ირაკლი ალასანია ეროვნული გვარდიის ბიუროში

ირაკლი ალასანია ეროვნული გვარდიის ბიუროში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკაში ეროვნული გვარდიის ბიუროს ეწვია. ირაკლი ალასანია აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელს გენერალ ფრანკ გრასს შეხვდა.

ორი ქვეყნის ეროვნულ გვარდიებს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობა არსებობს, რისთვისაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ამერიკელ გენერალს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის გვარდიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

თანამშროლობის ფარგლებში 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ერთობლივი სწავლება "Shared Horizon". სწავლების მიზანი ეროვნული რეაგირების გეგმის მიხედვით, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს უწყებათაშორის ერთიანი რეაგირების მექანიზმების შემუშავებაა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებას. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.