„თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი შეცდომა“, - პრემიერის გზავნილებმა ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმიდან დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის გაღიზაინება გამოიწვია. მათი აზრით, პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები პრორუსული ნარატივია, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს აშორებს.
ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეკითხვებს ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა. თემატური დისკუსიის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა მოდერატორის მხრიდან დასმულ არაერთ კითხვას უპასუხა. მათ შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის გამონაკლისი, როდესაც ქვეყანაში ომი არ ყოფილა, საქართველოს არ დაუკარგავს ტერიტორიები. მოდერატორი დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციით, რატომ დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინაში.
ღარიბაშვილი: მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის.
ჟურნალისტი: არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიცი. ღარიბაშვილი: მგონი, რომ თქვენც კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა, არა? და ბევრი სხვა მიზეზი.
ჟურნალისტი: თქვენ თვლით, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკამ მოახდინა ომის პროვოცირება?
ღარიბაშვილი: არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყვნენ ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს.
კითხვა-პასუხის დროს საუბარი იყო საერთაშორისო სანქციებზეც.
კიდევ ერთი საკითხი რაზეც კითხვა დაისვა, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ეხებოდა. პრემიერის თქმით, ივნისში საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებული ექნება, თუმცა მისივე განმარტებით, პრობლემად ისევ დეპოლარიზაცია რჩება. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ, რათა ქვეყანაში დეპოლარიზაციის პრობლემა გადაიჭრას.
ღარიბაშვილი დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმის ობიექტი უკრაინის ომთან დაკავშირებით გაცემული პასუხის გამო გახდა. თუმცა ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი არაფერი, რაც თავად დასავლელ ლიდერებს არც ერთხელ არ განუცხადებიათ.
სხვადასხვა დროს იგივე შინაარსის განცხადებები აქვთ გაკეთებული საფრანგეთის პრეზიდენტის, ამერიკის და ნატოს ოფიციალურ პირებს და რომის პაპსაც კი, რომელმაც იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ნატოს ყოფნამ ახლომდებარე ქვეყნებში მოსკოვის პროვოცირება მოახდინა და შესაძლოა ამან ხელი შეუწყო შეჭრას“.
საფნაგეთის პრეზიდენტი კი უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ მშვიდობისთვის მოლაპარაკებების ფორმატში რუსეთმა უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები.
უკრაინაში რუსული ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში კი, გასული წლის მარტში, france 24-მა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ABC News-თის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია ზელენსკის პოზიცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ეს დელიკატური საკითხია, რომელიც რუსეთის პროდასავლური მეზობლის ტერიტორიაზე შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო.
„ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან დაპირისპირების“, - თქვა ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ დემოკრატიული სახელმწიფოზე მზრუნველი ლიდერის გამოსვლა იყო. ანაჯაფარიძე for.ge-სთან, ფიქრობს, რომ თუკი ევროპაში გაბატონებულ ტენდენციებს დავაკვირდებით, ევროპელებს შესაძლოა მისი გამოსვლა არ მოსწონებოდა.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუს დროს საკმაოდ სენსიტიურ და მტკივნეულ საკითხებს გაუსვა ხაზი, მაგალითად, როგორი იყო დასავლეთის ქცევა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. რა თქმა უნდა, მას ეს შემთხვევით არ უხსენებია. იმის მიუხედავად, რომ წამყვანი ცდილობდა ის მისთვის სასურველი თემების კალაპოტში დაებრუნებინა, ღარიბაშვილმა შეახსენა, რა გააკეთა ევროპამ და კოლექტიურმა დასავლეთმა 2008 წლის ომის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის მაგივრად, მათი გადატვრითვა გადაწყვიტა.
შესაბამისად, დღეს, როდესაც კოლექტიური დასავლეთი საქართველოს სთხოვს, შენ ჩაჯექი ჩვენს საგარეო პოლიტიკის ყალიბში - რუსეთს დაუწესე სრულაფსოვანი სანქციები, უფრო აქტიური იყავი უკრაინასთან მიმართებაშიო, ღარიბაშვილმა პრეტენზიები იქეთ შეუბრუნა და ევროპას აუხსნა, რომ საქართველო სპეციფიკურ მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება. რეალურად, დღეს საქართველო დანის წვერზე გადის. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალა და რესურსები იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული მოქმედებები წამოიწყოს. ძალიან ცდებიან ის ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ დღეს რუსეთი უკრაინაზეა გადართული და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების რესურსი არა აქვს“,-ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, არსებობს ჟურნალისტური წესი, თუ როგორ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, როცა მას უხერხულ კითხვას უსვამენ და ღარიბაშვილს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან აჰყოლოდა ჟურნალისტს და მის კითხვას გაჰყოლოდა ან თავისი პასუხი გაეცა. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილმა მეორე ვარიანტი აირჩია.
