ლიბიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე ვაფა აბუკაქისის ხელმძღვანელობით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ლიბიის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, ასევე ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე .
აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დიდი მნიშვნელობა აღნიშნეს.