მხედრიონელები მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივიან

მხედრიონელები მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივიან

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის და თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი გაგრის დაცვისას უგზო-უკვლოდ დაკარგული 36 მეომრის დაჯილდოვებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ სიაში ორი მხედრინელია - კონსტანტინე ლაფერაშვილი და გიორგი ზამთარაძე.

მხედრიონის წევრებს ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შექვთ. როგორც for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მხედრიონის წევრებმა აღნიშნეს მიხელ სააკაშვილმა უნდა ახსნას რა კრიტერუმებით ანსხვავებს გმირებს ერთმანეთისგან.

მხედრიონელი გიგა არველაძე ამბობს, რომ მათ არ უკვირთ ასეთი საქციელი სახელმწიფოს მხრიდან და მუთუმეტეს სააკაშვილსგან, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სამშობლოდან გადახვეწილი იყო.

„როდესაც მისი ტოლა და მასზე უმცროსი პირტიტველა ბიჭები სამშობლოს ერთინაობას ეწირებოდნენ, მას, სამშობლოდან უცხოეთში გადახვეწილს, სურვლიც არ გასჩენია მცირედი წვლილი მაინც შეეტანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. ჩვენ არავის ვამადლით ჩვენი და ჩვენი მეგობრების სისხლს, უბრალოდ, შევახსენებთ დეზერტირ პერიზიდენტს, რომ სწორედ მხედრიონი იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც სამშობლოსათვის 13 თვიან ომში 800-მდე მებრძოლი დაკარდა, გადარჩენილების უმრავლესობა კი დაინვალიდებული, ფსიქოლოგიურად განადგურებულები დაუბრუნდა თავის ოჯახს“, - აცხადებს არველაძე.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება სამშობლოსათვის მებრძოლების და მითუმეტეს, მისთვის სიცოცხლეშეწირული ახალგაზრდების სახელის ხსოვნას შეურაცხოფა მიაყენოს.

„ჩვენ ვეკითხებით მიწაზე მფორთხავ სააკაშვილს, როგორ მოახერხა ჩვენი და ჩვენი მეგობრების სისხლით შენარჩუნებული ტერიტორიების (კოდირის ხეობა, ახალგორი და მიმდებარე სოფლები) 2 დღეში უბრძოლველად დათმობა რუსეთისთვის? როგორ მოახერხა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, თუნდაც, ერთი სახელმწიფოს მიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისათვის ხელისაყრელი პოლიტიკური ფონის შექმნა? ამ და სხვა მრავალ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს მას“, - განაცხადა გიგა არველაძემ რომელმაც ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

სად დაიკარგნენ ეს ბიჭები და იყვნენ თუ არა ისინი ნამდვილად მხედრიონელები?

გიგა არველაძე: დიახ, მხედრიონელები იყვნენ, ეს ბიჭები დაიაკრგნენ გაგრაში. თავდაცვის სამინისტრომ და ვეტერანთა დეპარტამენტმა მაისში პრეზიდენტს გადასცა 36 კაცის სია, რომლებიც წარდგენილი იყვნენ გორგასლის პირველი ხარსხის ორდენზე, მაგრამ მაისის აქეთ, ეს კაცი ხელს არ აწერს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ იქ ორი მხედრიონელია. ამ ბიჭების სიიდან ამოღებაზეა ლაპარაკი. რაზედაც ვეტერანთა დეპარტამენტი წავიდა წინააღმდეგი, რისთვისაც ჩვენ უზარმაზარ მადლობას ვუხდით ასეთი თანადგომისათვის.

ადრე თუ ყოფილა ანალოგიური შემთხვევები სააკაშვილის მართველობის პერიოდში?

- სააკაშვილის პერიოდში არც ერთი მხედრიონელი და არც ერთი გადმოსვენებული ადამიანი არ დაჯილდოვებულა. არც ერთი დაღუპული მეომრის იდენტიფიკაცია არ მომხდარა და საერთოდ, რაც მასწავლებელია ის მოსწავლეა. შევარდნაძის დროს ბაბუშერის აეროპორტის სამარხი რომ გაიხსნა, კონტრდაზვერვის უფროსმა ავთანდილ იოსელიანმა დამიბარა და მთხოვა, რომ 3 000 დოლარი იქნებ მოგვცე ცინკის კუბოები რომ შეუკვეთოთო 12 კაცისთვისო. სახელმწოფომ ცინკის კუბოს ფული არ გადაიხადა.

რაც შეეხება დარჩენილ 34 ადამიანს, არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ბიჭების ოჯახმა უარი განაცხადა პრეზიდენტისგან ამ ჯილდოს მიღებაზე. თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?

