''მაინც მაჯობეთ და გადამძალეთ. ეს მერამდენედ უკვე... არადა, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ გააჩნია, ვის ეტყვი მას და როგორ გაიგებენ... მე გირჩევთ, გაემიჯნოთ იმას, ვინც ამ ქვეყანას ანგრევს და თავს ჟურნალისტს უწოდებს... ახლა კი ჩემს სათქმელს რამდენიმე პუნქტად დავყოფ და მოვითხოვ, არც ერთი სიტყვა არ შემიცვალოთ. ლაპარაკს ვერავინ მასწავლის'' , - ამბობს ჩვენთან საუბრისას პოეტი რეზო ამაშუკელი.
- ამას წინათ ტელევიზიით ვნახე მკვლელი, რომელსაც გულთან ყვავილი ეკეთა. ვინ არის, რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელი მკვლელია, გინდა, გულთან გაუკეთე ყვავილი და გინდა, გვირგვინი დაადგი, ანგელოზად ვერავინ აქცევს და დანაშაულს ვერ გამოისყიდის.
- რას გულისხმობთ, ყაყაჩო ეკეთა?
- ყაყაჩო არ იყო ის, ყაყაჩოსი არაფერი უგავს იმას... ეს არის ფარისევლური თვალთმაქცობა. ყველაფერთან ერთად, აფერისტები არიან. დავანებოთ მაგათ თავი, თუ კარგად ვიქენი, მე მოვუვლი...
- რას აპირებთ?
- მაგასაც ვნახავთ... ახლა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ილოცონ მაგ უბედურებმა, რომ ვერ გადავრჩე, თორემ, ვერც ამერიკა უშველით და ვერც მაკკეინი. მაგათი საქმე დამთავრებულია. ისინი უნდა წავიდნენ. თუ ასე არ მოხდა, პირველი ვიქნები, ვინც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ამის პირობას გაძლევთ... არ შეგვჭამეს ამ კოაბიტაციით, არ გვინდა, ბატონო, მოგვაშორეთ, ნუ გადაგვაყოლეთ! არ უნდა ქართველ ხალხს ეს უბედურება და თუ თავად ძალიან უნდათ, დაახვიონ და გაიკეთონ ყურებში, აქეთაც და იქითაც. ეს ერთი, ახლა სხვა საკითხები, რაზეც მინდა გესაუბროთ, - ამას წინათ ტელევიზიით მოვისმინე ერთი, ვითომ საპრეზიდენტო კანდიდატი ქალბატონის საუბარი, ირაკლი ღარიბაშვილს კბენდა. ვაფრთხილებ მას, მეტი აღარ გააგრძელოს და თავის ბიოგრაფიას მიხედოს მაგ უბედურმა, თორემ, ''უმწიკვლო'' წარსულის შესახებ ყველაფერი ვიცი და ისეთ რაღაცებს ''შევახსენებ'' , პრეზიდენტობა კი არა, ხალხში თავი არ გამოეყოფოდეს...
- ვის გულისხმობთ, ბატონო რეზო?
- მიხვდება თავად. იცით, რახან ქალია, მაინც არ მინდა, ბოლომდე გავწირო და არ დავაკონკრეტებ, მაგრამ თუ მაინცდამაინც იწიკვინებს და მეზობლის კურდღელივით შე-მომახტება, მერე კი გადავხედავ მის ''ქალწულებრივ'' და ''მოწამეობრივ'' ცხოვრებას. ვნახოთ მერე, როგორ აპრიხავს წარბებს და როგორ ისაუბრებს დაყენებული ბავშვური ხმით. იმედია, თავადაც მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ. ველოდები ერთი, შემომეპასუხოს, გავაბრტყელებ მიწასთან ისე, რომ ვეღარასდროს წამოდგეს.
- რატომ, პრეზიდენტობის კანდიდატს შს მინისტრის გაკრიტიკების უფლება არ აქვს?
