The Economist: სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს

The Economist: სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს

"სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი მედიასაშუალება The Ecnomist-.

ავტორი აღნიშნავს, რომ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დასახელებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ტრამპის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი უკვალოდ გაქრა და შტატების პირველმა პირმა, სანქციების ნაცვლად, პუტინთან ჩანიშნულ სამიტზე დაიწყო საუბარი.

"დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ვადა 8 აგვისტომდე მისცა: ან საბრძოლო მოქმედებებს დაასრულებდა, ან დამანგრეველი სანქციების წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ, როგორც კი ეს დღე დადგა, აღმოჩნდა, რომ ულტიმატუმი უკვალოდ გაქრა", - წერს The Economist-.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ვადის ამოწურვის დღესვე, საღამოს, გასაჯაროვდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა იგეგმება - სამიტი 15 აგვისტოს, ალასკას შტატშია ჩანიშნული.

"უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამიტს, სავარაუდოდ, არ დაესწრება. როგორც ჩანს, ბატონმა პუტინმა ეს დიპლომატიური ტრიუმფი ამერიკელ დიპლომატებთან ბოლო მოლაპარაკებების ოსტატურად წარმართვით მიაღწია", - წერს the Economist-.