ანეკდოტები მიშაზე - 6

ანეკდოტები მიშაზე - 6

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მიხეილ სააკაშვილზე ხალხში და ქართულ ვებ-გვერდებზე მოარული ანეკდოტების შეგროვება დავიწყე. აღმოჩნდა რომ მიშიკო განსაკუთრებული „პოპულარობით“ სარგებლობდა. ამ ფაქტორმა საქმე გარკვეულწილად გამიადვილა და სხვადასხვა დროს მკითხველის სამსჯავროზე ხუთი „ნაშრომი“ წარმოვადგინე.

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასასრულს სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძელს საბოლოოდ გამოემშვიდობება. იმედი მაქვს რომ სადმე წყნარ ადგილას მოეწყობა, მუშაობას დაიწყებს და თავისი უაზრო ლაქლაქით თანამემამულეებს აღარ შეგვაწუხებს.

სიმართლე გითხრათ, სააკაშვილის თითოეული გამოსვლა დიდად მახალისებს. ხშირად მიფიქრია, რომ ეს ადამიანი საკუთარ ნიჭს ჰაერს ატანს და თუ მოისურვა, ქართული სატელევიზიო „კომედი შოუს“ ერთ-ერთი წამყვანი მონაწილე გახდება. რაც თავი მახსოვს ორი პოლიტიკოსი მართობდა. ერთი ცხონებული ბრეჟნევი გახლდათ, მეორე კი - უბადლო და განუმეორებელი მიხეილ სააკაშვილი. ამ ადამიანის თითოეული გამოსვლა განსაკუთრებული ფენომენია და შთამომავლობას ის აუცილებლად უნდა შემოვუნახოთ.

დღეს ქართული მრავალსერიანი „ფილმის“ „ანეკდოტები მიშაზე“ მეექვსე ნაწილს გაგაცნობთ. დასკვნით სერიას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შემოგთავაზებთ. ანონსის სახით გეტყვით, რომ მომავალ კვირას მიშიკოს „ისტორიულ“ გამონათქვამებსა და 2003 წლიდან უხვად გაცემულ დაპირებებს გაგახსენებთ.

1. „მიშას ეკითხებიან: სოფელ მამათში გაზი რატომ გაგყავსო ?

- ერთი იქაური კაცისგან სიკეთე მახსოვს და ვუხდიო.“

2. „მიშა, შვილო, ამოდი შეცვალე კონსტიტუცია და ჩადი ისევ ეზოში.“

3. „ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა ის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებზე ვიფიქრებდით, ან ის, თუ წარმატებებით ვიტრაბახებდით და დავასკვნიდით, რომ წარმატებას ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიეთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.“

4. „ყურცქვიტა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული დაიჭერს ოქროს ობამას. დაჭერილმა სთხოვა გამიშვი და ნებისმიერ სურვილს შეგისრულებო. ყურცქვიტა ეუბნება: რუსები გამაყრევინე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდანო. ოქროს ობამამ მაგ ოცნებას ვერ ვასრულებო. - მაშინო წელს ოქტომბერში არჩევნებს გავაყალბებ და შენ გამიპრავეო. ოქროს ობამამ უთხრა, წეღან რას ამბობდი გამიმეორე, მგონი მაგ შემთხვევაში რაღაც შემიძლიაო!“

5. „სააკაშვილი მიდის მაგარი მთვრალი სახლში და სანდრას ეუებნება:

- სანდრააა, წყევლა დაიწყე ლოგინს ვეღარ ვაგნებო.“

6. „უმოკლესი ანეგდოტი - „შუცკაშვილი.“

7. „მარჯანიშვილზე გაგონილი ანეკდოტი: - ფრთხილად მიშაში ფეხი არ ჩადგათ.“

8. „ინფლაცია შეიპარება გაჭირვებული ქართველის სახლებში, ნახავს საჭმელი არ არის, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ არის, სითბო არაა, მოკლედ სრული უბედურებაა. ინფლაციამ - ესენი ჩემზე უბედურ დღეში ყოფილანო და მაგიდაზე 100 ლარიანებს დატოვებს. გაიგო სააკაშვილმა ეს ამბავი და მეორე დღესვე საწყალ ხალხს სასწრაფოდ კომუნალური გადასახადების ერთიან ქვითრებს გაუგზავნის.“

9. „მიშას ეუბნებიან: 2003 წლამდე 5 მილიარდი იყო ქვეყნის ბიუჯეტი და ახლა 2012 -ში 2 მილიარდი რატომ არისო. სააკაშვილმა: - მაშინ სიბნელე იყო და 5 მილიარდი ვერ დავინახე, თუ არა და 5 მილიარდს, სულ ავიღებდიო.“

10. „სისხამ დილით მიშა ადგება, გამოვა თავისი სასახლის აივანზე, გადახედავს თბილისს და იტყვის:

- აუჰ რაღაც ქართველ ხალხზე ზრუნვის ხასიათზე ვარო, ეეჰ წავედი, წავედი ძილი შევიბრუნო, იქნებ გადამიაროსო.“

11. „მიშა მიცურავს მთავრობის წევრებთან ერთად ალაზანში და - ალაზანი და ალაზანი - იძახიან. უცებ მოესმებათ ქართველი ერის ხმა:

- მოგვეშველეეთ.

