„ნაციონალების მიზანია, სააკაშვილის ამომრჩეველი 2024 წლისთვის დაიბევონ და მის მხარდამჭერებს აჩვენონ, რომ ის მათ გვერდით დგას“

„ნაციონალების მიზანია, სააკაშვილის ამომრჩეველი 2024 წლისთვის დაიბევონ და მის მხარდამჭერებს აჩვენონ, რომ ის მათ გვერდით დგას“

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების განაცხადი კახეთიდან, მისი მამულებიდან, „ნაციოანლური მოძრაობის“ ახალმა თავმჯოდმარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. პოლიტსაბჭოს სხდომას ხაბეიშვილი და მისი გუნდი უკვე ექს-პრეზიდენტის მამულში ატარებს. ნაციონალები 2024 წლის არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად გააქტიურებს აპირებენ და, დიდი ალბათობით, მას ისევ პრემიერ -მინისტრის კანდიდატად დაასახელებენ. სააკაშვილის დახამრების მაგივრად, რომლის დასახსნელად ხაბეიშვილი ფიზიკურად ჩართვასაც არ გამორიცხავდა, აღმოჩნდა, რომ პირიქით, პარტიას მისი დახმარება სჭირდება. თუმცა, როგორ აპირებს ე. წ. მომაკვდავი სააკაშვილი პოლიტიკაში აქტიურობას „ვივამედიდან“ ჯერ უცნობია. ფაქტია, რომ ის და მისი გარემოცვა ამ გადაწყვეტილებით აღიარებენ, რომ მთელი ეს კამპანია, რომელიც მისი დაკავების დღიდან არის აგორებული, ყალბია და რეალურად სააკაშვილს არც არავინ აწამებდა და კლავდა.

ყვარლის მამულში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო 2 საათი გაგრძელდა. შეკრებას 84 წევრი ესწრებოდა, თუმცა ნიკა მელიას ფლანგიდან არავინ ყოფილა. ყოფილი თავმჯდომარის გუნდმა, ახალი მენეჯმენტის შიდაპარტიული გადაწყვეტილებების გამო, პოლიტსაბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა.

ყვარელში ჩანიშნული პოლიტსაბჭოს შესახებ არაფერი იცოდნენ ნიკა მელიას გუნდში. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ არადემოკრატიული გზით დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო და უკონკურენტო არჩევნები ხაბეიშვილის ავანტურის ნაწილია.

სააკაშვილის მამულში გამართულ პოლიტსაბჭოზე, სააკაშვილის თავისუფლებაზეც ისაუბრეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან დასახსნელად და პოლიტიკაში დასაბრუნებლად, განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. გეგმის მიხედვით, პარტია აქციებს, რეგიონულ კონფერენციებსა და შეხვედრებს გამართავს.

ექსპრეზიდენტის საკითხის გააქტიურება, მმართველი გუნდის შეფასებით, ხანმოკლე პოლიტიკური გზავნილია. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა, მისი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა კი ქვეყნისთვის მხოლოდ საზიანო იყო.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ რეალურად მიხეილ სააკშვილი პოლიტიკიდან არ წასულა. მისი ბოლო განცხადებები და მანამდეც, პოლიტიკას ეხებოდა. ძაბირაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ ახერხებს და რაღაცა ხომ უნდა მოიფიქრონ, რაც გათავისუფლებაზე მეტია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პირობა გათავისუფლება იყო, ამას ვერ ახერხებენ, ახლა კი ცდილობენ თქვან, რომ ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილი უნდა დააბრუნონ. მათი მიზანია, რომ სააკაშვილის ამომრჩეველი დაიბევონ 2024 წლისთვის და აჩვენონ ამ ხალხს, რომ ის მათ გვერდით დგას. რაც შეეხება სააკაშვილის პოზიციას, მასაც სხვა გზა არ აქვს. საუბარმა რომ პოლიტიკაში აღარ ერეოდა, არ გაამართლა, არავინ დაუჯერა. მოკლედ, ეს ფანდი ხელისუფლებასთან რ გაუვიდა. ამიტომ ახლა ტაქტიკას რადიკალურად შეცვლიან და პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ასე დღევანდელ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას ძალიან აწყობს. აბა, სააკაშვილის გარეშე ვინ რას წარმოადგენს. თუმცა, რეალურად, მას მართვაში კი არ ჩართავენ, უბრალოდ, სახელად წინ გაიმძღვარებენ, დანარჩენ ყველაფერს თავად წარმართავენ. თუმცა, როგორც კი სააკაშვილი განაცხადებს, რომ ის პოლიტიკაში ისევ აქტიურად შემოდის, მაშინვე ციხის საკანში დააბრუნებენ. ალბათ, ამას გაითვალისწინებს და წესით, მზად უნდა იყოს. ალბათ, ცოტა ჭამასაც დაიწყებს, მოღონივრდება და სექტემბრისთვის უკვე პოლიტიკურად უფრო გააქტიურდება. უბრალოდ, მისი გააქტიურება ავოტმატურად ციხეში გადაყვანას გამოიწვევს და იმის აღიარებას, რომ მისი წამების და მომაკვდავობის შესახებ განცხადებები მოგონილი იყო. ეს ლობისტებში გადახდილი ფული უკვე თავისთავად წყალშია გადაყრილი, იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სხვა არც არაფერი აღარ დარჩენიათ“,-ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, დღევანდელ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას, დაპირება აქვს გაცემული, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებენ, თუმცა ფაქტია, რომ ეს მცდელობა ჩაფლავდა. ძაბირაძის თქმით, ხაბეიშვილი „ვივამედში“ მართლა ხომ არ შევარდება და რომც შევარდეს, ყველამ კარგად იცის, სააკაშვილს გვერდით მიუსვამენ.

