მაშინ, როდესაც ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს და ახორციელებენ ასობით ფრენას რუსეთის გავლით, ევროპა საქართველოსგან ითხოვს სატრანზიტო გზის გამოყენებას. 2022 წელს რუსეთის საჰაერო მოძრაობის სახელმწიფო ორგანიზაციამ ჯამში, როგორც შიდა, ისე ტრანზიტული ფრენებიდან, 1 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. ამის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან დემარში გადასცეს.
როგორც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, ისინი წუხან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა გადასცა არგუმენტები, რაც უკვე მოსმენილი ჰქონდათ საქართველოს მთავრობისგან, რომ არც ერთი სანქცირებული ავიახაზები და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი ეკარგებათ.
„მე დამავალეს, გადავცე საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებულია 27 წევრი ქვეყნის მიერ ბრიუსელში. რთულ სათქმელია, იმოქმედებს თუ არა დემარში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ცხადია, ეს განვითარება პოზიტიური არ არის. თუმცა, ეს 27 ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გავლენას იქონიებს ეს საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე დემარშია. მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით კარნახობენ ხელისუფლებას როგორ მოიქცნენ, რა განცხადება გააკეთონ, რა კანონი მიიღონ, ვინ დააკავონ და ვინ არა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, მოითხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთგვარი სიურპრიზი იყო. როგორც პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, საქართველოს პოზიცია რჩება უცვლელი - არ უწესებს სანქციებს რუსეთს, რასაც აქვს ორი მიზეზი - ვერ დაუშვებენ ესკალაციის გაღრმავებას და მეორე - სანქციებს ქვეყნისა და ხალხისთვის ექნება უმძიმესი ეკონომიკური შედეგები.
„როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული და ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება და მეორე, ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, უმძიმესი შედეგები. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როცა სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ 200-300 მილიონად ვყიდით ღირსებას. პირველ რიგში, ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ამას ხაზი უნდა გაესვას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. როცა არის საუბარი ციფრებზე, აქ არ არის საუბარი 200-300 მილიონზე, აქ საუბარია ბევრად უფრო მეტზე. მინდა შეგახსენოთ ეკონომისტების დათვლები ამასთან დაკავშირებით - რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვით, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გადაწყვეტილება მიუღებელია ვახტანგ მეგრელიშვილისთვის, რომელიც განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს პოლარიზაციისა და სასამართლოს გამო რომ გამოეცხადებინათ დემარში, „გირჩის“ წევრის განცხადებით, უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე ფრენების აღდგენის გამო, რომელშიც შეიძლება, საქართველოს მთავრობას ირიბი მონაწილეობა ჰქონდეს, მაგრამ არა პირდაპირი.
„არ ვიცი, ევროპელებმა ეს კონკრეტული თემა რატომ აირჩიეს. გასაგებია, რომ ეს არის დაპირისპირება საქართველოს მთავრობის საგარეო კურსთან. ასეთ კონფლიქტამდე მივიდა ვითარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე. ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მთავრობას პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მოსთხოვო პასუხი მაშინ, როცა არის ისეთი საკითხები, რაშიც თავად ევროპელები არიან ჩართული და ევროკავშირში შესვლისთვის საქართველოსთვის ყველაზე დიდი ბარიერია ინსტიტუტების არქონა.
ელჩებს დემარში რომ გამოეცხადებინათ პოლარიზაციისა და სასამართლოს გამო, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე ფრენების აღდგენის გამო, რომელშიც შეიძლება, საქართველოს მთავრობას ირიბი მონაწილეობა ჰქონდეს ლიცენზიის მიცემის თვალსაზრისით, მაგრამ არა პირდაპირი, რაც ამ პროტესტს ნაკლებ მხარდაჭერას მოუტანს მოსახლეობაში“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი იხსენებს, რომ ელჩებმა პირველად მიმდინარე წლის 27 თებერვალს გამოთქვეს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ზუსტად თვენახევარში ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ფალსიფიკაცია და არანაირი საფუძველი შეშფოთებას არ ჰქონდა. თუმცა, მისი თქმით, ამის შემდეგ ელჩებისგან არც ბოდიში მოუსმენია ქართული საზოგადოებას და არც სინანული იმის გამო, რომ ისინი იქცნენ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად.
