თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 98,88 პროცენტის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49,35%, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 45% აქვს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 98,88 პროცენტის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49,35%, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 45% აქვს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 98.88.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 49.35% მიიღო. მეორე ადგილზე მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციის წარმომადგენელი ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 45%-მა დაუჭირა. ამასთან, ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვა ისეთ დიდი ქალაქებში, როგორებიცაა დედაქალაქი ანკარა, სტამბოლი და იზმირი.
არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება.