„კელი დეგნანი ახორციელებს სადაზვერვო პროპაგანდას და დიდი ხანია გასცდა იმ ჩარჩოებს, რასაც დიპლომატია ჰქვია“

„კელი დეგნანი ახორციელებს სადაზვერვო პროპაგანდას და დიდი ხანია გასცდა იმ ჩარჩოებს, რასაც დიპლომატია ჰქვია“

საჰაერო მიმოსვლა ევროპას გვაშორებს, სახმელეთო გვაახლოვებს - ოპოზიციის შეფასებით, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, ისევე როგორც ფრენების აღდგენა, დაუშვებელია, რადგან, მათივე ლოგიკით, საქართველო თავის ევროპულ ღირებულებებზე ამბობს უარს. ეს მაშინ, როდესაც იგივე რუსეთის მოქალაქეები წლებია თავისუფლად მოძრაობდნენ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან. არც ვიზების გაცემა იყო დაბრკოლება, რადგან ეს იყო კორუფციული სქემა.

იგივე ოპოზიციის წევრები, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მიუღებლობაზე საუბრობენ, შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით იღებდნენ რუსეთში გასამგზავრებლად ვიზას და რიგითი ქართველებისგან განსხვავებით, მათ საელჩოს თანამშრომლები ურიგოდ ატარებდნენ. როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, დეკემბრის თევში, როდესაც მოუწია რუსეთში გასამგზავრებლად შვერიცარიის საელჩოში რიგში დგომა, ოპოზიციის წევრი მურმან დუმბაძე ურიგოდ შევიდა შენობაში და ურიგოდ მიიღო ვიზაც.

ელენე ხოშტარია, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, 2011 წელს ამბობდა, რომ საქართველო გახსნილია რუსეთთან ურთიერთობაში. გავრცელებულ ვიდეოში ხოშტარია რუს ტურისტებსა და რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებზეც საუბრობს.

„ჩვენ გახსნილები ვართ რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით რუს ტურისტებს. ბიზნესს არავითარი პრობლემა არ შეჰქმნია და ციფრებს თუ შევხედავთ, გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთ-საქართველოს შორის“, - აცხადებდა 2011 წელს ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე ოპოზიციის ამპლუაში საპროტესტო აქციას აანონსებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ოპოზიციის ლექსიკით საუბრობს აშშ-ის ელჩი. კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი რვა მოქალაქე ჰყავს დაკავებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს სამხრეთ ოსეთში, განაგრძობს რუსეთის ზეწოლის ქვეშ ყოფნას, ფრთხილად უნდა იყოს იმ ურთიერთობებში, რაც ჰგავს რუსეთის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ? რატომ ახლა? რატომ უკეთებს პუტინი ახლა ამ დათმობებსა და შეთავაზებებს საქართველოს? რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს ამისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, ამ სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუსეთთან, აფხაზეთის საშუალებით? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა საფასურის დაკისრების გარეშე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას გამოეხმაურა ლიეტუვის ელჩი. ანდრიუს კალინდრას განცხადებით, რუსეთი გამოიყენებს განგრძობად პრაქტიკას, რათა დააშინოს მეზობელი ქვეყნები. იმ ფონზე, როდესაც ბევრი ევროპული ქვეყანა წყვეტს კავშირს რუსეთთან, იქნება ეს ეკონომიკური, სავაჭრო, საინვესტიციო, კულტურული, სამეცნიერო თუ აკადემიური ურთიერთობები, რუსეთი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აკრძალვა მოეხსნა ფრენებზე საქართველოს მიმართულებით.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამ დრომდე ელოდებოდა შეშფოთებას აშშ-ის ელჩისგან, რატომ დატოვეს 50 ბავშვი ყოველგვარი მიზეზის გარეშე საქართველოში და არ მისცეს ამერიკის ვიზა, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული იყო გასტროლები. ამასთან, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი დაინტერესდება საკითხით და საქართველოს მოქალაქეების მიმართ საკონსულოს დამოკიდებულება გაუმჯობესდება.

