„თუ საქაართველოში ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით შეიცვალა, რევოლუციით, დარწმუნებული იყოს ყველა, რომ არვითარ სტატუსს არ მოგვცემენ“

„თუ საქაართველოში ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით შეიცვალა, რევოლუციით, დარწმუნებული იყოს ყველა, რომ არვითარ სტატუსს არ მოგვცემენ“

ოპოზიცია რუსეთიდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას და ფრენების აღდგენას პოლიტიკური დაპირისპირების და დაძაბულობისთვის გამოყენებას ცდილობს. ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ მათ კვლავ 7-8 მარტის მოვლენების გამეორება სურთ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ზეწოლის შედეგად, ფრენებზე უარი თქვას. ამის მცდელობა უკვე დაწყებულია და ოპოზიციამ რუსთაველზე 19 მაისს აქციაც გამართა. თუმცა, როგორც ჩანს, მოლოდინმა არ გაამართლა და აქციაზე ხალხის მობილიზება ვერ შეძლს.

 19 მაისს მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი შესრულდა. თუმცა თვითმფირნავიდან ჩამოსულ მგზავრებს ელენე ხოშტარიას მეთაურობით შეძახილებით, შტვენით, გინებით, შეღებილი კვერცხების სროლით და ბანერებით დახვდნენ. მოსკოვიდან პირველი პირდაპირი რეისის შესრულებას ხმაური მოჰყვა აეროპორტშიც. „აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისში 13 საათსა და 15 წუთზე დაეშვა. მოსკოვიდან ჩამოსულებს შორის იყვნენ ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრები: მერაბ ჭირაქაძე და ვალერი კვარაცხელია, ასევე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ბიზნესმენი მამუკა ფიფია.

პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და აეროპორტის შესასვლელისკენ გაქცევა სცადეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 6 მონაწილე, მათ შორისაა პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილიც. „აზიმუტის“ მგზავრებმა თბილისის აეროპორტი პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთნ აცხადებს, რომ ოპოზიციისგან განცხადებები, საპროტესტო აქციის მოწყობა ჯერ აეროპორტში და შემდეგ რუსთაველის მოედანზე მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ეს თემა მაქსიმალურდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ანჯაფარიძე ამბობს, რომ მიზანია, როგორც 7-8 მარტს მოხდა, ხელისუფლება აიძულონ უარი თქვას რუსეთთან პიდაპირ ავიამიმოსვლებზე.

„უვიზო რეჟიმს ვერაფერს უზამენ, ეს რუსეთის მიერ არის დაწესებული, მაგრამ ოპოზიცია ეცდება სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის დააწესონ. ახლა ხომ არის, რომ ამჟამინდელი სავიზო რეჟიმით 90-დღე შეუძლიათ საქართველოში ყოფნა, შემდეგ მეზობელ ქვეყანაში გავიდნენ და კვლავ უკან დაბრუნდნენ და ისევ 90 დღე გაჩერდნენ. არის ასეთი ინიციატივა, რომ 90 დღის გასვლის შემდეგ, იმავე წელს მათ უკან შემოსვლის საშულება აღარ ჰქონდეთ. ან მეორე ვარიანტი, რომ აქ ყოფნის ვადა უფრო ნაკლებ პერიოდამდე შეუმცირდეთ. ამ ყველფრის გვირგვინი კი სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო, რომელმაც ეს საპროტესტო მუხტი გახსნა, როცა დაწერა „არა რუსულ ფრენებს“. ჩვენ ვნახავთ ოპოზიცია მოახერხებს თუ არა ამ დღეების განმავლობაში ხალხის მობილიზებას. თუ გამოიყვანენ ისეთი ტიპის ახალგაზრდების ჯგუფს, როგორც 7-8 მარტს ჰყავდათ - აგრესიული და პოლიციასთან კონფრონტაციაში წამსვლელები, არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიცია ამის შემდეგ რადიკალური ქმედებების განხორციელბას შეეცადოს და 7-8 მარტის აქციის მსგავსი გაიმეოროს. ხელისუფლებას კი ამით, კიდევ ერთხელ, პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენონ“,-ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, 7-8 მრტის პროცესებზე ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე კანონპროექტი უკან გაეწვია, არანაკლები როლი დასავლეთიდან წამოსულმა ზეწოლამაც შეასრულა. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ახლაც დასავლეთს უვიზო მიმოსვლაზე და ფრენების აღდგენაზე საკმაოდ მძაფრი რეაქცია აქვს.  