- ეს ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ჩვენ დაზუსტებით ამის თქმა არ შეგვიძლია. 30 აგვისტო არის უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე და ის ადამიანები თვითონ გააკეთებენ განცხადებას. შვილი დაღუპული, ძმა დაღუპული, ქმარ დაღუპული ადამიანები, გვარდიიდან იქნებიან თუ მხედრიონიდან, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სოლიდარობა გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ და ეს სწორიც არის. საერთოდაც, ასეთი ადამიანისგან მიღებულ ორდენს არანაირი ფასი არ აქვს. ორდენი არაა მატერიალური ფასეულობა. ორდენი არის ღირსების, დამსახურების და აღიარების მანიშნებელი.

მხედრიონს ომის ვეტერანის სტატუსი შენარჩუნებული გაქვთ?

- ჩვენც ისეთივე ომის ვეტერანები ვართ, როგორიც გვარდიელები. უბრალოდ, გვარდიელები მივლინებული იყვნენ, ჩვენ კი მოხალისეები ვიყავით. ისვერე როგორც გვარდია, არც ჩვენ ამაში ხელფასს არ ვიღებდით. სხვათა შორის, გვარდიიდანაც უზარმაზარი თანადგომა გვაქვს. ალბათ, გააკეთებენ განცხადებას.

ეს ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტმა გამოხატა, ეს არაა მარტო პრეზიდენტის დამოკიდებულება, საზოგადოებაში არერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს მხედრიონის მიმართ...

- იცით რა, ჩვენ 20 წელია ამ ყველაფერს ვცემთ პასუხს, მაგრამ ეს ყველაფერი მიდის კოსმოსში. ვისაც აქვს პრეტენზია, პოლიტიკური პარტია, რიგითი მოქალაქე, ან პროკურატურა რომელსაც რაღაცა ფაქტები აქვს, მობრძანდეს პირდაპირ ეთერში დავსხდეთ და ნებისმიერ კითხვაზე გავცემთ პასუხს. 20 წელია ასე ვლაპარაკობთ, რომ ეს ასე არაა. თუ გნებავთ ჩავატაროთ ასეთი ექსპერიმენტი, დავსხდეთ მანქანაში და შემოვიაროთ მხედრიონელების სახელები, შევიხედოთ მათ ოჯახებში და თქვენ თვითონ ნახავთ ეს ხალხი ყაჩაღობით არის გამდიდრებული, ან  სიმდიდრის ეტყობათ თუ არა რამე. მხედრიონელების 99% გაჭივრებაში ცხოვრობს, ვალების გულისთვის სახლები დაკარგეს, საშინელ მდგომარეობაში არიან.

თუმცა, სამეგრელოში მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვ ეს ნეგატიური დამოკიდებულება მხედრიონის მიმართ...

- ზვიადისტებთან გვქონდა საუბარი ამ თემაზე და ეს ცალკე საუბრის თემაა. ამ საკითხზე ჩვენ მოვაწყობთ თქვენთან შეხვედრას და თვითონ ზვიადისტები ილაპარაკებენ. ჰაერზე ლაპარაკი არ შეიძლება. იმან ის გააუპატიურა, ამან ის მოკლა და ა.შ. მხედრიონი იყო, არის და იქნება.

გამოსავალს რაში ხედავთ? ვეტერანთა დეპარტამენტი არ აპირებს ლაფერაშვილისა და ზამთარაძის სიიდან ამოღებას...

- შევარდნაძის მთავრობის დროს ყველა ქარ-ცეცხლმა მხედრიონზე გადაირა, დღესაც იგივე სიტუაციას ვაწყდებით. ვაპირებთ სამართლებლივად ვიბრძოლოთ. მივმართავთ სასამართლოს და სასამართლოს წინაშე მოუწევს სააკაშვილს ახსნა რა მოტივით თქვა უარი ამ ბიჭების დაჯილდოვებაზე. საერთოდ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტში შეიქმნას სიმართლის დამდგენი კომისია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიებს მხედრიონის და არა მარტო მხედრიონის საქმეებს, ოღონდ ფაქტებით.

ჩვენ სხვანაირი მენტალიტეტის ადამიანები ვართ. იმ ადამიანებს რომლებიც გაუპატიურებითა და ასეთი რაღაცეებით იყვნენ დაკავებული, ფიზიკურად ვსპობდით. ეს იყო ყოვლად მიუღებელი. მთელი გერმანია გამოზიდა საბჭოთა კავშირმა, მაგრამ არავის უთქვია, რომ წითელი არმია არის მარადიორიო, ნახევარი ერაყი წაიღო ამერიკამ, მაგრამ ამერიკელ სამხედროებს ასე არავინ მოიხსენიებს. ფაქტები დაგვილაგოს სააკაშვილმა.