შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა თურქეთის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორია დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე თურქეთის სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს ეწვია და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო. ამის შემდეგ შს მინისტრი თურქეთის ეროვნული პოლიციის კინოლოგიის ცენტრს ესტუმრა.

დღესვე მინისტრი ანკარაში ქოჯატეპეს მეჩეთს ეწვევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერთან და თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორ მეჰმეტ კილიჩლართან. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ეწვევა თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას და გაეცნობა მის სასწავლო პროცესს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 29 აგვისტოს დასრულდება.