კიდევ ერთი დივერსიული აქტი რუსეთში. ძლიერი აფეთქება ბრიანსკის ოლქში, რკინიგზის სადგურთან მოხდა.
აფეთქების შედეგად სატვირთო მატარებლის რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.
ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს ბრიანსკის ოლქში მომხდარი მეორე დივერსიული აქტია. 1-ელ მაისს იქ ბელორუსული სატვირთო მატარებელი ააფეთქეს, რომელსაც ნავთობპროდუქტები და ხის მასალები გადაჰქონდა.