას ერ­თ-ერ­თმა ჩემ­მა კო­ლე­გა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპეტ­რმა ივა­ნიშ­ვილს უთხ­რა: - მთავ­რო­ბის შემ­ყუ­რეს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, მი­ნის­ტრე­ბის პა­სი­უ­რო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ისი­ნი და­ვა­ლე­ბას პრე­მი­ე­რის­გან ელი­ან, თქვენ და­ვა­ლე­ბას არ აძ­ლევთ და ინი­ცი­ა­ტი­ვას მათ­გან ელით, ამა­სო­ბა­ში კი საქ­მე არ კეთ­დე­ბაო - ვერ გეტყ­ვით, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ეს იუ­ა­რა.
სა­კითხ­ა­ვია ერ­თიც, რო­გორ აპი­რებს ივა­ნიშ­ვი­ლი იმ პა­რტი­ის მხარ­და­ჭე­რას, რო­მელ­საც თა­ვის პირ­მშოდ მი­იჩ­ნევს, რა­ტომ არ იქ­ნე­ბა ეს ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­და­ვე­ე­ბი ექ­ნე­ბა ხელთ?! გა­მო­დის, ამ შემ­თხვე­ვა­ში "პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა" ცო­ტა ორ­ჭო­ფუ­ლი ტერ­მი­ნი­ა. არ გა­მოვ­რიცხვ, რომ ეს ტა­იმ­-ა­უ­ტიც იყოს, ამას არც მა­ლავს და ამ­ბობს, რომ თუ რე­ა­ლო­ბა მო­ითხ­ოვს, ის დაბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა ეს მის­ვლა-­მოს­ვლა რო­გორ წა­ად­გე­ბა ქვეყ­ანას, ალ­ბათ ვნა­ხავთ. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი წას­ვლის­თვის გარ­კვე­ულ პი­რო­ბებს აყე­ნებს, ამ­ბობს "მე წა­ვალ მა­შინ, რო­დე­საც დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ ჩვენს არ­ჩე­ულ კურსს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის, რო­დე­საც ყვე­ლა ორ­გა­ნო და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი მწყობ­რად იმუ­შა­ვებს და რო­დე­საც დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა". უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ამა­ში მარ­ტო მი­სი დარ­წმუ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა, ეს რწმე­ნა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას უნ­და გა­უჩ­ნდეს. რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა ეს დრო დად­გეს, ამას თვი­თონ ვან­გაც ვერ გა­ით­ვლი­და, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში 

მოვ­ლე­ნე­ბი არას­ტან­დარ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რა შე­დე­გი­თაც არ უნ­და დას­რულ­დეს, ეს ამ ვი­თა­რე­ბას მყი­სი­ე­რად ვერ შეც­ვლის, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თა­ვი­სი მავ­ნებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის შეწყ­ვე­ტას არ აპი­რებს.
პრე­მი­­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ხომ ცხა­დი­, რომ ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი კი­დევ უფ­რო არას­ტა­ბი­ლურს ხდის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს?
- მას მე­რე, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა წას­ვლა­ზე და­იწყო ლა­პა­რა­კი, არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ქვე­ყა­ნა ვერ და­იტ­რა­ბა­ხებს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდით, ვიდ­რე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა ლა­პა­რა­კობს წას­ვლა­ზე, და­მარ­ცხე­ბუ­ლი კი - დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ეს აფ­რთხობს ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე სის­ტე­მას, რა­საც ბიზ­ნე­სი ჰქვი­ა. ინ­ვეს­ტო­რე­ბი ამ­გვარ არას­ტა­ბი­ლურ გა­რე­მოს, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მო­ე­რი­დე­ბი­ან. ჩვენ კვლა­ვაც ვრჩე­ბით იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ეკო­ნო­მი­კა კი არ არის ბა­ზი­სი და პო­ლი­ტი­კა ზედ­ნა­შე­ნი, არა­მედ ეს თავ­გზა­აბ­ნე­უ­ლი პო­ლი­ტი­კაა სა­ფუძ­ვე­ლი და ში­ში­სგან გა­შე­შე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა - ზედ­ნა­შე­ნი. 
რაც შე­­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი პრე­მი­­რის კან­დი­და­ტუ­რას, წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ის ივა­ნიშ­ვილს უკ­ვე შერ­ჩე­­ლი ჰყავს
- მეც ასე ვფიქ­რობ. ივა­ნიშ­ვი­ლის არ­ჩე­უ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ზუს­ტად გა­მო­ვი­ცა­ნი, ვფიქ­რობ, ამ­ჯე­რა­დაც ამ­გვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­არ­ჩევს კან­დი­და­ტუ­რას. არ მინ­და, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ჩე­მი ას­პრო­ცენ­ტი­ა­ნი პროგ­ნო­ზი ახ­ლა შეც­დო­მის დაშ­ვე­ბით და­ვაკ­ნი­ნო, მაგ­რამ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბი პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რა­ზე ფსო­ნებს რომ იღებ­დნენ, მე გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­ზე დავ­დებ­დი, რო­მელ­საც "ქარ­თუ ჯგუ­ფის" მუ­შა­ო­ბა­ში დი­დი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი და რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ენ­დო­ბა.