ამერიკული ბაზის მეთაურმა ყირგიზეთში განაცხადა, რომ სამხედროებს „სხვა ადგილას მოუწევთ გადასვლა“, რადგან ყირგიზეთის მთავრობა უარს ამბობს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე. თუ გათვალისწინებთ, რომ ამერიკულ მხარეს ბიშკეკთან არსებული მანასის ბაზის დატოვების შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს, მეთაურის განცხადება ამ მომენტისთვის ყველაზე სერიოზული მინიშნებაა იმაზე, რომ მსგავსი განზრახვა არსებობს.
ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯონ მილარდმა ეს განცხადება ტელეარხ Pentagon Channel-თან ინტერვიუში გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ „ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის მოახლოებასთან ერთად, ამერიკული სატრანზიტო ბაზა ყირგიზეთში დახურვისთვის ემზადება“, და დასძინა „ამ მომენტისთვის ჩვენ ვგეგმავთ აღნიშნულ სატრანზიტო ცენტრში საქმიანობის დასრულებას. პრეზიდენტის და ISAF-ის აზრით, 2014 წლის შუაში [ანუ მანასის ბაზის მიმდინარე საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთვის] ავღანეთიდან გასვლა ბოლომდე დასრულებული არ იქნება, ამიტომ ბაზის საქმიანობის გადატანა სხვა ადგილას მოგვიწევს“. ინტერვიუ 14 აგვისტოს გამოქვეყნდა, მაგრამ მოგვიანებით ის ვებგვერდიდან მოხსნეს (თუმცა, მე მოვასწარი ასლის შენახვა, რომლის გაცნობაც სტატიის ბოლოს შეგიძლიათ).
აღსანიშნავია, რომ ამერიკული მხარე ამ საკითხს პიარის თვალსაზრისით უდგება – თითქოს აღიარებს, რომ ბაზას დატოვებს, მაგრამ ოფიციალურ განცხადებებს ამ საკითხზე არ აკეთებს. უკვე წლებია, რაც მიმდინარეობს დისკუსია და ვერსიების გამოთქმა იმის თაობაზე, თუ სად შეიძლება ცენტრალურ აზიაში მანასიდან გადასვლა. ახსენებდნენ აკტაუს და სიმკენტს ყაზახეთში, კულიაბს ტაჯიკეთში და რაღაც გაუკრკვეველ ადგილებს უზბეკეთში. თუ გათვალისწინებით, რომ ავღანეთის მისია სრულდება, გაცილებით ლოგიკურია რომელიმე უკვე გამზადებულ ბაზაზე გადასვლა, ვიდრე ახლის მოწყობა. ამ შეკითხვით ერთ-ერთ სამხედრო წყაროს მივმართე, რაზეც მან მიპასუხა, რომ „ახალი ობიექტის აშენებას დრო და ფული სჭირდება“ და გამოთქვა მოსაზრება, რომ მანასის ალტერნატივად შეიძლება გამოდგეს „არსებული ობიექტები სპარსეთის ყურის რაიონში, მაგალითად კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საიმიროებში… არ გამოირიცხება ასევე ევროპული ბაზები, მაგალითად კრიტში, თურქეთში, იტალიაში, რუმინეთში და ესპანეთშიც კი… და შემკეთებელი ობიექტები ბაქოსა და თბილისში“. კიდევ ერთმა ჩემმა წყარომ აღნიშნა, რომ ავღანურ ტრანზიტში ბოლო დროს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუმინეთი და დასძინა, რომ დასავლეთევროპული ბაზები ძალიან შორს არის ავღანეთიდან, ხოლო თურქეთი, სირიასთან სიახლოვის გათვალისწინებით, პოლიტიკური თვალსაზრისით რთული ვარიანტია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი მანასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ВВС-ის განუცხადა მთელი რიგი ტენდერების ჩატარების შესახებ მანასის ბაზაზე ასაფრენი ბილიკების შეკეთების მიზნით. „მაგრამ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელიც არ მიუთითებს იმაზე, რომ ბაზაზე რჩები“, ამბობს ნეტან ბარიკი, აშშ-ის ევრაზიის არმიის უცხოური კონტიგენტის ყოფილი ოფიცერი, რომელიც ამერიკის არმიის ცენტრალურ სამმართველოში მსახურობდა, დღეს კი CLI Solutions-ის კონსულტანტია. „ასაფრენი ბილიკების რემონტი ხორციელდება ადრეული დაპირებების და გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, და ჩვეულებრივი მოვლენაა შეერთებული შტატების მიერ იჯარით აღებულ ბაზებზე“. სპეციალისტები, რომლებთანაც მიმუშავია, ამბობენ, რომ ზოლები საოცრად მალე ფუჭდება და რომ მსგავსი რემონტების ჩატარება ხშირად გვიწევს“.