სანქციების ნაცვლად დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Economist-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპს 8 აგვისტო ვლადიმერ პუტინისთვის საბოლოო ვადად ჰქონდა გამოცხადებული, რომ შეეწყვიტა ბრძოლა ან დამანგრეველი სანქციების წინაშე აღმოჩნდებოდა.
გამოცემა იუწყება, რომ დაახლოებით საღამოს 6 საათზე, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ბატონ ტრამპსა და ბატონ პუტინს შორის სამიტი 15 აგვისტოს ალასკაში გაიმართება, რომელსაც შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწროს.
The Economist წერს, რომ როგორც ჩანს, პუტინმა ამ დიპლომატიურ ტრიუმფს ამერიკელ ელჩებთან მოლაპარაკებების ოსტატურად წარმართვით მიაღწია. "ეს ბატონი ტრამპისთვის ნაცნობი სცენარია - მკაცრი რიტორიკა, შემდეგ რბილი დათმობა და კრემლისთვის ამოსუნთქვის საშუალება".
ცნობისთვის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა პარასკევს, 15 აგვისტოს, ალასკას შტატში შედგება.