„ყოველ დღე ვხედავთ ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებები როგორ მკაცრდება. თითქოსდა საკუთარ პოზიციას გამოხატავს, მაგრამ ამავე დროს, თავისი განცხადებებით საზოგადოებას აგულიანებს, რომ გარეთ გამოვიდნენ ისე, როგორც ამას ე.წ. აგენტების კანონის დროს აკეთებდა. იგივე ევროკავშირიდან წამოსული განცხადებები, სადაც ამბობენ, რომ ამან შესაძლოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე დასავლეთიდანაც ზეწოლა იქნება. ოპოზიციას დღეს ხელისუფების საწინააღმდეგო იარაღად არაფერი აღარ დარჩა, გარდა რუსული თემით მანიპულირების. ვითომ „ოცნება“ აშორებს ევროკავშირს ქვეყანას და რუსეთისკენ მიაქანებს. თავად ევროპელებიც და ამერიკელებიც განცხადებებით, ოპოზიციის ნარატივს ამაგრებენ. ევროპაში უკრაინაში მიმდინარე ფონზე ისეთ დაძაბულ მდგომარეობაში არიან, რუსეთთან ნებისმიერ  ურთიერთობას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ფიქრობენ, რომ რადგანაც რუსეთმა ეს გადწყვეტილება მიიღო, ამით რუსეთი ცდილობს საქართველო ევროკავშირს ხელიდან გამოსტაცოს“,-ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა დავამხოთ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, რადგან ევროპას გზა გავუხსნათ, რითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გაიოლდებაო, ეს წმინდა წყლის ავანტურაა.

„თუ საქაართველოში ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით შეიცვალა, რევოლუციით, დარწმუნებული იყოს ყველა, რომ არვითარ სტატუსს არ მოგვცემენ. ევროპა იტყვის, რომ სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეთ და მერე ვნახოთ. რატომღაც ხელისუფლება საზოგადოებას ამას ვერ უხსნის და ვერც საზოგადოების ნაწილი იგებს. საქართველოს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლილება, ჩვენთვის სტატუსის მონიჭების საკითხს პირდაპირ ურტყამს. მე არ გამოვირცხავ, რომ ამ ფონზე, ევროკავშირმა სტატუსი უფრო მოგვცეს, რათა ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ არ მოექცეს“,-ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე კი ამბობს, რომ რუსეთ - საქართველოს ურთიერთობები წლების განმავლობაში საერთოდ დიპლომატიური პრაქტიკიდან იყო ამოვარდნილი. კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში უკან დასახევი გზა არ ყოფილიყო.

„დღეს რაც საქართველოში ხდება, ეს ქვეყნის გეოპოლიტიკური კოდის წინააღმდეგ სვლაა. არასოდეს ასეთი სვლები კარგად არ მთავრდება. დღეს, როდესაც ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს აფიქსირებს, ძალიან კარგია. ჩვენი ქვეყანა როგორც რუსეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის იმდენად ღირებულია, რომ შეუძლია ამ სიტუაციაში თავის სასარგებლოდ ძალიან კარგად ივაჭროს. ის ძალები, რომლებიც დღეს რუსეთიდან უვიზო მიმოსვლას და ფრენებს აპროტესტებენ, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, ესენი ის ძალები არიან, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები არ ადარდებთ.

ეს ხალხი თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მათ აქვთ მერკანტილური ინტერესები და აქედან გამომდინარე მოქმედებენ. ეს ადამიანები ან უმეცრები არიან, ან სხვა ძალების მიერ მართულები. შესაძლოა ორივე ერთად იყოს. ამ რეისებს ძალიან დიდი პარქტიკული დატვირთვა აქვს, რადგან რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხალხი შემოვლითი გზით დადიოდა. ის შემოსავალი, რაც ქვეყანამ უნდა მიიღოს, ამ სარგებელს ვერ იღებს. საერთაშორისო ურთიერთობებში რაღაცა ძვრა თუ არ მოხდა, ომის საშულებით ტერიტორიების დაბრუნების თავი არ გვაქვს. ამიტომ დღეს ქვეყანას ძალიან ხელსაყრელი მომენტი ეძლევა, თუ ამ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ, შესაძლოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგას. საქართველო საკვანძო ქვეყანაა, ხელისუფლება ამას ტექნიკურად როგორ გამოიყენებს, მათ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. რასაც მე ვხედავ, ხელისუფლება ქვეყნისთვის ძალიან სწორი ტაქტკიკით მოქმედებს“, - ამბობს კიკნაველიძე.

trampi სხვა გზა არააა .................
ხოშტარიას აუცილებლად აუცილებლად უნდა უჩივლოთ თავის ლექტორ---მასწავლებელ გავრილოვთან
ეგენი პარაში მოქმედებენ....ერთი იქიდან ერთი აქედან
მერე იმის და მიხედვით თუ ხოშტერია გაკვეთლს როგორ აბარებს ხელფასს ისე უხდიან,.
.დაჟე ხან პრემიალნისაც კი უწერენ....ესეა ეს და ....
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა
1 წლის უკან