შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვეთის მოქალაქე დააკავა

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს,სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას კიშინიოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვეთის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული სერგიუ ბურცოვსკი (Sergiu Burcovschi) დააკავეს.

აღნიშნული პიროვნება დაპატიმრების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 3 მაისიდან იმყოფებოდა.

სერგიუ ბურცოვსკის ბრალად ედება მოლდოვეთის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას. აღნიშნული დანაშაული მოლდოვური კანონმდებლობის მიხედვით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამჟამად ძებნილი გადაყვანილია და მოთავსებულია აჭარა-გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.