პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან ჩარევებისა და დაფინანსების, ასევე იარაღის ტრიალის თემაზე სემინარების ჩატარების, რადიკალების დაფინანსების მიუხედავად, შანსი არ არსებობს, რომ ქართველმა ხალხმა რაიმენაირად ოპოზიციას ხელში ხელისუფლების მანდატის ჩაგდება დაუშვას. ოპოზიციას, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს, ამის შესახებ საუბრობს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომლის განცხადებით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს გარედან ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას.
for.ge ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაცია გამორიცხულია და ოპოზიციის ყველა მცდელობა უშედეგო იქნება, უცხოეთიდან ჩარევების და რადიკალების დაფინანსების მიუხედავად. თუმცა, ვხედვათ, რომ ძალიან აქტიურად მიდის რადიკალური ჯგუფების გადამზადება და მათ შორის ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილი. როგორ ფიქრობთ, მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანება, რომლის იდეოლოგიც არის ვანო მერაბიშვილი?
ედიშერ გვენეტაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არანაირ ძალას არ წარმოადგენს, ეს არის აშკარა. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, მისი თავმჯდომარე არის ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც არის ხაბეიშვილი.
რომელსაც ერთ-ერთი ვერსიით სექტებრიდან ლევან ბეჟაშვილი შეცვლის...
- შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. დამთავრებულია „ნაციონალური მოძარაობა“ და ამას თქმა არ უნდა. ხაბეიშვილი დანარჩენ პარტიებს რომ ეპატიჟება, ეს მაგონებს ქართულ ანდაზას - „მკვდარმა, მკვდარს უთხრა საფლავამდე მიმაცილეო“ - აი, ეს არის მათი საქმე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროცესებში უცხოური ძალების ჩართულობის გარეშე, ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან. არც მომზადებლები არიან, არც იარაღის ხელში დამკავებლები და არც იარაღის მიმცემი არ არიან. ამას აკეთებს გარე ძალები. ამიტომ იყო საჭირო სწორედ და აუცილებლობას წარმოადგენდა ის, რომ მიღებული იყო ამერიკული FARAS-ს კანონი საქართველოში. მაგრამ, იგივე უცხო ძალებმა, რომლებიც აიარაღებენ, რომლებიც ამზადებენ და რომელთაც უნდათ, რომ საქართველოში მოაწყონ გადატრიალება, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს კანონი არ ყოფილიყო მიღებული.
როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ ეს სურვილი, რომ შეცვალონ ხელისუფლება? გასაგებია, ოპოზიციას რა მოტივით სურს ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გარე ძალების ინტერესი რა არის?
- დღევანდელ ოპოზიციას არანაირი ძალა არ გააჩნია იმისა, რომ საქართველოში შეცვალოს ხელისუფლება. ასე თუ გაგრძელდა და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური პროცესები ასე გაგრძელდება, ხელისუფლება აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ბევრად მეტს.
ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ავტორიტარული მმართველობა შემოდის...
- სრულიად გეთანხმებით, ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ, მეორეა - რუსთაველის პროსპექტზე, ასფალტზე ააფრინე მწყერი... არაა ოპოზიცია, არ ჩანან და ვის მისცემს ხალხის უმეტესობა ხმას: ჭიჭე ვაშაძეს, პატიკო მანჯგალაძეს?
ჭიჭი ვაშაძე, როგორც თქვენ ეძახით, ვანო მერაბიშვილთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ „სატრატეგია აღმაშენებელი“ შეუერთდება „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ შემთხვევაში, თუკი იქნება ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი...