- გააჩნია ვინ აკრიტიკებს და ვის აკრიტიკებს. ირაკლი უაღრესად პატიოსანი ბიჭია და თავის საქმეს მშვენივრად უძღვება... მეორე, რაზეც მინდა ვილაპარაკო, არასამთავრობოების თემას მინდა შევეხო, სოკოებივით რომ ყოველ ჯიხურში გამოჩნდნენ, ეს გარეწრები უსაქმურ ყაყანში იღებენ ფულებს, მე მაგათ ''მთლად უფროსები'' დავარქვი. ჩიტი თუ გადაფრინდა ხიდან ხეზე, იმ წუთში გამოცვივდებიან და ბრიყვულად სერიოზული სახეებით დაიწყებენ ''მსჯელობას'' , იცით, აი, იმ ადგილას არასწორად მოიქნია კუდიო. ეს ამერიკული ფულით გამაძღრები. ასე დაწერეთ ზუსტად. სხვაზე კარგად ვიცი, რომ არსებობს სიტყვა დანაყრებული, მაგრამ მაგათზე გამაძღრები ითქმის. დაჯიჯგნეს საქართველო. არ დატოვეს არც ერთი სფერო და არც ანებებენ თავს. ყვავის ბახალებივით აფჩენენ პირს და არც ერთ მათგანს კარგი არ დასცდება, ქვეყნისთვის კარგი, თორემ სხვების ლანძღვა რომ მათი საქმეა, ეგ ვიცით უკვე. არ გამოუვათ საქართველოში ერთსქესიანი ქორწინების დამკვიდრება. ვერ მოესწრებიან მაგას. ამას წინათ მანანა კობახიძეს ვუსმენდი, სიამაყითა და ბედნიერებით აღსავსე ვიყავი. გუნდისა და პარლამენტის დატოვებამაც რომ მომიწიოს, ერთსქესიანთა ქორწინებას არ დავეთანხმებიო, თქვა. გიხაროს მისმა გამზრდელმა... ერთ-ერთი ჟურნალისტი, ''ნეტფილმის'' გამოსახულებას რომ ჰგავს, გააფთრებული იცავს ამ ინიციატივას. ან მშობლები არ ჰყავს, ან ბებია-ბაბუა ან ნათესავები? როგორ და რის ფასად კადრულობს ამის გაკეთებას. განსხვავებულობის იმიჯის შესაქმნელად შეიძლება, ახალგაზრდამ ყელაფერი გააკეთო?.. რა გიხარიაო და რა გწყინსო, მკითხეთ, რა უნდა მიხაროდეს, მეტყვის ვინმე, რომ ჩვენ დღეს თავისუფლები ვართ?..
- არა ვართ თავისუფალი?
- ასეთ რამეებს რომ გვტენის ამერიკა, როგორ გამოვდივართ თავისუფალი?.. მერამდენედ ვთქვა, მეზიზღება ამერიკა-მეთქი, არ უნდა მეზიზღებოდეს? კაცი კაცთან დაწვესო, გვასწავლიან... სანამ ასეთი რამეების პროპაგანდა იქნება, ჩვენ თავისუფალი ვერ ვიქნებით.
- ალბათ თვალყურს ადევნებთ ქვეყანაში მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის პროცესს...
- ყველა შემთხვევაში, ოქტომბერს ველოდები. თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველაფერი ისე არ გადაწყდა, როგორც საჭიროა, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე თავი, ისევ იმას გავაგრძელებ. ნურავის ეგონება, რომ მე მარტო ვარ ასეთი მოტივაციით. ასაკის მიუხედავად, საკმარისი ადამიანური რესურსი მაქვს იმისთვის, რომ ერთი დავიღრიალო და ქუდზე კაცი გამოვიყვანო, მთელი საქართველო თუ არა, მთელი ქალაქი მაინც დადგება ფეხზე. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათგან ზოგი ჩემი მეგობარია, მაგრამ მათი უმრავლესობა ისე მერიდება, გეგონება, რაღაც გადამდები სენი შემეყარა.
