შსს-მ ერთი პირისგან სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ ერთი პირისგან სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლება ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად 1973 წელს დაბადებული ზვიად ჩ. ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ზვიად ჩ–ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 4 ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია: „მაგნუმი 22“, „ზიგ-ზაუერი“, „ვალტერი” და “ჩე-ზე 75“.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-მუხლის 1-ლი ნაწილით).