„ყველას კარგად ესმის, რომ სამ თვეში, როდესაცაა დაგეგმილი გასტროლი, ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება. მაგალითად, ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ სწრაფად, 2 დღეშიც კეთდება ვიზა, ეს მარტივი მოცემულობაა ნებისმიერ საკონსულოში, მათ შორის ამ კონკრეტულშიც. ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო, რაც სამწუხაროა.

ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებშია, გადაიხედოს ის დამოკიდებულება, რომელსაც საკონსულო ავლენს, მგონია, რომ საელჩო უნდა დაინტერესდეს ამით. არ არის სწორი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების 37%-ს ურტყამენ ვიზებს და ჩვენი მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 63%-დან 88%-მდეა.

ეს ერთგვარი დისკრიმინაციული და უსამართლო მიდგომაა, რაც უნდა გადაიხედოს. ელჩი შეიცვლება და იმედი მაქვს, ახალი ელჩი მეტად დაინტერესდება, რა არის საკონსულოს ასეთი დამოკიდებულების მიზეზი. იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეების მიმართ საკონსულოს მხრიდან დამოკიდებულება გაუმჯობესდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მოქმედებს საკუთრი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ხელისუფლებას, ნებისმერ ექპერტთან, პოლიტიკურ პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და საზოგადოებასთან განსხვავებით, აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრივილეგია - აქვს დახურული წყაროების ანალიზის შესაძლებლობა.

„ჩვენ, საზოგადოების ნაწილს, რომელსაც არ გვაქვს წვდომა დახურულ წყაროებზე, ძირთადად ვეყრდნობით ღია წყაროებს, ვაანალიზებთ და შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომ ღია წყაროები დღეს საქართველოში ძალიან დატვირთულია დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციებით და მაღალი ალბათობით, ეს არის სადაზვერვო დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციები. სახელმწიფო ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, იყენებს დახურულ წყაროებს ღია წყაროების ანალიზთან ერთად.

კიდევ ერთი განსხვავება ხელისუფებასა და სხვა დანარჩენებს შორის გახლავთ ის, რომ ხელისუფლება პასუხიმგებელია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდგრადობაზე. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით, რა ვითარებაა საერთაშორისო ასპარეზზე, რა კარტი თამაშდება და როგორც ყველა ვატყობთ, მსოფლიო ახალ გადანაწილებას იწყებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას აქვს უპირატესობა და ვალდებულება, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისი“, - აცხადებს კუხალაშვილი.

რაც შეეხება ვიზით, თუ უვიზოდ შემოსვლას, კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ვიზიტორი და მათ შორის ტურისტი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სახელმწიფოსთვის, რადგან სადაზვერვო სამსახურების საფარქვეშ განხორციელებული ტურიზმიც კი შეიძლება დაუკავშირდეს საბოტაჟურ და ტერორისტულ აქტებს.

„აქ მთავარია, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები მზად იყვნენ პროცესისთვის, რომ ქვეყანაში არ შემოვიდნენ ისეთი პირები, რომლებიც გამოიწვევენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ხასიათის დესტაბილიზაციას. რაც შეეხება აშშ-ის ელჩის განცხადებას, აშშ რომ უფრო მეტი პრინციპული ყოფილიყო 2008 წელს, საქართველოს შეეძლო, რომ ორი სეპარატისტული ტერიტორიიდან ერთ-ერთი მაინც დაებრუნებინა.

ზოგადად, აშშ-ის ელჩმა უნდა იცოდეს, რომ კურსი, რომელიც ქვეყნის მიერ იყო არჩეული, იმიტომ ავირჩიეთ, რომ ყელში გვქონდა ამოსული მბრძანებლური სისტემის ქვეშ ცხოვრება. ჩვენთვის დღესაც მიუღებელია იგივე რეჟიმში ცხოვრება. ელჩს აქვს თავისი ჩარჩოები, კეთილი ინებოს და მან თავისი თავი წარმოადგინოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელმა და არა როგორც დივერსანტმა. ძალიან ბევრ დიპლომატებთან დაკავშირებით გამიგია, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის სადაზვერვო ინტერესებს აღასრულებენ, მაგრამ ისეთი აქტიური პროპაგანდის განხორციელება არსებული ხელისუფლების და ქვეყნის წინააღმდეგ ცოტა იშვიათია.

ნამდვილად არ შეეფერება იმ სახელმწიფოს, რომელიც მყარი დემოკრატიის სტატუსით სარგებლობს და ვფიქრობ, რომ ან თვითონ აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება და დროზე გაიყვანონ, ან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აშშ-ის ელჩი გამოცხადდეს პერსონა ნონგრანტად და დაატოვებინონ ტერიტორია იმის გამო, რომ რეალურად, კელი დეგნანი ახორციელებს სადაზვერვო პროპაგანდას და დიდი ხანია გასცდა იმ ჩარჩოებს, რასაც დიპლომატია ჰქვია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ცუგო- კლასიკური რეზიდენტი რადიკალურ ოპოზიციაში.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ია ბატონმა დავით კუხალაშვილმაც ვერ შეიკავა და გაუგორა კოჭი სამტარვალეთ ა-ს - "ნამდვილად არ შეეფერება იმ სახელმწიფოს, რომელიც მყარი დემოკრატიის სტატუსით სარგებლობს და ვფიქრობ...". ბატონ დავითს ეს აშკარა სიცრუე დიპლომატიური ენა ჰგონია, არა და მაინც უფრო მონური სინდრომია. სად რომელ ქვეყანასთან სარგებლობს აშშ "მყარი დემოკრატიის სტატუსით?! ერაყთან, ირანთან, ვიეტნამთან, კამბოჯასთან, ლივიასთან, გერნადასთან, სერბეთთან თუ რომელთან მაინც?!
1 წლის უკან
trampi ხალხნოოოო .................................აღარ უშვებენ ამ ლენჩს ამერიკაში, აღარ....ჩვენთან ,,საქმეები,, ვერ გაააკეთა ვერა...
დაჟე ვერც ერთი........ჰოოოდა იქ აღარ უშვებენ----მგონი ჩვენ გვიტოვებენ აქ
1 წლის უკან
Maverick Papa, წაიყვანე სახლში და გამოზარდე😎
1 წლის უკან
რომანი მისთვის პირადად და მისი კარიერისთვის ეს ფაქტი არის ჩავარდნა, ძლიერი რეპუტაციული დარტყმა, კატასტროფა, ამიტომ. გასაგებია, ასეთი გაწიწმატება.
1 წლის უკან
trampi მავერიკ

ფუი ეშმაკს!!!!!!!!!!............
სხვა ამერიკელი მართლა ქალი არ გაგემეტა ჩემთვიიის??
ესა ქაჯი რა ჯანდაბად მინდა??


ისე რაც მე კოლუმბს ვაგინე ........რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი
კი უწიათ უკვე....
თუ რამე ჯეფერსონ ვაშინგტონის ძეგლები ჰქონდათ ხო გადაყარეს იქაურ მტკვარში....მისისიპია თუ მისური
ხოოოდა ეხლა ეგენი მხედრიონისთვის ემზადებიან უკვე, მხედრიონისთვის...
.ეს ამბავი ვანგამ დამიბარა ლიჩნად....... თუ არადა ნახავთ....მაქს 2---3-წელი, მეტი არა
1 წლის უკან
ცუგო- წალენჯიხის მერმა გაუგრძელა კელის ელჩობის ვადა, აწი ეგ ქნება აშშ-ის ელჩი წალენჯიხაში :)
1 წლის უკან
Maverick PAPA, შენი "ხუმრობები" და ხილვები კარგად მაქვს დაცდილი, მჯერა, რომ მალე გავალთ დამკაში!
1 წლის უკან