გაგრის გმირები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი არ აღიარებს

გაგრის გმირები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი არ აღიარებს

პრეზიდენტმა გმირების დაჯილდოვებაზე უარს ამბობს. მოტივი საკმაოდ უცნაურია - ისინი მხედრიონელები არიან. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, 2013 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტს 36 კაციანი სია გადასცა, რომლებიც 1992 წლის ოქტომბერში, გაგრის აღების დღეს, უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. პრეზიდენტმა კი სიიდან კონსტანტინე (კახა) ლაფერაშვილისა და გიორგი ზანათარაძის გაწვევა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ისინი სტატუსით მხედრონელები იყვნენ.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი, გელა დოლიძე რომლის განცხადებით, ვეტერანთა დეპარტამენტმა ეს გმირები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგინა.

„მაისში წარვადგინეთ 36 კაციანი სია. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სიტყვიერი პასუხი იყო ასეთი, რომ ძველი მხედრიონელები, ვინც არიან სიაში, ამოიღეთო. ჩვენი პოზიცია არის ასეთი - ან მისცენ ყველას, ან ნუ მისცემენ ნურცერთს. შეიცვლება პრეზიდენტი და ახალი პერზიდენტი მისცემს ამ ჯილდოს მათ ოჯახებს. სამი თვეა ამას ველოდები. სააკაშვილისგანაც კი არ მოველოდი ამას, ის არის სულიერად და მორალურად დეგრადირებული ადამიანი. როგორ შეიძლება შენი ქვეყნის გმირს ორდენი არ გადასცე იმის გამო, რომ თურმე მხედრინელი იყო. ის იყო ქართველი კაცი, რომელიც საქართველოს შეეწირა“, - აცხადებს გელა დოლიძე.

1992 წლის ოქტომბერში გაგრის დაცემის დღეს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ:

ანდრიაძე კონსტანტინე ტრისტანის ძე;

ბიჭიკაშვილი ალანი გიორგი ძე;

ბუჩუკური დავითი მიხეილს ძე;

გეგუჩაძე ზურაბი მიხეილის ძე;

დათუაშვილი თამაზი გივის ძე;

დოლიაშვილი ნუკრი ბეჟანის ძე;

ზანთარაძე გიორგი ოთარის ძე;

თანიაშვილი იოსები სერგოს ძე;

მალაზონია თამაზი ტოგოს ძე;

კუკულდავა ალექსანდე ჯემალის ძე;

კუხალაშვილი გივი გიგლას ძე;

ლაფერაშვილი კონსტანტინე (კახა) გიორგის ძე;

ლომიძე ნუგზარი ალექსანდრეს ძე;

მაშკოვი ვლადიმერი ანატოლის ძე;

მიქიაშვილი თემური ოთარის ძე;

ოძელაშვილი ოთარი შოთას ძე;

სირბილაშვილი არჩილი რობიზონის ძე;

სირბილაძე ზაზა გივის ძე;

ფუხაშვილი ლევანი არჩილის ძე;

ღვედაშვილი გოჩა ილიას ძე;

ციყელაშვილი შალვა ტარიელის ძე;

ძმანაშვილი დავითი ომარის ძე;

წულაია გიორგი დემაგულის ძე;

ჯაფარიძე გიორგი ბიძინას ძე;

სირტყლაძე დავითი ბიჭიკოს ძე;

სირტყლაძე კობა ბიჭიკოს ძე;

კახიშვილი დავითი ზურაბის ძე;

კვანტრიშვილი ზურაბი შალვას ძე;

გორგოძე გულივერი გივის ძე;

ბაბლიძე თემური მოსეს ძე;

პაპაშვილი გოჩა გურამის ძე;

ჩოხელი ნუგზარი შოთას ძე;

ბექაური ბაკური ავთანდილის ძე;

ტყეშელაშვილი ედუარდი გურამის ძე;

ბეჟანიშვილი თამაზი ვაჟას ძე;

სუხიაშვული ლევანი შოთას ძე.

ეს გახლავთ ის 36 ახალგაზრა, რომლებიც 1992 ოქტომბერში გაგრის აღების დღეს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ამ ბიჭებიდან რამოდენიმე უმძიმესად იყო დაჭრილი, ბოლოს ისინი ერთად ცოცხლები ფრონტის ხაზზე ნახეს. ამის შემდეგ კი მათი კვალი იკარგება, შესაბამისად, უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლებიან. თუმცა, სასამართლომ ისინი აღიარა როგორც დაღუპულები.

