Google: ნუ ელით, რომ Gmail-ი მიმოწერის საიდუმლოებას დაიცავს

Google: ნუ ელით, რომ Gmail-ი მიმოწერის საიდუმლოებას დაიცავს

კრიტიკოსების თქმით, განცხადება, რომელიც Google-მა ჯგუფური საჩივრის თავიდან აცილების მიზნით სასამართლოში გააგზავნა, „სენსაციური აღიარებაა“.

ადამიანებს, რომლებიც ელექტრონულ წერილებს უგზავნიან Gmail-ის 425 მილიონი მომხმარებლიდან ნებისმიერს, არ აქვთ „საფუძველი ელოდონ“, რომ მათი გზავნილები კონფიდენციალური იქნება, განაცხადა ინტერნეტგიგანტმა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია Consumer Watchdog, რომელმაც ეს განცხადება აღმოაჩინა, მას „სენსაციურ აღიარებას“ უწოდებს. აღსანიშნავია, რომ Google იმ კომპანიებს შორისაა, რომლებსაც ბრალს დებენ დღეს აშშ-ის მოქალაქეებსა და უცხოელებზე თვალთვალში, რომლის ორგანიზატორიც ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოა (NSA).

„როგორც იქნა, Google-მა აღიარა, რომ კონფიდენციალურობას პატივს არ სცემს“, განაცხადა Consumer Watchdog-ის კონფიდენციალურობის პროექტის დირექტორმა ჯონ სიმპსონმა. „ჩვენ მათი სიტყვები სერიოზულად უნდა აღვიქვათ. თუკი მიმოწერის საიდუმლოება თქვენთვის მნიშვნელოვანია – Gmail არ გამოიყენოთ“.

Google-მა თავისი პოზიცია გასულ თვეში განამარტა. კომპანია ცდილობდა თავიდან აეცილებინა ჯგუფური საჩივარი, რომელშიც ტექნოლოგიურ გიგანტს თვალთვალთან დაკავშირებული კანონების დარღვევაში ადანაშაულებენ, კერძოდ იმაში, რომ ის ასკანერებს სხვა საფოსტო სერვისებიდან გაგზავნილ წერილებს იმისთვის, რომ Gmail-ის მომხმარებლებს მიზნობრივი რეკლამა უჩვენოს.

მაისში წარდგენილ საჩივარში, ნათქვამია, რომ Google „უკანონოდ ხსნის და კითხულობს ელექტრონული ფოსტის პირად მიმოწერას და იქიდან ინფორმაციას კრეფს“. მასში Google-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის ერიკ შმიდტის სიტყვებია მოყვანილი: „Google-ის პოლიტიკა არის ის, რომ ბოლომდე მიუახლოვდეს საშიშ ზღვარს, მაგრამ არ გადალახოს ის“.

„მილიონობით ადამიანისაგან ფარულად, წლობით, ყოველდღიურად, სისტემატიურად და შეგნებულად Google ლახავდა ამ ზღვარს, კითხულობდა რა პირად მიმოწერებს ანუ ინფორმაციას, რომლის მასთან გაზიარებასაც მომხმარებლები არ აპირებდნენ და რომლის შეგროვების, შენახვის და დამუშავების უფლებაც მას არ ჰქონდა“.

შუამდგომლობაში, რომელშიც კომპანია სარჩელის აცილებას ითხოვს, თავად აცხადებს, რომ მოსარჩელეები ცდილობენ „ისეთი ჩვეულებრივი საქმიანი პრაქტიკის კრიმინალიზებას“, რომელიც სერვისის შექმნის დღიდან Gmail-ის სამუშაოს ნაწილია. Google-ის აზრით, „ელექტრონული ფოსტის ყველა მომხმარებელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მათი წერილები ავტომატურად დამუშავდება“.

„როდესაც წერილს საქმიან პარტნიორთან აგზავნი, შეიძლება ივარაუდო, რომ მას მისი მდივანი წაიკითხავს. სწორედ ასე, ადამიანებს, რომლებიც ახლა ქსელის ელექტრონულ ფოსტას იყენებენ, არ უნდა უკვირდეთ, თუკი მათი გზავნილები დამუშავდება მიწოდების პროცესში იმ კომპანიის მიერ, რომელიც მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მომსახურებას უწევს“, – მიაჩნია Google-ს.

Google-ის იურისტები, კონფიდენციალურობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების პრაქტიკაზე დაყრდნობით, წერენ, რომ „სარჩელში ძალიან მწირია ინფორმაცია მიმოწერის მხარეების კონკრეტულ ურთიერთობებსა და კონკრეტულ გარემოებებზე, იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს დამაჯერებელი დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, რომ კონფიდენციალურობის მოლოდინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტურად დასაბუთებულია“.

Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ კვირაში განაცხადა: „ჩვენ სერიოზულად ვუდგებით მომხმარებელთა უსაფრთხოების საკითხებს და მიმოწერის კონფიდენციალურობას. საპირისპიროს მტკიცება უბრალოდ არასწორია“.

„ჩვენ აღვჭურვეთ Gmail დარგის საუკეთესო მექანიზმებით, რომელიც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას, თანაც ეს დაცვა ვრცელდება ყველა წერილზე, ვინც არ უნდა უგზავნიდეს მას Gmail-ის მომხმარებელს“.

სიმფსონი, რომელიც დიდი ხანია რაც კომპანიას აკრიტიკებს, ამტკიცებს: „Google-ის წერილში ყალბი ანალოგიაა: ელექტრონული წერილის გაგზავნა – ეს იგივეა, რაც ჩვეულებრივი წერილის მიტანა ფოსტაში. ველოდები, რომ ფოსტა წერილს კონვერტზე მითითებულ მისამართზე მიიტანს, და არ ვფიქრობ , რომ ფოსტალიონი მას გახსნის და წაიკითხავს“.

„ანალოგიურად, როდესაც ელექტრონულ წერილს ვაგზავნი, ვფიქრობ, რომ მას მიაწვდიან Gmail-ის მომხმარებელს, რომელსაც კონკრეტული ფოსტის მისამართ

foreignpress.ge