„გუშინ ელჩებმა გამოთქვეს წუხილი, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის და პრაქტიკულად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდეს. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია არა, ვთქვათ, საქართველო რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება ან ის ფაქტი, რომ ეს ფრენები არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად, არამედ აბსტრაქტული და პირადად ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკური არსი. ცუდი ის არის, რომ მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ და სხვადასხვა კრიტერიუმები აქვთ თავიანთი ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების დემარში არის მტრული დამოკიდებულება, პირდაპირი მტრობა და კოლონიური დამოკიდებულება. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს არის ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა, დამცინავი, ცინიკური და ამავე დროს უტვინო ფორმით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არის აბსოლუტურად დეგრადირებული, რაც პირველ რიგში არის ევროპელი ხალხების პრობლემა.
„იმედს ვიტოვებ, რომ მოიცილებენ თავიდან ამ მახინჯ წარმონაქმნს. უკვე ისინი გადავიდნენ ყველგვარ ზღვარს თავიანთი უტიფრობითა და არადეკვატურობით. ევროკავშირი იმასაც კი ვერ საზღვრავს და იმდენად არის აცილებელი ევროპელი ხალხების სახელმწიფოების ინტერესებს, რომ აგერ, მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება ევროპის ეკონომიკის და მისი ლოკომოტივის გერმანიის დეგრადაცია.
ამიტომ, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მათგან ასეთი მოქმედება. უბრალოდ, ბევრ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ხომ არ არის ეს მოქმედებები მიზანმიმზართული იმისათვის, რომ გამოიწვიონ საბოლოო დისკრედიტაცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის, რომელიც აიღო საქართველოს ხელისუფლებამ. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება“, - აცხადებს მანჯავიძე.
რაც შეეხება პრობლემას და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს დემარშმა, ანალიტიკოსი თვლის, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების დემარში არის მესიჯი ოპოზიციისთვის, რომ იმოქმედონ, რადგან ელჩებისგან მწვანე აქვთ ანთებული.
„მათ წარმოდგენაში ქართველი ხალხი აღშფოთდება იმის გამო, რომ ევროკავშირმა - დიადი ორგანიზაციის 27-მა სახელმწიფომ დემარში გაუკეთა საქართველოს მთავრობას, გამოვარდება ქუჩაში და მოახდენს რევოლუციას. აი, ამისთვის არის ეს ყველაფერი გაკეთებული, სხვა არგუმენტი ნამდვილად არ მაქვს. აკეთონ დემარშები და იყვნენ! ვის აინტერესებს მათი დემარში, ბოლოს და ბოლოს ყველა მიხვდა, რომ ესენი არიან პოლიტიკური მეძავები და მეტი არაფერი.
ცნობისთვის, ზოგიერთ ამ ჩვენს ტვინგაცხელებულთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა ევროპისა და ბრიტანეთის პრინციპულობის შესახებ. როდესაც რუსეთის იმპერია შემოდიოდა კავკასიაში, მაგალითად, ბრიტანეთი და მათ შეუძლიათ ნახონ იგივე პალმერსტონის ნოტა ალექსანდრე პირველისადმი, სადაც ის გმობს რუსეთის მიერ კავკასიაში პოზიციების დაკავებას და იცით რის გამო? - თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო. გაავლონ ისტორიული პარალელები. საერთოდ, რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობას ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ირანისა და თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მოტივით. თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლიათ იხილონ მრავლარიცხოვანი ლიტერატურა ამის შესახებ და იქნებ თავიანთი გაცხელებული ტვინები მწყობრში მოიყვანონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
მოკლედ სუ მთლად გაბანძდა უკვე კოლუმბი, სუ მთლად .........მაგათ იმპერიას უკვე თავზე სიკვდილის ბუზი დასტრიალებს და იმიტომაც ფართხალებს ასე გაშმაგებით
ექვსი იმპერია მოვინელეთ, ექვსი ..... ესენიც უკვე მათ გზას მიუყვებიან და გზაც იქითა ჰქონიათ---- წინ წყალი და უკან მეწყერი
ოღონდ აუცილებლად ქართველები უნდა წამოვიდნენ იქიდან, აუცილებლად
არადა ეგ უტვინოები ჭკვას აქეთ გვასწავლიდნენ--- რუსებს მასკა ჩამოუვარდათო -------ეგე მასკა ვის ჩამოსძვრა ....
ეხლა ხო ყველამ დაინახა სინამდვილეში მასკა ვისაც ჩამოსძვრა.................ჰმმ...დემოკატები ..................ქუნემ მაგათი დემოკრატია.....უტვინოები
არადა ბევრი ღამე მაქვს აქ ნათენები მაგათ დემოკრატიის ნამდვილი მიზნების გასაშიფრად (და არა მარტო მე)...
ჰოოდა ეხლა რომ ახსნა განმარტების გარეშეც ყველაფერი იასნია,თუ ვინ ვინცააა (დაჟე ჩლუნგებისთვისაც კი) ................ ის მიხარია მე