„რეალურად სააკაშვილის გათავისუფლება არც ნაციონალებს უნდათ და ხელს არც ევროპელებს აძლევს. ნაციონალებს იმიტომ, რომ სააკაშვილის გარეთ გამოსვლა და მისი საქმეებში ჩარევა არავის უნდა. აქ ყველა თავის ჭკუაზეა და ვხედავთ მერაბიშვილი - კეზერაშვილი პარტიას თავისი მხარდამჭერებით და სანდო ხალხით აკომპლექტებენ. რეალურად სააკაშვილი არც არაფერში აწყობთ. დასავლეთს კი იმიტომ, რომ ისედაც „ოცნებასთან“ სიტუაცია აქვთ გართულებული და სააკაშვილის თავისუფლება და აქ დამატებით რაღაცა შიდა ჯანჯღარი, ქვეყნის არევა, არავის არ უნდა.

საქართველოში სიტუაციის არევის და დაპირისპირების დასავლეთს ნამდვილად ეშინია და უკრაინის ომის ფონზე ჩვენი ქვეყნის ხელიდან გაშვება არ უნდათ. ამიტომ სააკაშვილი ამ ეტაპზე არავის სცენარშიც აღარ ზის. ხელისუფლებასაც აღარ ადარდებს დიდად. მან თავისი პოლიტიკური დივიდენდები გაფლანგა. დარჩა რეალურად ის ხალხი, ვინც მართლა სააკაშვილზე პირჯვარს იწერს. სხვა მხარდაჭერა მას აღარ გააჩნია. მოსახლეობის დიდ ნაწილს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ აი, ამ ამომრჩევლის სახელის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ეს იქნება მისი პოლიტიკაში შემობრუნების მთელი ისტორია“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს რეალურად სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად გააქტიურდეს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მისთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, რატომ აირჩიეს ის ტაქტიკა, რაც თითქოს მისი პოლიტიკიდან დისტნაცირება იყო და მისი იმიჯი მებრძოლი პოლიტიკოსის მაგივრად, მომაკვდავ და საწყალ ადამიანად აქციეს.

„რა თქმა უნდა, ყველა გზა სცადეს და რეალურად ნახეს, რომ არაფერი გამოუვიდათ, ამიტომ მისი პოლიტიკაში ისევ აქტიურად შემოყვანა გადაწყვიტეს, მით უმეტეს ნაციონალების ახალი მენეჯმენტი ხედავს, რომ ამ დაპირისპირებამ და ერთმანეთთან ბრძოლამ პარტია დააზიანა და სააკაშვილის გარეშე 2024 წლის არჩევნებში იმ რეიტინგსაც დაკარგავენ, რაც აქვთ. ესეც სააკაშვილის მეშვეობით აქვთ და მერაბიშვილ-კეზერაშვილს მხარს არც არავინ უჭერს. ახლა ტაქტიკას შეცვლიან, უცბად გამოაცოცხლებენ და იტყვის, რომ უკეთ არის და პოლიტიკაში დაბრუნდა. თუმცა, მის დაბრუნებას აღარც ფასი აქვს და აღარც რაიმე ღირებულება. მე ყოველთვის მიკვირდა რატომ გადაწყვიტეს ამ მიმართულებით წასვლა. სისულელე იყო საუბარი მის მომაკვდავობაზე და ხელისუფლების მხრიდან წამებაზე. ხომ ფაქტია, რომ რელურად ამის ქვეყნის შიგნით არავის სჯერა და დასავლეთშიც გარდა იმ ევროპარლამენტარებისა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო მიიმხრეს, სხვას არავის სჯერა. თუ ლობისტებს ფული არ გადაუხადე, დასავლეთში სტატიები არ გამოაქვეყნეს, ეს კაცი არც არავის არ ახსოვს. ახლა, მით უმეტეს კეზერაშვილის წინააღმდეგ დასავლეთში კითხვის ნიშნები გაჩნდა და სააკაშვილი, ალბათ, მასაც დასჭირდება, რათა მისი გავლენები, ცნობადობა და ა.შ გამოიყენოს. თუმცა, რეალურად არსებულ სურათს მაინც ვერაფრით შეცვლიან“, - ამბობს საყვარელიძე.