- რატომ გერიდებიან?
- იმიტომ, რომ იციან, სიმართლეს ვლაპარაკობ და მათაც ამის გაკეთებას მოვთხოვ. მათ კი მართალი რომ თქვან, ფულს სად იშოვიან მაშინ... იციან, რომ მეზიზღება ეს კოაბიტაცია და პირში მივახლი, რამდენი წელი უნდა ვითმინოთ კიდევ გიგა ბოკერია, შურდულიდან გაცვენილი კენჭებივით რომ დაურბის თვალები, ან გოკა გაბაშვილი, კედელზე მიხეთქებული მექანიკური თოჯინასავით რომ ატრიალებს თავს... ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა. საინფორმაციო გამოშვებები შემაძულეს. ''რუსთავი 2'' -ის ყველა ჟურნალისტს თავის დროზე პასუხს ვაგებინებ, თავიანთი ახლად გამოჩეკილი პინგვინიანად, გვარამიას ვგულისხმობ. დადგება დრო და იმ აპარატურას თავზე დავამსხვრევ ყველას. მერე დადგნენ და მიკითხონ ნოტაციები, რომ თურმე ვიღაცის ხელით შეხება არ შეიძლება. შეხება კი არა, ჩემი ქვეყანა გაანადგურეს ამ გარეწრებმა.
გვარამია ტელევიზიას კი არ უნდა მართავდეს, ციხეში უნდა იჯდეს ყველა თავის თანამოაზრესთან ერთად. პირველ რიგში კი, მწვანეშარვლიან გიჟს უნდა უკრან თავი ციხეში.
- მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ბოლო თვეებს ლაშქრობებში ატარებს. მისი თანა-გუნდელების თქმით, ის პოლიტიკაში დარჩენას აპირებს...
- ის გიჟია, ჯერ კიდევ როდის ვთქვი, აფრენს-მეთქი... არ ეტყობა, რომ აკლია? ქალთევზასავით რომ იყო გაწოლილი სამეგრელოში იმ ტბის პირას. გიჟთან ერთად აფერისტიც არის. ახლა გაახსენდა ტობავარჩხილი და საქართველოს კუთხეებისადმი სიყვარული მოეძალა, ეს მართლა ლურჯი სახედარი, რა იცის მან ქვეყნის სიყვარული, ან საერთოდ სიყვარული. ამას წინათ იხუმრა ვითომ, ''ჩემზე ამბობენ, ვითომ ძუძუებს ვჭამო'' , ვაი, მის პატრონს, სრულიად გაუნათლებელი და ავადმყოფი უწიგნური კაცი, თან ნარცისიზმით შეპყრობილი, ყველაზე საშიშია. ამათი ქუჩაში გაშვება არ შეიძლება, უნდა იმკურნალონ, ყველა ერთად უნდა დააწვინო საგიჟეთში. არა, ყველა ერთად არ შეიძლება, ერთმანეთს უფრო მეტად გააგიჟებენ...
- ბატონო რეზო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ''ნაციონალების'' ლიდერის გამარჯვებაზეც ლაპარაკობენ...
- იმ დღესვე გადავბუგავ მთელ ქვეყანას, ეგ თუ მოხდა. მაგათ ისე ცუდად აქვთ სადმე, რომ ვერც ბოლო დროს შემოცვენილი ამერიკელები უშველიან, ბოლო დროს კიდევ შემოიყვანა ნორლანდმა... ის პატარა, ჰალსტუხიანი ხვლიკი რომ არის, თავს კონტუზიანივით რომ აქიცინებს, ვითომ იპოვა და აიტაცა ახალი იდეა, ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგი ვარო. გიორგი თარგამაძეზე ვლაპარაკობ, ის ისეთივე ქრისტიანია, როგორიც მე მაო ძე დუნის ბიძაშვილი. დამთავრდა ამათ დრო. ახლა ჰაერში რომ ა
ხტნენ და გაიკვანძონ, მაინც არ აქვთ შანსი, რომ მხარდაჭერას მიიღებენ. აფერისტებითაა ეს ქვეყანა გატენილი, მაგრამ მე მაგათ მივხედავ ყველას. შორს არ არის იქამდე, თუ გადავრჩი...
- ''სახალხო მოძრაობის'' დაწყება იგეგმება, რომელსაც ირაკლი კაკაბაძე და გია კორკოტაშვილი ჩაუდგებიან სათავეში. გსმენიათ ამაზე?
- ვინც საქართველოსთვის წესიერ ნაბიჯს გადადგამს, მის გვერდით დავდგები და ჩემი შვილი, ბაია ამაშუკელი რომ იყოს, მასაც გავწირავ, თუ ჩემს სამშობლოს ცუდად მოექცევა. გამოხტებიან ვიღაცები და ჭყავიან, არაფერი შეცვლილაო, დაავიწყდათ მაგ უბედურებს, სად იყვნენ. ამათ რომ არ წაეგოთ, 2 ოქტომბერს ნახევარი საქართველო გაჟლეტილი იქნებოდა. პირადად მე, ნამდვილად გადავურჩი სიკვდილს. ყველამ იცის, რომ ჩემს ცხოვრებაში კოჭი არავისთვის გამიგორებია და არც არავის ვეფერები, სხვებისგან განსხვავებით, ხან ერთს რომ ეკრიჭებიან და ხან მეორეს, მაგრამ დაუნახაობა არ შეიძლება.
გიორგი მარგველაშვილი ამოიჩემეს, პრემიერ-მინისტრთან მეგობრობს და ეს არის მისი ერთადერთი დადებითი თვისებაო, არადა, ძალიან ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდა კაცია. რატომ არ არიან კმაყოფილი, შურთ? თავად გიჟებისა და ავადმყოფების თავშესაყარი აქვთ და აბა, რა იქნება?.. ვისით არიან კმაყოფილი, ბაქრაძით?.. ჯვარი გვწერია. ერთი სული მაქვს, როდის გაიწმინდება ქვეყანა ამ მანქურთებისგან. ერთი დღეც იყოს, ოღონდ ამ გველებისგან გაწმენდილ საქართველოში ვიცხოვრო. თუ ივანიშვილი ისე წავა ქვეყნიდან, რომ ამას არ გააკეთებს, მაშინ თავად იქნება ქვეყნის პირველი მოღალატე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას არ იზამს. მერე პრობლემებიც მიგვარდება და ყველაფერს ეშველება. ივანიშვილი ისე არავის ანდობს საქმეს, თუ მისი იმედი არ აქვს... ხომ ხედავთ, ირაკლი ღარიბაშვილს ყველა მხრიდან ებრძვიან, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, იმიტომ, რომ ძლიერია. შურთ მისი... ყველამ თავის კუდს მიხედოს. კუთხე-კუთხე რომ პუტუნებენ და ჩურჩულებენ, თორემ გავშიფრავ მაგას ყველაფერს...
- თქვენ არ ეთანხმებით შეფასებას, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია გაურესდა?
- საზოგადოება საეჭვოდ ჩუმად არის და ხალხი თუ არ დაუდგა გვერდში, ვერაფერს იზამენ... ეს ყველაფერი თავს მოიყრის ოქტომბერში და იმ დღეს გაირკვევა, სად დავდგები და რას გავაკეთებ. თუ სააკაშვილი ციხეში არ ჩაჯდა და მის კისერზე ყულფი არ ვნახე, არავის შევურიგდები და არც არავის გვერდით დავდგები. ახლა გაპრანჭულად კითხულობენ ვიღაცები, შეიძლება, პრეზიდენტი გაასამართლონო, შეიძლება, ჯალალ-ედ-დინზე ასეთი შეკითხვა ვინმემ დამისვას?!. ეს გიჟი რითია მასზე ნაკლები. ნაკლები დანაშაული ჩაიდინა?..