სწორედ ამ ბიჭების ოჯახის წევრების დაჯილდოვება ითხოვა ქვეყნის პირველი პირისგან ვეტერანთა დეპარტამენტმა.

„ველოდებოდით, რომ 26 მაის მოხდებოდა მათი ოჯახების დაჯილდოვება. შემდეგ უკვე ველოდებოდით, რომ ეს მოხდებოდა 30 აგვისტოს. ვინაიდან, 30 აგვისტო არის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე და გვინდოდა, რომ ამ დღეს მომხდარიყო დაჯილდოვება. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, პრეზიდენტმა სიიდან ორი ადამიანის გაწვევა მოითხოვა მხოლოდ იმ მოტოვით, რომ ისინი მხედრიონელები არაინ.

არიან ოჯახები, რომლებსაც შვილების საფლავი აქვთ, მაგრამ არიან ისეთები, რომლებსაც მათი შვილების საფლავიც არ აქვთ და ვერ გამოიტირეს თავისი შვილები. ეს არაა მატერიალური ორდენი. ორდენი არის წმინდა მორალური მხარდაჭერა. ღვაწლის აღიარება სამშობლოს წინაშე და მეტი არაფერი. ესეც კი ენანება სააკაშვილს ქართველი გმირებისთვის.

მხედრიონმა განიცადა სერიოზული დანაკარგი. მხედრიონიც, გვარდიაც ხომ საქართველოსი იყო. ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით ფრონტის ხაზზე, ტყვია ერთნაირად გვკლავდა ყველას. სამშობლო ყველას ერთნაირად უყვარდა. ამ გმირების დაყოფა, შენ კარგი ხარ იმიტომ, რომ არმიის ქვედანაყოფში იყავი და შენ ცუდი ხარ იმიტომ, რომ მხედრიონში იყავი, ეს არის დანაშაული და ჩვენი სირცხვილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა დოლიძემ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ეჭვის ქვეშ აყენებს კულტურის ყოფილი მინისტრი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და მხედრიონელი ნიკა რურუა. როგორც რურუა ამბობს, ისინი გმირები არიან და სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლის დაფასება, აქამდეც უნდა მომხდარიყო.

„ისინი არიან გმირები და რელაურად, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, ორივე ხელით ამას მხარს ვუჭერ. ჯარისკაცები ჯარისკაცებად, მაგრამ სერიოზულად დაწიოკდა მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს იყო მხეცური ოპერაცია გაგრის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არა მგონია ეს სწორი იყოს. არა მგონია, რომ ასეთი სისულელე ეთქვას საქართველოს პრეზიდენტს. მეომარს არ აქვს არანაირი... რას ჰქვია ეს არის და ის არის. რა მნიშვნელობა აქვს ვინ საიდან იყო - მოხალისეთა გაერთიანებიდან თუ რეგულარული არმიიდან?! ჯარისკაცი არის ჯარისკაცი. მაშინ საქართველოს რეგულარული არმია არ ჰყავდა. ასე რომ, ვინც დასაჯილდოვებელია, უნდა დაჯილდოვდეს ყველა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნიკა რურუამ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ მხედრიონის წევრები. აფხაზეთის ომის ვეტერანი, მხედრიონელი ვახტანგ მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ქვეყნის პირველ პირს გაეკეთებინა.

„ამიხსნას სააკაშვილმა მხედრიონელი, რომ ვარ ამით დავაშე რამე? თუ ჩემი სიცოცხლე ნაკები ღირს, ვიდრე სხსვისი, თუ გმირობა ნაკლები ჩავიდინეთ მე და ჩემმა მეგობრება? 17-18 წლის ბიჭები რომლებიც იქ მხედრიონელებთან ერთად დაიღუპნენ, გმირები არ არიან?ერთი მითხრას სააკაშვილმა თვითონ სად იყო მაშინ?! ეს არის ყველაზე უფრო საშინელება რაც შეიძლება სააკაშვილს გაეკეთებინა.

800 ბიჭი დაკარგა ამ ომში მხედრინმა. არც ერთი დანაყოფიდან არაა იმდენი დაღუპული. ომის დაწყების პირველი დღიდან ყველაფერში სისხლის ფასი აქვთ გაღებული, და თუ ეს ადამინი ამ არგუმეტით ასხვავებს, რომ ისინი მხედრინელები იყვნენ და ამიტომ არ იმსახურებენ მედალს, აფერუმ სააკაშვილის ვაჯკაცობას. ეს არის სამშობლოს და იმ გმირების მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა. ჩემს სიბრაზეს ვერ ვმალავ, ეს არის საშინელება“, - აცხადებს ვახტანგ მაჭავარიანი.