For.ge გთავაზობთ ე.წ. მაყურებლების სიას, რომლებიც ციხეებს ნაციონალების დროს მართავდნენ

For.ge გთავაზობთ ე.წ. მაყურებლების სიას, რომლებიც ციხეებს ნაციონალების დროს მართავდნენ

რამდენიმე კვირის წინ, For.ge-ს ყოფილმა პატიმრებმა მოაწოდეს იმ „მაყურებელთა“ სია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხის ადმინისტრაციასთან ერთად მართავდნენ ციხეებს. აქვე მოყვანილი იყო ინცინდენტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ციხეებში სხვადასხვა დროს. მასალა სხვადასხვა წყაროებმა მოგვაწოდეს და შესაბამისად, საჭირო იყო მათი წლების მიხედვით დახარისხება და დამუშავება.

ჯერ კიდევ არ გვქონდა სამუშაო დასრულებული, მაგრამ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ თემის წამოწევამ, სადაც საუბარი იყო იმაზე, თითქოს, მათი მმართველობის პერიოდში ციხეში ყველაფერი წესრიგში იყო და ე.წ. მაყურებლების პრობლემა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეიქმნა, გადაგვაწყვეტინა, გამოგვექვეყნებინა ის მასალა, რომელიც უკვე ბოლომდე გადამოწმებული იყო ჩვენს მიერ.

ცოტა ხნის წინ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმაც გააკეთა განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციათან დაკავშირებით.

„მაყურებლები, რომლებიც „ნაციონალებმა“ ამა თუ იმ ციხეებში დაასახელეს, იმ ციხეში საერთოდ არ სხედან. დასახელებულების უმრავლესობა გადაკეტილია ცალკე საკანში და ვერანაირად ვერ იქნება მაყურებელი. როდესაც აკაკი მინაშვილი ლაპარაკობს საერთო რეჟიმზე, კანონმდებელია და უნდა იცოდეს, რომ საერთო რეჟიმი გაუქმდა 4 წლის წინ და ასეთი ცნება არ არსებობს ქართულ იურისპრუდენციაში. ეტყობა 4 წლის წინანდელი მაყურებლები ახსოვს მას. როდესაც საუბრობს სასადილოს და საქვაბის მაყურებელზე, ეს სასაცილოა, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა არასდროს“.

ჩვენ ვაგრძელებთ ყოფილი პატიმრების მიერ მოწოდებული მასალის შესწავლას, გადამოწმებას და პერიოდულად შემოგთავაზებთ ნაციონალების ციხეებში „მაყურებელთა“ არსებობის დამადასტურებელ ფაქტებს და იმ ინცინდენტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ციხეებში, ციხის ადმინისტრაციის წახალისებით.

.. „საქმის გარჩევადა ფიზიკური დაპირისპირება, მე-17 დაწესებულების მაყურებელთა შორის 2011 წლის 29 სექტემბერს.

2011 წლის 29 სექტემბერს მე-17 დაწესებულების მაყურებელ ლაშა მ. და მალხაზ ბ. შორის ე.წ. „ქურდული ცხოვრების“ წესების გამო, მოხდა დაპირისპირება, რის დროსაც ლაშა მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მალხაზ ბ-ს. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა მ-სა და მის დაჯგუფების წევრებს-მაყურებლებს მხარს აქტიურად უჭერდა ადმინისტრაცია, მალხაზ ბ-მა თავისი დაჯგუფების წევრების: ნოდარ ნ-ის, პაატა ზ-ის, იოსებ მ-ის, ვლადიმერ ჯ-ს, ოთარ ე-ის, ლევან ჯ-ის, ბესარიონ ა-ის, გიორგი გ-ის, ვახტანგ დ-ის და დავით ბ-ს დახმარებით, ფიზიკური იძულებით, დაწესებულების ეზოში გაიყვანეს: ლაშა მ. ნიკოლოზ მ. დავით ა. (ბაია), გიორგი გ. (ყოყა), ავთანდილ შ. და ირაკლი ბ. რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და სხვა პატიმრების თვალწინ. აღნიშნული ანგარიშსწორების შემდეგ დაწესებულებაზე კონტროლი მოიპოვა მალხაზ ბ-ის დაჯგუფებამ. უმოკლეს დროში მალხაზ ბ-ის დაჯგუფების წევრები გადაყვანილ იქნენ ქსნის დაწესებულებაში (ე.წ. ბურში) ხოლო ლაშა მ-ს დაჯგუფება, მე-6 დაწესებულებაში.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ, კანონიერი ქურდების ხელშეწყობით, დანიშნული იქნა ახალი ციხის მაყურებელი რევაზ ნ. ხოლო განთავისუფლების შემდეგ, იგი ჩანაცვლდა ირაკლი მ-ით (მჭედლო), რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ინარჩუნებდა აღნიშნულ სტატუსს. ფიზიკური ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, ირაკლი მ. გადაყვანილ იქნა მე-6 დაწესებულებაში.

