საპატრულო პოლიციის რებრენდინგი იმერეთის რეგიონში განხორციელდა

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი იმერეთის რეგიონში განხორციელდა

23 აგვისტოს რებრენდინგი ამჯერად იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში განხორციელდა.

ქუთაისში ოფიციალური ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, პოლიციაში არ ნელდება რეფორმების განხორციელება და სამინისტროს სისტემის სრული შემადგენლობა განსხვავებულ ეტაპზე გადადის. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის გაწეული შრომისათვის.

ღონისძიების შემდეგ მინისტრი ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდა“-ს მარკის 25 ახალი ავტომანქანით შეივსო; გაფართოვდა იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი. საპატრულო ეკიპაჟები ქუთაისიდან ხონის და წყალტუბოს მიმართულებითაც, ცენტრალურ მაგისტრალზე დაიწყებენ პატრულირებას. ქუთაისს უკვე 14 საპატრულო მანქანა მოემსახურება.

რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.
შსს–მ საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისსა და საქართველოს ოთხ რეგიონში უკვე განხორციელა.