„საინტერესო ის არის, ევროპას ვის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს. მიხეილ სააკაშვილი, როცა პრეზიდენტი იყო, დასავლეთი ძალიან მწარედ არაერთხელ გაუკრიტიკებია. აგვისტოს ომამდეც და მის შემდეგაც. მის მიმართ რატომღაც ასეთი დამოკიდებულებები არ იყო, რაც ახლა ამ ხელისუფლების მიმართ არის. „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ეჭვიანობა იმიტომ აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი მიდის. კარგად მომზადებული, გაფორმებული, ტყუილი და მართალი ერთმანეთშია შეზავებული. ყოველდღიურ რეჟიმში მიდის ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვითომ საგარეო კურსს იცვლის. ეს, როგორც ჩანს, ევროპაშიც და ამერიკაშიც, გარკვეულ წრეებში სჯერათ. ავიამიმოსვლა აღდგა და მაშინვე მესიჯი წამოვიდა, რომ რუსეთთან დაახლოვების დრო არ არის. ისინი ამას არ უყურებენ, რომ ამ ავიამიმოსვლით საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ და ეს ვერანაირად ქვეეყნის საგარეო კურსს ვერ შეცვლის. ეს ეჭვები კი უკრაინის ომის ფონზე უფრო გამძაფრდა. მძიმე გეოპოლიტიკურ კონფრონტაციაში მათ უნდათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ასი პროცენტით საქართველოს ხელისუფლება მათ პოლიტიკას მისდევს. ყველანაირი „მაგრამ“-ის და „თუ“-ს გარეშე“, - ამბობს ანჯაფარიძე.
რაც შეეხება ღარიბაშვილის პირდაპირ პასუხს, რომ საქართველოში პოლარიზაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასრულებს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს დასავლეთისადმი პრემიერის მხრიდან საკმაოდ ძლიერი მესიჯი იყო.
„რეალურად, დასავლეთიც ხედავს, რომ საქართველოში პოლარიზაცია სწორედ სტატუსის გამო არის. ოპოზიცია „ოცნებას“ ადანაშაულებს, რომ მას სტატუსის მიღება არ უნდა, ხოლო მეორე მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს. „ოცნება“ ამბობს, რომ ვცდილობ რეკომენდაციები შევასრულო, თუმცა ოპოზიცია ამაში არ მეხმარება. თუკი ევროკავშირი გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ამ რეკომენდაციების შესრულებას მკაცრად არ მოგვთხოვს და ბოლომდე არ ჩაეძიება, მაშინ ოპოზიციას ხელში რაღა დარჩება? ქვეყანა სტატუსს მიიღებს და ოპოზიცია სრულად განულდება. ისინი ამ მთავარ კოზირს დაკარგავენ და პოლარიზაცია ნაწილობრივ მაინც დასრულდება“,-ამბობს ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე კი აცხადებს, რომ დასვლეთის გარკვეული პოლიტიკურ აქტორებს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უკვე დიდი ხანია, ორმაგი სტანდარტი აქვთ დანერგილი. ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს არ პატიობენ იმას, რაზეც თავადვე საუბრობენ.
„გეოპოლიტიკურ კატასტროფასთან ვართ ახლოს, როდესაც რუსეთი უკრაინაში ასე ბარბაროსულად არის შეჭრილი. რამდენი მილიონი უკრაინელი დაიღუპა უკვე, რამდენიც ქვეყნიდან გაიქცა და რა სახის ეკონომიკური ზარალი აქვთ, კარგად ვხედავთ. დიახ, ღარიბაშვილმა სწორად და ზუსტად თქვა, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი. მოდი, თვალებში ნაცრის შეყრას მოვრჩეთ და ვთქვათ, რას ნიშნავდა უბლოკო სტატუსი. დიახ, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს არ სურდა საკუთარ საზღვრებთან ახლოს კიდევ ერთი ალიანსის კონკრეტული კონფიგურაცია ენახა, ის თავდასხმით პოზიციაზე გადავიდა და ამისთვის უკრაინა დაისაჯა. ზუსტად ამის გამო 2008 წელს საქართველო დაისაჯა. ამას იყენებს საბაბად რუსეთი და საომარ მოქმედებებს იწყებს. ამას ხსნიდა პრემიერი და ტყუილი რა თქვა? თურმე რეალობა სხვანაირად უნდა დავინახოთ და არ ვთქვათ ფაქტი, თუ რის გამო გადაწყვიტა პუტინმა უკრაინაში შეჭრა. თურმე, როცა პრემიერი საუბროებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მოქმედებს, მით უმეტეს საქართველოს მიერ დაწესებული, როცა ყველაზე დიდ ზიანს ამით, თავად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ, ეს კრემლის ნარატივი ყოფილა, ხოლო, როცა ამას ბორელი საუბრობს, ესე იგი ეს ფაქტი ყოფილა. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ის კამპანია, რომელსაც ევროკავშირის არაერთი წევრი საქართველოს მიმართ ახორციელებს“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ პრეტენზიები დასავლეთს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მათ უკრაინის ომის შემდეგ კონკრეტული გეოპოლიტიკური კონიუნქტურა შეიმუშავეს, რომელშიც საქართველო არ ჩაჯდა. ქადაგიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რათა მძიმე გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში საქართველო გადაარჩინოს. მიუხედავად ამისა, საქართველო 500-მდე იმ რეზოლუციას შეუერთდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნა შემქნილი. ასევე ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოწინავე იყო, როცა ბევრმა ქვეყანამ ამაზე თავი შეიკავა.
პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ჩოხა-ახალუხში გამოწობილი ქართული დელეგაციის შებრძანებული წევრების შესახებ ევროპელი დელეგაციის წევრები კითხულობდნენ რომელი ქვეყნის დელეგატები იყვნენეს უცნაუტად ჩაცმული ადამიანები?!
ჟორჟ კლემანსომ, საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა დამსწრეთ განუცხადა, "ესენი ქართველები, იმ ერის შვილები საქართველოდან, ამ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო პრემიერ მინისტრებით დააკომპლექტოსო!"
ერთ-ერთი მათგანი საქართველოს პრემიერ მინიტრი, მისი უდიდებულესობა ირაკლი ღარიბაშვილი ბრძანდება, რომელმაც ბებრუხუნა ევრპას მასტერ კლასი ჩაუტარა!