ამხანაგობების თავმჯდომარეები თბილისის ბიუჯეტიდან არ წახალისდებიან

ამხანაგობების თავმჯდომარეები თბილისის ბიუჯეტიდან არ წახალისდებიან

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით ამხანაგობების თავმჯდომარეები ხელფასებს ვეღარ მიიღებენ. თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ჯინჭარაძემ for.ge-ს პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტში 20-30 მილიონ ლარს დედაქალაქის ავარიული სახლების შეკეთებისთვის გაწერს. მისივე თქმით, ავარიული სახლების აღწერა უკვე მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სარემონტო სამუშაოები.

რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების ხელფასის სახით წახალისების საკითხსაც, დედაქალაქის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკრებულოს ახალი შემანდგენლობის გადაწყვეტილებით, მათ აღნიშნული სახელფასო წახალისება დროებით შეუჩერდებათ.

ამის ნაცვლად კი, მომავალი წლიდან, შემუშავდება ახალი წესი, რათა ამხანაგობის რომელიმე წევრი პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდეს და ყველა წევრმა თანაბარი პირობებით ისარგებლოს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეჩერებული სახელფასო წახალისებით გათვალისწინებული თანხები ავარიული სახლების სარემონტო სამუშაოებისკენ იქნება მიმართული.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამების დაფინანსების მიღება არის საკრებულოს პრეროგატივა. ბიუჯეტში შევიტანეთ ცვლილება და ამ მუშა პროცესში გამოიკვეთა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თამვჯდომარეების წახალისება არაა გაწერილი და მიგვაჩნია, რომ არასამარლიანად, არაერთგაროვნად ხდება ამხანაგობის თავმჯდომარეების წახალისება, ანუ იგივე ხელფასის გადახდა.

თბილისის საკრებულოს ახალმა უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ ამხანაგობის თავმჯდომარეთა წახალისება, რამე თუ ადამიანი, რომელიც აკეთებს ერთი და იგივე საქმეს, მის მიმართ მიდგომა უნდა იყოს თანაბარი. აქიდან გამომდინარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში შეგვაქვს ცვლილება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წახალისება, რაღაცა პერიოდი, სანამ ჩამივყალიბდებით არ უნდა დაფინანსდეს თბილისის ბიუჯეტიდან“, - აღნიშნა ჯინჭარაძემ.

მისივე განმარტებით, თანხები, რომელიც გათვალისწინებული იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წახალისებისთვის, მოხმარდება ავარიული სახლების გამაგრებას.

„რამდენიმე მილიონი, რომელიც ამოვიღეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამიდან, მოხმარდება ავარული სახლების გამაგრებას, რომელიც ძალიან მრავლად არის თბილისში. ამ პროგრამაში ჩადებული ის პუნქტი, რომ 15%-ის თანადაფინასებით ამხანაგობას შეეძლო თავისი საცხოვრებლის გამაგრება, ეს არ იყო გამართლებული. არ მეგულება თბილისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც გამაგრებას სჭირდება 250-300 ათასი ლარი, აქიდან 15% დაახლოებით 40-45 ათას ლარამდე აიკრიფოს მოსახლეობის მიერ. დავიწყეთ მუშაობა, რომ ფორსამჟორში დაიწყება მწვავე ავარიული სახლების გამაგრება. კაპიტალურად მოხდება ამ სახლების შეკეთდება“, - აღნიშნა დავით ჯინჭარაძემ.

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კონკრეტულად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების წახალისების თანხა რამდენი იყო?

დათო ჯინჭარაძე: თანხა რამდენია, ეს მითითებული არაა ბიუჯეტში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ადამიანი დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებას, ვისთვის მიეცა წახალისება და ვისთვის არა, ეს არც თუ ისე პატარა ციფრია. რამდენიმე მილიონზეა ლაპარაკი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სამართლიანები უნდა ვიყოთ ამ ადამიანების მიმართ, რამეთუ ყველა ადამიანის შრომა უნდა იყოს დაფასებული და აქიდან გამომდინარე, ყველა ერთ პირობებში უნდა გვყავდეს ჩაყენებული.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამა ახალი წესით როდიდან ამოქმედდება?

- აბსოლუტურად ყველა პროგრამა, რაც იყო, ავარიული სახლების გარდა, ისევ მუშაობს. რამდენიმე დღის წინ საკრებულოს სხდომაზე მოხდა ამ ცვლილების შეტანა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ გამგეობებში ამხანაგობები იღებენ პასუხებს, რომ თითქოს, ჩვენ ფული სხვა მიმართულებით გადავიტანეთ და თანხები არ არის. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ აბსოლუტურად ყველა რაიონში, ყველა გამგეობას იმაზე მეტი თანხა აქვს დარჩენილი სხვა პროგრამებისთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე ვერც აითვისებენ. აბსოლუტურად ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, თუ ასეთ რაიმეს ექნება ადგილი, მე და ჩემი კოლეგები მზად ვართ, რომ მათთან ერთად წავიდეთ გამგეობაში და გადავამოწმოთ არის თუ არა თანხა.

ლოდინი არ შეიძლება. ძალიან ბევრი სახლია მწვავე მდგომარეობაში და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ბიუჯეტმა უნდა აიღოს თავის თავზე ამ ადამინების მოვლა-პატრონობა. თბილისში ისედაც ბერი უსახლკარო გვყავს და მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებითაც დავიწყეთ მუშაობა. ამ ხალხის რიცხვი, რომ არ გასამმაგდეს, ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ავარიული სახლების გამაგრება.

ანუ, თბილისის საკრებულო უარს აცხადებს, რომ დააფინანსოს ამხანაგობების თავმჯდომარეები, რომელთა უმარვლესობანაციონალური მოძრაობისპარტიული აქტივისტები არიან...

- გეთანხმებით. ეს ვიგულისხმე სწორედ, რომ ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს რომელ ამხანაგობის თავმჯდომარეს მისცეს პოლიტიკური ნიშნით წახალისება. ვფიქრობთ, რომ სამართლებლივად და იურიდიულად გამართლებული უნდა იყოს, რისთვის იღებს ეს ადამიანი წახალისებას. პარტიული აქტივი ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.