სომხური ქადა

სომხური ქადა

4 ცალი მარგარინი დავჭრათ და ავკეპოთ 12 ჩაის ჭიქა ფქვილში კარგად. მაწონში ჩავყაროთ 2 ჩაის კოვზი  სოდა, მოვურიოთ კარგად, დავასხათ გამზადებულ მასას და მოვზილოთ.

 

შემდეგ, ცომი გავყოთ 4 ტოლ ნაწილად, მოვაგუნდაოთ და შევდოთ მაცივარში.

 

ქადის გული:

 

300 გრამი კარაქი, 3 ჩაის ჭიქა  შაქარი და 3 ჩაის ჭიქა ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ მაცივარში 10 წუთი. შემდეგ, გამოვიღოთ ცომი , გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ გულ–ცომს. სულ ბოლოს, გადავკეცოთ სამ ფენად და გადაუსვათ კვერცხის გული. დავჭრათ და შევდოთ ღუმელში მომზადებამდე.

 

ინგრედიენტები:

 

ფქვილი – 12 ჩაის ჭიქა,

მარგარინი  – 4 ცალი,

მაწონი  – ორი ქილა,

შაქარი 3 ჩაის ჭიქა,

კვერცხი 3 ცალი,

სოდა და ძმარი.