- მოგვეშველეთ და მოგვეშელეთ - გააგრძელებენ ესენი.“

12. „მიშას ეკითხებიან, რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანსო ? შსს მინისტრის პოსტის დატოვებასო - სწრაფად მიუგო სააკაშვილმა.“

13. „მიშაზე ყველაზე დიდი ანეკდოტი ქალაქი ლაზიკაა.“

14. „მიშა ჯოჯოხეთში მოხვდა, ყველა ქვაბი წითელ-ყვითლად შეღება, ცეცხლის გადასახადი 22 თეთრი გახდა და ერთი ლიტრი კუპრი 2.45 ლარი.“

15. „მიშამ მუშაობა დაიწყო.“

16. „რამდენ ხანში შეიქმნა დედამიწა? 6 დღეში, მეშვიდე დღეს სააკაშვილი მოვიდა და გახსნა.“

17. „ხალხი ეკითხება მიშას: მართლა არ გძინავს ჩვენზე ზრუნვითო ?

- აბა რა, ჩემი თუ არ გჯერათ დოქტორ დოტს კითხეთ, ის კი არა, ისიც არ დავაძინე მთელი ღამეო.“

18. „მიშას ეკითხებიან: ივანიშვილის მხარდამჭერები სამსახურიდან სახლში რომ გაუშვი არ გეცოდებაო? რატომ უნდა მეცოდებოდეს, ციხეს სახლი არ ჯობიაო?“

19. „სააკაშვილის ლენტ გაჭრილ კლინიკაში პაციენტი ინფარქტს გადაარჩინეს.

მას მერე რაც გაიგო რამდენი ჰქონდა გადასახდელი, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.“

20. „ეჰ, სად შეგვისრულდა გურამ პეტრიაშვილის ,,მოგელანდები!''

21. „მიშას მოგელაძემ აჩვენა ,,ქართული ოცნების'' ბუკლეტი და მოგელაძემ შიგ ოცნებად 75 000 000 ჩაწერა.“

22. „ვერა ქობალია თაფლობის თვეს ატარებს თავის ქმართან ერთად. ამ დროს საძინებლის კარებს შეაღებს მიშა... პაუზა. ვერა: - მიშა ეს ის არ არის რაც შენ გგონია...“

ბატონი მიშას შემდეგ რამდენიმე სხვა „საინტერესო“ ანეკდოტს შემოგთავაზებთ.

„თუთიყუშმა თავი მოიკლა, „გაუტყდა“ რომ თუთიყუში ჰქვია და ამ „საძაგელ“ დედაკაცს - ჩიორა.“

„ბაჩო ახალაია სახლს არასოდეს არ ალაგებდა თვითონ იმიტომ, რომ ლელა კაკულიამ თავის დროზე გააფრთხილა - იცოდე, ცოცხებს ახლოს არ გაეკარო არასოდეს, თუ გინდა, რომ აწყობილი ცხოვრება არ დაგემხოს თავზეო. მაგრამ რას იზამ, ბედის მოტყუება ასე ადვილი არ ყოფილა.“

„ქუთაისში იმხელა პარლამენტი ააშენეს, ხონში მზე 11 საათზე ამოდისო.“

დღევანდელი „სახალისო წერილის“ დასასრულს კი სულ ახალ-ახალ ანეკდოტებს გაგაცნობთ.

„- არა, ძმაო, კაი კაცია ეგ შალვა ნათელაშვილი, ჭკვიანიცაა, სიმართლეს ამბობს, ხალხზე ზრუნავს, კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ ერთი ნაკლი მაინც აქვს...

- რა ნაკლი აქვს, შე კაცო?

- ნათელაშვილია, რა!“

„უგულავა უკაცრიელ კუნძულზე მოხვდება ძალიან დიდი ხნით. ერთ დღეს მოცურდა ნავი, რომელშიც მაგარი ქალი ზის და ხელს უქნევს:

- მოდი ჩემთან, მე ის მაქვს, რაც შენ დიდი ხანია არ გინახავს.

უგულავა მიცურავს და ფიქრობს: - ვა, "ნიუჟელი" ტენდერი აქვს?“

„ნაციონალს" ეკითხება ჟურნალისტი:

- პრაიმერში შოთა მალაშხია რატომ დგას?

- ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატია.

- მერე, თქვენთვის თუ გინდოდათ, უკეთესი ვერ შეარჩიეთ?“

"ნაციონალების" წევრი "ოცნების" წევრს შეხვდა. "ნაციონალი" ეკითხება:

- რავა ხართ, ძამა?

- თქვენ რომ გაგიხარდებათ, ისე.

.- რავა, ამოწყდით ყველა თუ?“

„დაკითხვიდან გამოსულ "ნაციონალს" მეორე "ნაციონალი" ეკითხება:

- რა გითხრეს?

- რა და, ან იმღერე, ან უგულავას წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო.

- მერე, რა ქენი?

- რომელი ალა პუგაჩოვა მე ვარ...“