- მეც ვაპირებ და მინდა ჩინეთის პრეზიდენტობა, მაგრამ დამნიშნავს ვინმე და ამირჩევს? ანალოგიურ სიტუაციაში არის ჭიჭე ვაშაძე, რომელიც რომ არ ყოფილიყო კოაბიტაცია, დასაჭერი იყო, იმიტომ, რომ 2012 წელს 30 ათასი ყალბი პირადობის მოწმობა დაბეჭდა. მაგრამ, ეს ჭიჭე ვაშაძე და მისნაირები დაიცვეს ისევე მისმა პატრონებმა. გაიხსენეთ რას ლაპარაკობდა ამერიკიდან დაბრუნებული ეს ბრიყვი, იქ ვიღაცებს შეხვდა და უთხრეს - რა თქმა უნდა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს საქართველოშიო. ჩამოვიდა ეს მოშტერო ბრიყვი საქართველოში და ასეთი რაღაცა თქვა: ამერიკა თანახმა არის საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოსო - გაყიდა ისინი ეგრევე. მითხარით, რომელ კანონში წერია, რომ ამერიკის ხელისუფლება უნდა ცვლიდეს საქართველოში ხელისუფლებას?!
ეს პრაქტიკა გვქონდა ჩვენ, შეგახსენებთ, რომ ამერიკა იყო მთავარი დაინეტერესებული მხარე რუსეთთან ერთად, ვინც შეცვალა შევარდნაძის ხელისუფლება...
- კი, ბატონო, ასე იყო, მაგრამ ამიერიდან ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს.
როგორც ირკვევა, ვანო მერაბიშვილი აწარმოებს მოლაპარაკებას კონკრეტულ ჯგუფებთან, მათ შორის ახალგაზრდებთან და როგორც კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, მიმდინარეობს მათი გადამზადება არა საარჩევნო პროცესისთვის, როგორიც არის დამკვირვებლის ფუნქცია, ან უზრუნველყონ საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვა, არამედ იმისთვის, რომ არჩევნებამდე ქვეყანაში მოაწყონ ქაოსი, რაც უნდა გადაიზარდოს რევოლუციურ პროცესებში. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესში არ შედის პროცესების არჩვენებამდე მიყვანა?
- სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო, რომ მან უნდა იმოქმედოს სახელმწიფოებრივი მოქმედებების ჩარჩოებში. ვინც კი ოდნავ რამეს დააშავებს, არ უნდა ვუყუროთ იმას, იქიდან ფოტიგამ რა დაიძახა, კიზინგერმა, ან კუბილიუსმა, არამედ უნდა შეაგდონ ვირის აბანოში. იყვნენ იქ - იჭყუმპალაონ და რამდენიც უნდათ იმდენი რევოლუცია მოახდინონ. დღეს, საქართველოში არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ვინაა იმის გარანტი, რომ ძალადობრივი გზით მოსული ხელისუფლება შემდეგ ისევ ძალადობრივი გზით არ შეცვალონ? ამის გარანტიას გვაძლევს ვინმე? - არა. შევარდანაძემ ძალადობრივი გზით შეცვალა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, იგივე ძალადობრივი გზით შეცვალეს შევარდნაძე. იგივე უნდოდა სააკაშვილს, არ უნდოდა მას ხელისუფლებიდან წასვლა, მაგრამ დასავლეთმა უთხრა სააკაშვილს რომ წასულიყო. თვითონ ამბობს, რომ უმტკივნეულოდ წავედიო, მაგრამ არა ბატონო, არსად უმტკივნეულოდ არ მიდიოდა. გახსოვთ რას აკეთებდა ხაშურში და რა ძალები შეუსია საარჩევნო უბნებს, მაგრამ რაც მოხდა, ვიცით. იცით, რა მოხდა ლაფანყურში და ა.შ.
ამიტომ, უნდა ისწავლოს ხალხმა, რომ საქართველოს კიდევ ერთი 90-იანი წლები არ უნდა. თუ ჭიჭე ვაშაძე დამიჯდება ძალადობრივი გზით პრემიერად, მოვითმენთ? არა, ბატონო! და ჩემისთანა ასიათასობით არის. იმიტომ გამოუგონებია კაცობრიობას ყველაზე მაგარი ტყვია, რომელსაც ჰქვია საარჩევნო ბიულეტენი, რომ ჩააგდო ყუთში და გაისტუმრო ის ხელისუფლება, რომელიც შენ არ მოგწონს. ამიტომ, ყველამ მიხედოს საკუთარ თავს, თორემ ის ბავშვები იქნებიან, თუ მისი მშობლები, ელოდონ ქართველი ხალხისგან საშინელ შურისძიებას. აქ არავინ არ დაუშვებს კიდევ ერთხელ ხელისუფლების გადატრიალებას. მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის პრობლემა არ არის, მაგრამ მშვიობიანი გზით პატიკო მანჯგალაძე რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამაზე ორი აზრი არსებობს.
