ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების ვიზიტი შსს–ში

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების ვიზიტი შსს–ში

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს კლაივ ტროტს, მარის დომინსს და როლანდას კაზლაუსკასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპაციის ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატზე (IPRM) ისაუბრეს.

შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა დააფიქსირეს, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზონებში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია IPRM–ის ფორმატის ურღვეობა და გაძლიერება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს გალის რაიონში გასამართი IPRM–ის ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით და გამოთქვეს სურვილი, რომ აღნიშნული ტიპის შეხვედრების გამართვა უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი.