საქართველო ნავთობწარმოების აღორძინებას აპირებს

საქართველო ნავთობწარმოების აღორძინებას აპირებს

საქართველოს ნავთობწარმოების მაჩვენებელი მეზობელი აზერბაიჯანის მაჩვენებლებთან შედარებით მინიმალურია, მაგრამ გამოკვლევებთან დაკავშირებული მრავალმილიონიანი გარიგებების შედეგად შეიძლება აღმოჩენილ იქნეს ახალი რეზერვები, რაც წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ახალი ინვესტიციები ნავთობსაძიებო საქმიანობაში, რომელიც განხორციელდება კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული Tethys Petroleum-ის და ჩეხური MND Group-ის მიერ, ხელს შეუწყობს უფრო დიდი დაინტერესების წარმოშობას - მიაჩნია სქართველოს ნავთობ კომპანიების ასოციაციის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს კლიფ ისააკს: „საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს არის თუ არა იქ ნავთობი... საქართველო დღეში 70 000 ბარელ ნავთობს აწარმოებდა“, - ამბობს ის - „საქმე უბრალოდ მის ამოღებას ეხება, $100 ბარელზე, ეს რენტაბელურია“.
ნავთობმოპოვებით დაინტერესება კვლავ წარმოიშვა წლების განმავლობაში ამ სექტორის უგულველყოფის შემდეგ. ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმოების დონე დაეცა. 2012 წელს ქვეყანამ აწარმოა მხოლოდ 49,000 ტონა ნავთობი. წინა ხელისუფლება არ იყო დაინტერესებული საქართველოს პოტენციალის, როგორც ნავთობმწარმოებელი ქვეყნის ხელშეწყობით და მის პრიორიტეტს ჰიდროელექტროენერგია და კასპიის ზღვიდან ნავთობისა და გაზის ტრანზიტი სახელმწიფოს როლი წარმოადგენდა.

„წინა მთავრობამ არ წარმოადგინა არავითარი მტკიცებულება თავის ვარაუდებთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ არის ნავთობმწარმოებელი ქვეყანა“, - აცხადებს ფისო გუჯეჯიანი, ადგილობრივი მწარმოებლის ნორიოს საოპერაციო კომპანიის ადმინისტრაციული ასისტენტ-თარჯიმანი.

„ჩვენ აქ ვართ და ვამზადებთ გეოლოგიურ ანგარიშებს... ამ საქმიანობას ვეწეოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა. და კვლავ ვაგრძელებთ წარმოებას“.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ტატიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამინისტრო მუშაობდა ახალი რუკების შექმნაზე, სადაც მონიშნული იქნებოდა, თუ რა რესურსები გააჩნია ქვეყანას და რა ადგილებშია ისინი მოცემული. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის თანახმად, დადასტურებული რეზერვები შეიცავს 40მლნ ბარელ ნავთობს და 300 მლრდ კუბურ ფუტ გაზს. „გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიზნები, რომლის თანახმადაც 2017 წლამდე უნდა მივიღოთ ახალი ინფორმაცია საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან“, - განაცხადა მან bne-სთან სატელეფონო ინტევიუში. „როცა გაგაჩნია საწვავის ალტერნატივა, ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ჰიდრო ენერგია პრიორიტეტია და ეს სტრატეგიაც უნდა განვავითაროთ, მაგრამ პარალელურად ჩვენ ვანვითარებთ ნავთობის მოპოვებას. კარგია, როცა ენერგის განსხვავებული საშუალებები არსებობს“.

მაღალი ტექნოლოგიები

გამოკვლევებისას გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მთავრობას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია ნავთობისა და გაზის წარმოების ქვეყნის პოტენციალის შესახებ. უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, როგორიცაა 2D და 3D კარტოგრაფია და სეისმური ანგარიშები წარმოადგენს ბიძგს ახალი ინტერესისთვის - განაცხადა ისააკმა.

„საბჭოთა პერიოდში არ არსებობდა ისეთი სეისმური საშუალებები, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია ეხლა, რომლებსაც შეუძლიათ ზუსტად დაადგინონ რეზერვუარები. ტექნოლოგიები სრულიად განსხვავებულია. ამბობს ის და უთითებს იმ ფაქტზე, რომ ინვესტორების მიერ შერჩეული ტერიტორიები, რომლებიც თბილისის მახლობლად მდებარეობს, წარმოადგენს აზერბაიჯანის იმავე ველის ნაწილს, სადაც ხდება აზერბაიჯანული მაღალი ხარისხის მსუბუქი ნავთობის წარმოება. „გახსოვდეთ, ეხლა შესაძლებელია 2D და 3D სეისმიკის ჩატარება - მათ ზუსტად იციან თუ რა არის ქვემოთ... საბჭოთა პერიოდში ისინი აკვირდებოდნენ ქანებს და მის მიხედვით გამოთქვამდნენ ვარაუდს. აქ უკვე ვარაუდებთან არ გვაქვს საქმე“.

Tethys Petroleum-ის ვიცე პრეზიდენტმა ინვესტორებთან ურთიერთობის საკითხში საბინ როსიმ bne -ს განუცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიები წარმოადგენენ მნიშვნელოვან კომპონენტს საქართველოს ნავთობწარმოების ინდუსტრიის ასაღორძინებლად. „მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში ძალიან მცირე ინვესტირება ხდებოდა“ განაცხადა მან. „ხოლო კაპიტალის ინვესტირებისა და ტექნოლოგიების გამოყენების შემდეგ წარმატება გარდაუვალი გახდა. მაგალითად, პირველი ჰორიზონტალური ბურღვის პროგრამის გამოყენებამ საქართველოში გაზარდა ნავთობის წარმოება და საძიებო ბურღვების შესაძლებლობები, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა ახალი და საკმაოდ მოცულობითი ახალი საბადოები.“
„ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიებში არსებული წინსვლების და კაპიტალის არსებობის შემთხვევაში უდაოდ შესაძლებელი იქნება საქართველოში პოტენციალის სრულად შესწავლა და განვითარება, რადგან ყოველივე ეს განხორციელდება გამოცდილი და სერიოზული ნავთობ და გაზის ოპერატორი კომპანიების მიერ, რომელთაც გააჩნიათ მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება“, - თქვა მან.

როსი უთითებს საქართველოში მარაგების შესახებ არსებულ საწყის ანგარიშებზე, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს დაახლოებით 3 მლრდ ბარელი ნავთობის რესურსი. „ეს ძალიან დიდი ოდენობაა და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ამ რესურსის მნიშვნელოვან მწარმოებლად იქცეს, თუ ეს რესურსები რეზერვებად იქცევა კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“, - ამბობს ის. „საქართველოში ბევრი სხვა ტერიტორიაცაა დამატებითი პოტენციალით და მიმაჩნია, რომ არსებობს საუკეთესო შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო იქცეს ნავთობისა და გაზის მწარმოებელ ქვეყნად“.

ინვესტორები, როგორიცაა MND Group, რომელიც KKCG Investment Group-ის წევრია, ეთანხმებიან ამ აზრს. MND-მ დაიწყო სამწლიანი €77.4 მილიონიანი ინვესტიცია 2012 წელს. ჩეხურმა ჯგუფმა, რომელსაც მარაგები გააჩნია მთელს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში, დადო პირობა რომ განახორციელებდა €1.47 მილიარდის ინვესტირებას შემდგომი შვიდი წლის განმავლობაში. სხვა კომპანიები, მათ შორის ინდოელი ინვესტორები, სწავლობენ ტექნოლოგიების პოტენციალს საქართველოში.

საქართველოს მთავრობისთვის არსებული ინტერესი მხოლოდ დასაწყისი იქნება. ტატიშვილის განცხადებით ტენდერების მეშვეობით უკვე გაიცა 13 ლიცენზია, რასაც შედეგად მოყვა წარმოების დაყოფის შესახებ 8 ხელშეკრულების დადება - სამი მათგანი დაიდო 2013 წელს. კერძო სექტორიც ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან გაზრდილი ინვესტიციები ახალი რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული.

„ისტორიულად ყველა მათგანი ნავთობის წარმოების ბლოკს წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში ყველა ბლოკი მუშაობდა - ზოგერთს კარგი წარმოება ქონდა. ისინი სხვადასხვა დონეზე იყო განვითარებული“, - ამბობს გუჯეჯიანი „ისინი მდებარეობენ ისტორიულად კარგი წარმოების მქონე ტერიტორიების მეზობლად... ჩვენ ძალიან დიდი იმედები გაგვაჩნია“.

http://www.bne.eu/storyf5301/Georgia_looks_to_revive_its_oil_industry