ცხადია, რომ ოპოზიციაში საუბარი არ არის იდეებზე, მიზნებზე, ამიტომ საზოგადოება ნიჰილისტურად არის განწყობილი და დიდი მოლოდინი არ აქვთ ოპოზიციის გაერთიანება რამეს შეცვლის. როგორ ფიქრობთ, რატომ არაა ოპოზიციის მხრიდან საუბარი პროგრამებზე, იდეებზე?
- პირიქით დავსვამ შეკითხვას? - ქურდმა, ბანდიტმა, ყაჩაღმა, კაცის მკვლელმა და კაცების მწამებლებმა რა უნდა შესთავაზონ ახალი ხალხს? პირიქით, გამოვიდა მელია და ასეთი რამე გვითხრა - იმდენს არ გაწამებთ, რამდენსაც ისინი გაწამებდნენო. გამოვიდა ხაბეიშვილი და გვითხრა, რომ ჩვენ კი არ დაგვვიწყებია როგორ გაწამებდითო, გამოვიდა თარგამაძე და გვითხრა, რომ გვაცალეთ და სულს რომ გართმევდით, იმაზე მეტად ამოგხდით სულსო. აი, ეს ხალხია ესენი. ამიტომ, ყოვლად წარმოუდგენელია ამათგან რაიმე ახალი იდეები.
თუმცა, პარტიის საარჩევნო სიის განახლებაზე ზრუნვა დაწყებულია. ვანო მერაბიშვილმა დაიბარა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები და დაავალა საარჩევნო ყულაბის შევსება სიაში შეყვანის საფასურად. ერთ-ერთი ასეთია თემურ ჭყონიას ოჯახი, კერძოდ, სოფო ჭყონია იქნება პარტიის გამსვლელ ხუთეულში. ასეთი სახეების წინ წამოწევა რას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ რომელსაც იგივე NDI-ის გამოკითხვით 5% აძლევს ხმას?
- ელემენტალური რამ არის მათემატიკაში - ნულს მივუმატოთ ნული, მივუმატოთ ნული, არის ისევ ნული. როგორც ვიცი, თაკო ჩარკვიანიც იქნება მანდ და მინდა გითხრათ, რომ ჩარკვიანი და ჭყონია ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდებიან. სოფო ჭყონიას, ისევე როგორც მამამისს, გარე ძალები ალაპარაკებენ. ესენი იმდენად დახვეწილი არამზადები არიან, რომ შემთხვევით არაფერს არ დაილაპარაკებენ. მინდა ამ ხალხს ვკითხო, რომლებსაც ამდენი შემოსავალი აქვს - რომელ საბავშვო სახლზე აქვთ მზრუნველობა აღებული? ან რომელიმე ერთი სკოლა თუ გაარემონტეს? ან ერთი ქილა საღებავი თუ წაუსვევს სადმე? ან ერთ გაჭირვებულს თუ დაეხმარნენ რაიმეთი? - არა!
კი, რაღაცა პროცენტებს მიიღებენ და ერთ ადგილს დადებენ იქ, იმ სავარძელში, რომლისთვისაც თავს იკლავენ, მაგრამ ძაღლი ყეფს და ქარავნი მიდის. კიდევ მეტს ვიტყოდი, მაგრამ თავს შევიკავებ. ნამეტანს თუ გაახურებენ, მერე იმასაც ვიტყვი. ადამიანები რომ საკუთარ ეროვნებას უღალატებენ, იმათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
რაც შეეხება სტუდენტებს, მათი გადაბირების პროცესი დაწყებულია და სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს პროცესი ხელიდან გაუშვა. ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის, ხელისუფლებას არ აქვს კომუნიკაცია ამ ახალგაზრდებთან. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად დიდი პრობლემაა ხელისუფლებისთვის? 7-8 მარტის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ეს არის თაობა, რომელიც კონსტუქციული დიალოგის წინააღმდეგია, არის აგრესული და ეს აგრესია გააჩინა მათში სწორედ იმ პროპაგანდამ, რატომაც შეიქმნა ეს ე.წ. ფრანკლინის კლუბი...
- ამ ახალგაზრდებთან სახელმწიფოს მუშაობაა საჭირო. ვინც ტვინგამორეცხილია, ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებს და ეს თუ ქმედებაში გადავა, იმიტომ არის სახელმწიფო სახელმწიფო, რომ მან გამოიყენოს შესაბამისი ზომები. ანუ, მან გამოიყენოს ის სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. კიდევ ერთხელ, არ ვამბობ, რომ ვინმე უნდა დაისაჯოს კანონგარეშე, არა ბატონებო, ამ ადამიანებთან უნდა ჩატარდეს დიდი საგანმანათლებო მუშაობა და ამის შემდეგ თუ ვიმე ქაშუეთის ეკლესიის ეზოში შარდვას დაიწყებს, რუსთაველის თეატრზე ფალოსების მიხატვას, პოლიციის ავტომანქანების და კერძოს საკუთრების, არქიტექტურული ძეგლების ნგრევას, პოლიციელების ცოცხლად დაწვას და ამავე დროს იარაღის ხელში აღებას შეეცდება, რა თქმა უნდა, მათ მიმართ უნდა გატარდეს კანონით განასაზღვრული ღონისძიება და ეს ადამიანები უნდა აღმოჩნდნენ საზოგადოებისგან იზოლირებულად.
მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ახალგაზრდებთან სახელმწიფომ უნდა ჩაატოს მთელი რიგი სამუშაოები. ეს უნდა იყოს მეცნიერულად გაწერილი, ისინი არიან სახელმწიფოს შვილები და უნდა ვეცადოთ, რომ დავუბრუნოთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ ემსახურონ საქართველოს სახელმწიფოს და არა თოფითა და იარაღით დაუპირისპირდნენ საკუთარ თავს და სახელმწიფოს.
ისიც შარაძის მკვლელობამ გამინათა გონება მხოლოდ.....შარაძე მაინც, რისთვის, რისთვის მოკლეს?? -------------- რისთვისაც ზვიადი!!!!!!!
შარაძე ხომ ამერიკის დავალებით მოკლეს....... ჰოოდა ზვიადისაც იმათ ვაბრალებ, ოღონდ რუსეთის ხელით
აი ზუსტადაც რო შარაძის მკვლელობამ გამინათა გონება..... ...........და რამდენია ჩემისთანა ?
ზვიადის შეცდომები ჰქონდაო ...............შეცდომები კი არა, მის ადგილზე ნებისმიერი ,,ქვების სროლას,, დაიწყებდა, მით უმეტეს იმ წრეში რომელიც გარს ეხვია--- 80 % კაგებეს შეგზავნილი...
არადა................ აფსუსსს !!!!!!!!!!!!! რა საქართველო გვქონდა ......... და დედა ვუტირეთ!!!
ისე კი ყველაზე ძალიან მე მაინც ის მიკვირს, ის ყოფილი ზვიადისტები,.... ეგრევე მიშისტები როგორ გახდნენ??
სად ზვიადის მიზნები და სად ამ ქაჯი მიშასი
თურქეთს კიდევ მხოლოდ იმიტომ ვბალეშიკობ რომ ------------ ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარიაო ......თორემ რუსისა არ იყოს, ესეც რა ჩათლახია ესეც კარგად ვიცი....
უბრალოდ დროებით ვუბალეშიკებ...
ისე კი .ვინც გინდა იყოს კოლუმბის წინაააღმდეგი------ ყველას ვუბალეშიკებ!!!...
ნამეტნავად ჩინეთ--ტაივანის ამბებს ველოდები!!!!!!