გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის რეფორმების გატარების მოწოდებით გამოვიდა, რათა გაადვილდეს ახალი წევრების მიღება. ეს ახალი ინიციატივა არ არის, ამაზე გერმანელები დიდი ხანია საუბრობენ და შეიძლება მათ რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდეთ, მაგრამ გამორიცხულია, რომ ეს შემოდგომისთვის მოხდეს, რადგან ამას ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება და ასევე სჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა.
ერთ-ერთ მიზეზი რატომაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს საკითხი დააყენა, ისინი ელოდებიან არა 27-წევრიან ევროკავშირს, არამედ 36-წევრიან, რომელშიც სავარაუდოა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ასევე მოიაზრება საქართველო. მისი თქმით, 36 წვერი ქვეყნის ერთ პოზიციაზე დადგომა ძალიან რთული იქნება და ეს მომავალში ევროკავშირისთვის გაართულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამიტომ ურჩევნიათ, რომ გადავიდნენ კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპზე.
რაც შეეხება საქართველოს, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მეთაურებსა და ლიდერებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.
„ბოსნიის მაგალითზე ვნახეთ, რომ მას შესრულებული არ ჰქონდა ის რეკომენდაციები, რომელიც მას მისცეს და მიუხედავად ამისა, შარშან დეკემბერში ბოსნიამ მაინც მიიღო სტატუსი. საბოლოო ჯამში რეკომენდაციების შესრულება მაინც მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ყველას შევასრულებთ, რომელიც ევროკომისიამ მოგვაწოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებით სრულდება ყველა სამუშაო და ვამბობთ, რომ იდეალური ქვეყანა გვაქვს და მეტი არაფერი გვჭირდება.
რეკომენდაციების შესრულება კარგი იქნება იმისათვის, რომ როდესაც ევროკომისია საკუთარ ანგარიშს გამოაქვეყნებს, იქ მას ეწერება, რომ ამ ქვეყანამ ეს რეკომენდაცია შეასრულა, შესაბამისად, მე ვაძლევ რეკომენდაციას საბჭოს, რომ მიიღოს დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ ამის შემდეგ ვინმე საქართველოს წინააღმდეგი წავა, მაშინ ამ ქვეყნის ლიდერს ჩვენი საზოგადოებისთვის მოუწევს ახსნა, რატომ მოიქცა ასე“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ქართული მხარე ელოდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილება, რაც დაასრულებს ქვეყანაში პოლარიზაციას. თუმცა განსხვავებული მოლოდინი აქვთ რადიკალურ ოპოზიციაში, რომლებიც ცხელი შემოდგომისთვის ემზადებიან. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იმ ტრენინგების შინაარსი და მიზანი, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და მისმა თანაგუნდელებმა გამართეს - „სისხლი“ და „რევოლუცია“ - შემადგენელი ნაწილი იყო იარაღთან მოპყრობა და მისი მოხმარების სწავლება. როგორც ცნობილია, ბაკურიანის სემინარზე მენტორის სტატუსით იმყოფებოდა აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი და ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი დევიდ ბერტელესი. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ახლაგზარდების მეორე ნაწილი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ორგანიზებით უკრაიანაში წაიყვანეს, სადაც გადიან სპციალურ მომზადებას.
როგორი იქნება ევროპის ვერდიქტი, შექმნილი დინამიური სიტუაციიდან გამომდინარე, საუბარი უჭირს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომლის განცხადებით, თუკი დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდება, ეცდებიან, რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თუ არ შენარჩუნდება დღევანდელი სიტუაცია, როგორც ფრონტზე, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში, იქნება სერიოზული ძვრები, მერე რა მოხდება ძნელი სათქმელია.
„დღევანდელ დღეს მაინც მგონია, რომ ტრანზიტების კავკასიისკენ გადმოლაგების პირობებში ევროპელები ეცდებიან ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომელიც სტატუსის მიღების პროცესს უფრო გააადვილებს. ჩვენი მომავალი ბედი, ალბათ, სტატუსზეა დამოკიდებული. იმდენად ხშირად ისმის ეს ფორმულა ოპოზიციის მხრიდან, რომ თუ არ მოგვეცემა სტატუსი, ეს იქნება ხელისუფლების ბრალი და ამიტომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მისი გაჩერება არ შეიძლება თორემ ევროპაში ვერ შევალთ. აი, ამ აზრის პედალირება იმდენად ხშირად ისმის, სავარაუდოა, რომ სტატუსის არმოცემა შეიძლება აღმოჩნდეს ნაღმი, რომელზედაც საქართველოს სტაბილურობა აფეთქდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაცია არის შექმნილი, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ვერავინ ვერ იტყვის შემოდგომაზე რა პროცესები განვითარდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პროცესები იქნება და როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი.
„ჩემი აზრით, ახლა ისეთი სიტუაცია არის დამდგარი, რომ საქართველოს აწყობს ევროკავშირი და ევროკავშირასაც აწყობს საქართველო. თუ ევროკავშირი საქართველოს არ მისცემს იმ არაფრისმეტყველ კანდიდატობის სტატუსს, ამით ძალიან დიდად დააშავებს, კიდევ უფრო მეტად ხელ-ფეხს გაუხსნის აგრესიულ ძალებს როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ევროკავშირი თავად უნდა დაინტერესდეს და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს და არა იმ ე.წ. სუბიექტებს და იმ ე.წ. ლიბერასტულ ძალებს, რომლებიც უკვე ზღვარს არიან გადასული. არსებული რეალობა მოითხოვს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვცენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, ვინაიდან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ შექმნის იმის საფუძველს, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მოხდეს საქართველოში დეპოლარიზაცია. თუ უნდათ საქართველოში პოლარიზაცია, არ მოგვცემენ, თუ უნდათ დეპოლარიზაცია - მოგვცემენ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა ძალიან დიდი უსამართლობა იქნება. მე მინდა ღირსებით ევროკავშირის სტატუსი და არა დამცირებულად, ისე როგოც მას ფოტიგეები, კრამონები, კუბილიუსები და ძმანნი მისნი აკეთებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.