ქუთაისის ანონსი
დღეს რებრენდინგი იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში განხორციელდება.
ქუთაისში ოფიციალურ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდება და „შკოდა“-ს მარკის 25 ახალი ავტომანქანით შეივსება. რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცემათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები,ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.
ზესტაფონის ანონსი
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზესტაფონში პოლიციის ახალ შენობას გახსნის.
პოლიციის ახალი, სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი.
პოლიციის ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: შსს-ს იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ზესტაფონის რაიონულისამმართველო, დაცვის პოლიციის სამმართველო და შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოსვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო განთავსდება. აღნიშნული სამსახურები აქამდესხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული.