საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა კაცმა რამდენიმე ბავშვი დაჭრა

საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა კაცმა რამდენიმე ბავშვი დაჭრა

თავდასხმა საფრანგეთის ქალაქ ანსში - ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა, მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც პარკში სეირნობდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილი ბავშვები დაახლოებით 3 წლის არიან, 2 მათგანისა და 1 ზრდასრული კაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. ის 45 წლის სირიელია, რომელიც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობდა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, დაწყებულია გამოძიება.