ნგარიშსწორება წინა ხელისუფლების მიერ დანიშნულ მაყურებლებზე, ქსნის მე-15 დაწესებულებაში.

წინა ხელისუფლების პერიოდში, ერთერთი, სისასტიკით გამორჩეული დირექტორის რობერტ არაქელოვის დროს, ქსნის მე-7 (დღევანდელი მე-15) დაწესებულებაში მაყურებლად დანიშნული იყო ზვიად ყ. რომელსაც პატიმრები რეჟიმის დარგში, დირექტორის მოადგილეს ეძახდნენ და, რომელიც დირექტორის დავალებით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა პატიმრებს. აიძულებდა აზარტულ თამაშებს ანგარების მიზნით, უწევდა ორგანიზებას ე.წ. ქურდულ საერთოს (ობშიაკს). ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაუმორჩილებელ პატიმრებს ცემის შემდეგ, მსჯავრდებულების დაშინების მიზნით, ზვიად ყ-ს პატიმრები გადმოუგდია საცხოვრებელი ბარაკის მეორე სართულის ფანჯრიდან.

რობერტ არაქელოვის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, ზვიად ყ-ს დაუპირისპირდა პატიმართა მასა, რის შემდგომაც, იგი გადაყვანილ იქნა თბილისის N1 საპყრობილეში. ასევე, ამავე დაწესებულებაში სისასტიკით გამოირჩეოდნენ მაყურებელი ნიკოლოზ ს. და ზურაბ შ. რომლებიც ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ხშირად მონაწილეობდნენ მსჯავრდებულთა გაუპატიურებასა და ცემაში. ნიკოლოზ ს. განთავისუფლების შემდეგ ჩაანაცვლეს ვიტალი რ. და გურამ ა-მ. აღნიშნული მაყურებლებიც ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სისტემატურად ცემდნენ პატიმრებს. 2012 წლის არჩევნების შემდგომ, მათ აღნიშნული ქმედებების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ პატიმრები, რის დროსაც სასწრაფოდ მოხდა მათი იზოლირება სხვა დაწესებულებაში.

ანალოგიური შემთხვევები სასჯელაღსრულების  თითქმის, ყველა დაწესებულებულებაში ხდებოდა.

ახლა კი გთავაზობთ ე.წ. მაყურებელთა სიას:

რუსთავის N6 დაწესებულება 2009-2012 წლები

მ. კახა ვიქტორის ძე, დაბ: 25/09/1970                                   

გ. კონსტანტინე (ბაჩო) ანზორის ძე, დაბ: 13/12/1980                          

ა. უჩა ნუგზარის ძე, დაბ: 04/08/1972                                    

რუსთავის N16 დაწესებულება 2009-2012 წლები

გ. ალექსანდრე (გოჩა) ანზორის ძე   დაბ: 05/10/1976

კ. ვალერიან შოთას ძე, დაბ: 14/06/1978

ზ. მამუკა დამირის ძე, დაბ: 15/07/1981

ო. ბერდია გიორგის ძე, დაბ: 11/10/1977

თ. დავითი იურის ძე, დაბ: 18/10/1978

დ. ვასილი ტარიელის ძე (ვასკა), დაბ: 31/12/1983

ც. ზაზა მამუკას ძე, დაბ: 21/04/1978

რუსთავის N17 დაწესებულება 2009-2012 წლები

კ. დავით ნუგზარის ძე (ჯიმკა), დაბ: 28/09/1970

ჯ. გივი არჩილის ძე (კახელო), დაბ: 02/10/1962

შ. გიორგი თეიმურაზის ძე (მეორე გვარი-კ.)   დაბ: 23/03/1976

მ. ირაკლი ჯუმბერის ძე, დაბ: 02/01/1987

შ. ვაჟა დავითის ძე   დაბ: 03/01/1984

ჩ. ივანე დავითის ძე, დაბ: 16/12/1984

ლ. ვახტანგი ტრისტანის ძე, დაბ: 08/12/1975

გ. ლევანი ზაქარიას ძე, დაბ: 03/04/1986

ც. ომარი ზაურბეგის ძე, დაბ: 01/09/1961

მ. ლაშა გოჩას ძე, დაბ: 02/07/1992

ზ. პაატა ვასილის ძე, დაბ: 27/11/1977

მ. ირაკლი პაატას ძე, დაბ: 13/06/1989

გ. ნოვრუზი ხალადინ-ოღლი  დაბ: 20/02/1970

გ. როვშანი იაშრ-ოღლი, დაბ: 04/09/1971

მ. ვაჟა ნიკოლოზის ძე, დაბ: 12/03/1966

დ. გიზო მუსტამბეგის ძე, დაბ: 24/03/1992

ხონის დაწესებულება 2009-2010 წლები

ქ. ნიკა ვახტანგის ძე (პუშკინა), დაბ: 15/12/1987

ს. ავთანდილი ტარიელის ძე, დაბ: 25/01/1990

თანამშრომლები 2009-2010 წლები

თ. ვახტანგი თამაზის ძე  დაბ: 02/09/1978

არასრულწლოვნები 2009-2011 წლები

ჩ. ზურაბ კობას ძე (სპილო), დაბ: 03/03/1992

ო. გიორგი აშოტის ძე, დაბ: 22/08/1989

ქსნის N15 დაწესებულება 2010-2011 წლები

ს. ნიკოლოზი ვლადიმერის ძე, დაბ: 02/05/1990

ქ. სამსონი ჯამბულის ძე (კოკი), დაბ: 27/09/1975

ო. შამილ ყარამანის ძე, დაბ: 27/12/1989

ლ. მამუკა ტიტეს ძე , დაბ: 11/05/1981

ა. ზაზა სერგის ძე, დაბ: 15/10/1977

ს. როსტევან ზურაბის ძე, დაბ: 24/08/1978

ქ. ლუკა ლევანის ძე, დაბ: 19/01/1992

მ. კობა დავითის ძე, დაბ: 15/03/1989

ა. გურამი ალიოშას ძე, დაბ: 14/05/1978

ლ. გიორგი ზაზას ძე, დაბ: 08/10/1985

ხ. დავითი ივანეს ძე, დაბ: 17/06/1987

ს. გიორგი რევაზის ძე, დაბ: 06/08/1978

ბ. რამაზ სიმონის ძე, დაბ: 14/08/1967

ზუგდიდი N4 საპყრობილე

ნ. მუხრანი მუხრანის ძე, დაბ: 19/11/1978

ს. მამუკა ალიოშას ძე, დაბ: 13/04/1978

N18 დაწესებულება

კ. კონსტანტინე კონსტანტინეს ძე, დაბ: 19/02/1972

N19 დაწესებულება

გ. ლერი შუქრის ძე, დაბ: 23/03/1964

პ. ბადრი შალვას ძე

გ. არმაის რუბენის ძე

N5 საპყრობილე, ყოფილი

მ. კარენ ლევანის ძე, დაბ: 26/08/1982

N12 დაწესებულება     

ჩ. ლევან შალვას ძე, დაბ: 23/10/1982

ხ. აკაკი გულთაზის ძე, დაბ: 22/11/1973

მ. გრიგოლი ჯუნუს ძე, დაბ: 18/04/1975

ქ. ზაურ პეტრეს ძე, დაბ: 17/06/1987

გეგუთის N14 დაწესებულება 2009-2012 წლები

პ. ზაალ ზაურის ძე (ზაკო), დაბ: 09/02/1983

შ. კობა ტარიელის ძე (ტანჯულა), დაბ: 30/03/1978

პ. დათო (პაპაშა)

ღ. ალექსი (ბომბორა)

ბათუმის N3 საპყრობილე

გ. მინდია გურამის ძე (ლავასოღლი), დაბ: 14/12/1981

ბ. გიორგი მურმანის ძე (ყურშა), დაბ: 31/12/1979

ნ. მუხრანი მუხრანის ძე, დაბ: 19/11/1978

გ. პაატა თამაზის ძე , დაბ: 30/09/1974

მ. ოთარი იოსების ძე, დაბ: 11/06/1983

ქუთაისის N2 საპყრობილე

ც. ზაზა დიმიტრის ძე, დაბ: 11/08/1969

ც. კახა დიმიტრის ძე (სუშა), დაბ: 09/03/1967

უ. მერაბი კუკურის ძე (გლობუსა), დაბ: 20/10/1965

ჭ. დავითი რეზოს ძე, დაბ: 16/06/1979

როგორც უკვე არნიშნეთ, სია არასრულყოფილია, და for.ge უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ყველა იმ ფაქტს, რასაც ადგილი ჰზონდა ნაციონალების დროს ციხეებში და წლების მიხედვით, სად რამდენი მაყურებელი იყო ქართულ ციხეებში.